აკნეს ფორმულა 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

განსაკუთრებული ფასი 44,20 GEL რეგულარული ფასი 49,11 GEL
მარაგშია
SKU
59565_1477
გამოიყენება აკნეს, პრობლემური კანის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

აკნეს ფორმულა 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

გამოიყენება აკნეს, პრობლემური კანის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ

· შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს 

· გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური  მოქმედება    

· თრგუნავს Propian Bacterium Acne-ით გამოწვეულ ლიპაზურ აქტივობას, ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით, აინჰიბირებს ახალი კომედონების წარმოქმნას

· აფერხებს ცხიმოვან ჯირკვალში ცხიმის სეკრეციას 

· აუმჯობესებს კანის სტრუქტურას

·  აძლიერებს იმუნიტეტს  

თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ პროცესში. თუთია იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, უჯრედების შენება, აღდგენასა და დაცვაში.  განაპირობებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. 

თუთია ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი დეფიციტია ორგანიზმში. მისი გამოყენების დროს 65% -ში აღინიშნება გამონაყარის შემცირება და 85%-ში კანის სტრუქტურის გაუმჯობესება. თუთიის დეფიციტის დროს აღინიშნება იმუნიტეტის დაქვეითება, ჭრილობების შეხორცების შენელება, კანის სტრუქტურის გაუარესება, ქრონიკული დერმატიტი, აკნე და სხ. 

ნიაცინამიდი ივიგე ვიტამინი B3, ვიტამინი PP, მონაწილეობს  ჟანგვა - აღდგენით პროცესებში, ლიპიდებისა და ნახშირწყების ცვლაში, ფერმენტების სინთეზში. კვლევებით გამოვლენილია მისი დადებითი ეფექტი დერმატოლოგიაში. ნიაცინამიდი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანში, ხელს უწყობს მიკროელემენტების და ჟანგბადის ტრასპორტირებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ტოქსინების გამოდევნას. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რის შედეგადაც კანი ხდება  გლუვი და ელასტიური, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, ეფექტურია აკნეს, გამონაყარის, შავი წერტილების დროს, ახდენს მცირე ჭრილობების, აკნეს შემდგომი ნაწიბურების შეხორცებას, არეგულირებს ცხიმოვან ჯირკვლებში ცხიმის გამომუშავებას, ეფექტურია პიგმენური ლაქების შესამცირებალად.

ლუდის საფუარი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალებით (მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, თუთია, რკინა, სელენი, ფოსფორი) ცილებით, ამინომჟავებით, ფერმენტებით. ლუდის საფუარში შემავალი კომპონენტები ახდენენ ანტიოქსიდანტურ, ბაქტერიოსტატიკულ მოქმედებას. ლუდის საფუარი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს კანის გაჯანსაღება გაახალგაზრდავებას, კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსებას, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას და ანელებს დაბერების პროცესს, მისი გამოყენებით უმჯობესდება თმის, ფრჩხილის და კანის სტრუქტურა. 

ჩვენება

აკნე (Acne Vulgaris), სებორეული დერმატიტი, პათოლოგიური ჰიპერპიგმენტაცია, როზაცეა. 

შემადგენლობა

თუთია (ოქსიდი) - 20 მგ, ნიაცინამიდი - 500 მგ, ლუდის საფუარი (Saccharomyces Cerevisiae) - 250 მგ. 

დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი                                                                                                                                                 

დოზირება

1 - 2 კაფსულა დღეში კვების შემდეგ მინიმუმ 8 კვირა, კურსის განმეორება შესაძლებელია. 

უკუჩვენება

არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციიის პერიოდში, სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სიყვითლე, ღვიძლის დაავადებები, დიაბეტი, კრონის დაავადება, 18 წლამდე  გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.  

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა. 

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.  

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

მეტი ინფორაცია
Units30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy