Traumeel S- ტრაუმელ S წვეთები 30მლ

განსაკუთრებული ფასი 23,94 GEL რეგულარული ფასი 33,25 GEL
მარაგშია
SKU
86469_626

ჩვენება:სხვადასხვა სახის ტრავმები - დაჭიმულობა, დაჟეჟილობა, ამოვარდნილობა, სისხლჩაქცევა , ძვლების მოტეხილობა.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტრავმების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.

100 მლ

Arnica D2 ................................... 5 მლ
Calendula D2 .............................5 მლ
Hamamelis D2 ...........................5 მლ
Millefolium D3 ............................5 მლ
Belladonna D4 ...........................25მლ
Aconitum D3 ..............................10მლ
Mercurius solubilis Hahnemanni D8 ......................... 10 მლ
Hepar sulfuris D8 ........................10 მლ
Chamomilla D3 ..........................8 მლ
Symphytum D8 ..........................8 მლ
Bellis perennis D2 .......................2 მლ
Echinacea angustifolia D2 ............2 მლ
Echinacea purpurea .....................2 მლ
Hypericum D2 ............................ 1 მლ
Spiritus 35 vol%

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს, ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

სხვადასხვა სახის ტრავმები - დაჭიმულობა, დაჟეჟილობა, ამოვარდნილობა, სისხლჩაქცევა (კანქვეშა და სახსარშიგა), ძვლების მოტეხილობა;
მალთაშუა დისკების და ხერხემლის სხვა დეგენერაციული დაავადება, ოპერაციის და ტრავმის შემდგომი შეშუპება, სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებითი და დეგენერაციული პროცესები, განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (ტენდოვაგინიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, პერიართრიტი), ართროზები, თავის ტვინის შერყევა;
მწვავე და ქრონიკული ოტიტი, ცხვირის დანამატი ღრუების ანთება, დაჩირქებებით მიმდინარე ანთებები, მაგალითად, საოფლე ჯირკვლების აბსცესი, ფურუნკულები, კარბუნკულები, მასტიტი, პაროდონტოზი, დაჩირქებული ფისტულები, ღრძილების დაჩირქება, წვივის წყლული, ეგზემა, ნეიროდერმიტი;
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი თერაპია (პროთრომბინის რეგულაცია).
მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის:

ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

რბილი ქსოვილების შეშუპებისას 30 წვეთი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მომატებული ნერწყვდენის დროს.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დაიხუროს გამოყენებისთანავე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy