Engystol - ენგისტოლი 5 ამპულა
ჩვენება: ორგანიზმის არასპეციფიკური დამცველობითი მექანიზმების გააქტივება ვირუსული, ბაქტერიული და პროტოზოული ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დაავადებები.
ენგისტოლი / Engystol
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
შემადგენლობა: 1.1 მლ ამპულა შეიცავს: Vincetoxicum hirundinaria D6 – 6.6 მკლ., Vincetoxicum hirundinaria D10 – 6.6 მკლ., Vincetoxicum hirundinaria D30 – 6.6 მკლ., Sulphur D4 – 3.3 მკლ., Sulphur D10 – 3.3 მკლ.; ასევე, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი.
ჩვენება: ორგანიზმის არასპეციფიკური დამცველობითი მექანიზმების გააქტივება ვირუსული, ბაქტერიული და პროტოზოული ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას: ვირუსული ჰეპატიტები (მწვავე და ქრონიკული); ჰერპესი, ცმვ (მ.შ. ორსულებისაც), სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სხვ.; მრვი, გრიპი; ბავშვთა ინფექციური დაავადებები; სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა); ინფექციური ხასიათის გულის დაავადებები (ენდო-, მიო-, პერიკარდიტები და სხვ.; ცნს-ის ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებები; კანის დაავადებები (ნეიროდერმიტი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ფურუნკულოზი და ა.შ.; ნებისმიერი სახეობის ალერგია, მ.შ. გაზაფხულის სურდო; შაკიკი, ნევრალგია, კაუზალგია.
მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ) კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას ვენაში – 1-3ჯერ კვირაში, მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება:
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
რაოდენობა | 5 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account