Tartephedreel - ტარტაფედრელი 30მლ წვეთები

განსაკუთრებული ფასი 37,20 GEL რეგულარული ფასი 40,88 GEL
მარაგშია
SKU
59255_626
ჩვენება: სასუნთქი გზების ანთებითი და ალერგიული დაავადებები (ბრონქიტი – განსაკუთრებით ასთმური ხასიათის, ბრონქული ასთმა, ფარინგიტი, ყივანახველას სხვადასხვა ფორმა). ხველა სკროფულოზურ ბავშვებში; პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ პნევმონიის კომპლექსური თერაპიისას; ზოგადად პრეპარატი ნაჩვენებია ლორწოვანი გარსის კატარალური დაავადებებისას.

ტარტეფედრელი

ტარტეფედრელი N / Tartephedreel N

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი 

გამოშვების ფორმა: # 30 მლ ფლაკონი

შემადგენლობა: 100 გ (10.5 მლ) შეიცავს: Kalium stibyltartaricum D4 – 1 გ, Atropa Belladonna D4 – 1 გ, Natrium sulfuricum D4 – 1 გ, Arsenicum jodatum D6 – 1გ, Blatta orientalis D6 – 0.5 გ, Lobelia inflata D4 – 0.5 გ, Cephaelis Ipecacuanha D4 – 0.5 გ, Naphatalinum D6 – 0.5 გ, Anisum stellatum D3 – 0.5 გ. ეთანოლი 43 vol%.

 

ჩვენება

სასუნთქი გზების ანთებითი და ალერგიული დაავადებები (ბრონქიტი – განსაკუთრებით ასთმური ხასიათის, ბრონქული ასთმა, ფარინგიტი, ყივანახველას სხვადასხვა ფორმა). ხველა სკროფულოზურ ბავშვებში; პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ პნევმონიის კომპლექსური თერაპიისას; ზოგადად პრეპარატი ნაჩვენებია ლორწოვანი გარსის კატარალური დაავადებებისას. 

 

მიღების წესი და დოზირებაზრდასრულები და ბავშვები 12 წლის ზემოთ – 10 წვეთი 3-ჯერ დღეში, ბავშვები 6-დან 11 წლამდე – 7-8 წვეთი 3-ჯერ დღეში, ბავშვები 2-დან 5 წლამდე – 4-5 წვეთი 3-ჯერ დღეში, ბავშვები 2 წლამდე 1-2 წვეთი 3-ჯერ დღეში; მწვავე მდგომარეობისას -ასაკის შესაბამისი დოზა ყოველ 15 წუთში ერთხელ, არა უმეტეს 2 საათისა; შემდეგ ვაგრძელებთ სტანდარტული დოზირებით.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

ორსულობა ლაქტაციაგამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი ეფექტიერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით. 

 

განსაკუთრებული მითითება

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: 

არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო. 

ვარგისიანობის ვადა5 წელი.

შენახვის პირობები

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი ქარხანა

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დრ–რეკევეკის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი

 შ.პ.ს ბიომედიკა 

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38 

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15 

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy