Gripp-Heel - გრიპ-ჰეელი 5 ამპულა
ჩვენება:გრიპი და გრიპისმაგვარი ინფექციები.
გრიპ-ჰეელი / Gripp-Heel
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი
შემადგენლობა: 1.1 მლ საინიექციო ხსნარი შეიცავს: Aconitum napellus D3 – 4,4 მგ; Eupatorium perfoliatum D2 – 1,1 მგ, Phosphorus D4 – 1,1 მგ, Lachesis mutus D11 – 2,2 მგ, Bryonia D3 – 2,2 მგ. ასევე, ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო ხსნარი.
ჩვენება: გრიპი და გრიპისმაგვარი ინფექციები; ენდოგენური დაცვის სისტემის სტიმულირებისთვის – გამოხატული ინტოქსიკაციით და მაღალი ცხელებით მიმდინარე სხვა მრვი და ინფექციური დაავადებები; გრიპის და მრვის პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ) კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას ვენაში – 1-3ჯერ კვირაში, მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით – ჰიპერემია, კანზე გამინაყარი, ან ქავილი.
განსაკუთრებული მითითება: 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. რაც მალე იწყება პრეპარატის მიღება, მით სწრაფად მიიღწევა შედეგი და ხანმოკლე ხდება გამოჯანმრთელების პერიოდი. კლინიკური სურათის გაუმჯობესების შემდეგაც, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დამატებით 3-5 დღის განმავლობაში ორგანიზმის სრული დეტოქსიკაციისთვის. ორსულებში და მეძუძურებში გამოყენება ინდივიდუალურია.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
რაოდენობა | 5 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account