Bronchalis - Heel - ბრონქალის-ჰეელი 50 ტაბლეტი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს - Belladonna D4, Sticta D4, Tartarus stibiatus D4, Kreosotum D5, Ipecacuanha D4, Lobelia inflata D4 - შესაბამისად 30 მგ; Hyoscyamus D4, Bryonia D4 - შესაბამისად 60 მგ. ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.
ჩვენება: ბრონქიტები, თამბაქოს მწეველის კატარალური ბრონქიტის ჩათვლით.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
დოზირება და მიღების წესი: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით. მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში - 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში არა უმეტეს 2 საათისა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. "ბიომედიკა", 0163 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) №4
რაოდენობა | 50 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account