Zeel T - ცეელ T 2მლ 10 ამპულა
ჩვენება:ართროზი (კერძოდ გონართროზი); პოლიართროზი, სპონდილოართროზი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი.
შემადგენლობა:
1 ამპულა 2.0 მლ (=2.0 გ) შეიცავს:
Cartilago suis D 6 -2 mg, Funiculus umbilicalis suis D 6- 2 mg, Embryo suis D 6- 2 mg,
Placenta suisD 6- 2 mg, Solanum dulcamara D 3-10 mg,Symphytum officinale D 6-10 mg,
Nadidum D 8- 2 mg, Coenzymum A D 8- 2 mg, Sanguinaria Canadensis D- 4 3 mg,
Natrium diethyloxalaceticum D 8- 2 mg, Acidum alpha-liponicum D 8- 2 mg,
Toxicodendron quercifolium D 2- 10 mg, Arnica montana D 4- 200 mg
Sulfur D 6- 3.6 mg
შემავსებლები:
საინექციო წყალი 1,747,4 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 17,6 მგ
საინექციო ხსნარი კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში პერიატრიკულარული, (პარავერტებრალური) ინექციისთვის
ჰომოეოპათიური პრეპარატი
ჩვენება:
ართროზი (კერძოდ გონართროზი); პოლიართროზი, სპონდილოართროზი,
მხარ-ბეჭის პერიართრიტი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნოებელობა შემავალ კომპონენტების მიმართ , ერთი ან მეტი ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
შენიშვნა: პაციენტები მწვავე არტიკულარული ჩივილებით ,რომელსაც თან ახლავს სიწითლე, შეშუპება,ცხელების შეგრძნება სახსარში ან სიმპტომების რომლის დიფერენციაცია ვერ ხორციელდება უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან .
პრეპარატი 12 წლის ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება .
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის შემადგენელმა კომპონენტებმა ამ განზავებით არ გამოავლინეს ტოქსიკურობა.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან
გვერდითი ეფექტი:
მომატებული მგრძნობელობა შემავალ კომპონენტების მხრივ , შესაძლებელია გამოვლინდეს ცალკეულ შემთხვევაშ კანის გარდამავალი ალერგიული რეაქცია.
წამალთშორისი ურთიერთქმედება:
ცნობილი არ არი.
დოზირება და მიღების წესი:
სტანდარტული მიღების წესი კვირაში ორჯერ 1 ამპულა კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში, პერიატრიკულარულად ან, საჭიროების შემთხვევაში, პარავერტებრალურად. დიდი სახსრების შემთხვევაში ყოველ ჯერზე საჭიროა 2 ამპულის მიღება..
4კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ ღვიძლის ფუნქციის პარამეტრები.
შეფუთვა:
შეფუთვა, რომელშიც განთავსებულია 10 ან 100 2.0 მლ-ანი ამპულა.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი
შენახვა:
განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
შუშის ფლაკონის (ამპულის) გახსნის ინსტრუქცია
ფრთხილად მოექეცით. ზუსტად დაიცავით გახსნის ინსტრუქცია.
არ არის საჭირო შუშის ჭრა გახსნისთვის. დაიჭირეთ ამპულა თავით ზემოთ, და შეანჯღრიეთ, რათა თავში არსებული ხსნარი ჩავიდეს ქვემოთ. შემდეგ მოტეხეთ ამპულის თავი თითის დაწოლით, ფერადი წერტილის საპირისპირო მხარეს. დარჩენილი შიგთავსი არ უნდა იქნეს გამოყენებული..
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account