თუთია 50 მგ 30 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
თუთია 50 მგ 30 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესებში, კერძოდ: უჯრედების დაყოფის, შენების, აღდგენის და დაცვის პროცესში, მონაწილეობს ჰორმონების, ცილების, ნახშირწყლების, ფერმენტების, ჰემოგლობინის, ინსულინის, დნმ-ის, რნმ-ის სინთეზში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია იმუნური, ნერვული, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
თუთია უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის, უზრუნველყოფს მაკროფაგების, T და B ლიმფოციტების აქტივობას. კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთიის მიღება ამაღლებს იმუნიტეტს ვირუსული ინფექციების მიმართ, რადგან მისი უჯრედშიდა კონცენტრაცია ამცირებს ვირუსის რეპლიკაციას (აფერხებს ვირუსის გამრავლებას მასპინძელ ორგანიზმში), გარდა ამისა ამცირებს დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობას და კლინიკური ნიშნების გამოვლინებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი.
თუთია მონაწილეობს კანის, თმის, ფრჩხილის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებაში, ასტიმულირებს კოლაგენის, ელასტინის სინთეზს, უჯრედების ჰიდრატაციას და რეგენერაციას, ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, ანელებს დაბერების პროცესს. თუთია ეფექტურია აკნეს, გამონაყარის, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
თუთია აუცილებელია ქალის და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი შედის გონადოტროფული ჰორმონების შემადგენლობაში, ასტიმულირებს ქალის და მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, მონაწილეობს ესტროგენების, პროგესტერონის სინთეზში, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ტესტოსტერონის სეკრეციის აღდგენაში. აუცილებელი მიკროელემენტია სპერმატოზოიდების წარმოქმნის, მომწიფების და აქტივაციისთვის, პროსტატის ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მისი ნაკლებობა ორსულობის დროს ზრდის თვითნებური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკს, ხოლო მამაკაცებში თუთიის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან.
თუთია ხელს უწყობს ელექტროლიტების და წყლის რეაბსორბციას და იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან.
თუთია მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობის და მხედველობისთვის, აძლიერებს მხედველობის სიმახვილეს, აუმჯობესებს ბადურის ტროფიკას და მნიშვნელოვნად აფერხებს ასაკობრივი დეგენერაციის განვითარებას, ხელს უწყობს მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინების ათვისებას, იცავს ბადურას და თვალს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან
თუთია აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, იცავს ტვინის უჯრედებს მავნე ზემოქმედებისგან, ასტიმულირებს სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) გამომუშავებას, აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას, მეხსიერების და აზროვნების ფუნქციებს, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.
თუთია მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის ინსულინის სინთეზში. თუთიის მიღება ამცირებს შაქრის დონეს სისხლში და დიაბეტის გართულებების რისკს.
კვლევებით დადგენილია, რომ თუთიის მიღება 17-20%-ით ამცირებს კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს.
თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ აუცილებელია მისი მიღება საკვების ან საკვები დანამატის სახით, განსაკუთრებით თუთიაზე მოთხოვნილება იზრდება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებში.
თუთიის დეფიციტის ნიშნებია: ზრდაში ჩამორჩენა, ყნოსვის და მადის დაქვეითება, ხშირი სტომატიტი, იმუნიტეტის დაქვეითება, გუნება განწყობილების გაუარესება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, აკნე, გამონაყარი, ჭრილობების შეხორცების შენელება, ქათმის სიბრმავე და სხ.
თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია ორგანიზმში მისი არასაკმარისი მიღებით (არაბალანსირებული, არასწორი კვება), ასევე ნაწლავებიდან თუთიის შეწოვის დარღვევებით (კუჭ-ნაწლავის დაავადებები) და მისი ჭარბი გამოყოფით (ალკოჰოლიზმი, დიარეა, საფაღარათო საშუალებები, თიაზიდური შარდმდენები და სხვა მედიკამენტების მიღება).
ჩვენება
• თუთიის დეფიციტი
• იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსურ თერაპიაში), ორგანიზმის საერთო გადაღლა, დაცვა სეზონური ინფექციებისგან, ხშირი ავადობა, ასთენიური სინდრომი
• აღდგენითი პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ პერიოდში
• მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
• არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება
• თმის ცვენა (დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია), ატოპიური დერმატიტი, გამონაყარი კანზე, აკნე, ფსორიაზი, სებორეა, თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (მტვრევადობა, აშრევება)
• მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე, კატარაქტა
• მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების ჭარბი რაოდენობით დანაკარგი (ქრონიკული დიარეა)
• ვილსონის დაავადება
• მალაბსორბციის სინდრომი
• ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის და ნიკოტინური დამოკიდებულების დროს კომპლექსურ თერაპიაში
• ქალის და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დაავადებები (პროსტატის ადენომა, პროსტატიტი, იმპოტენცია, უნაყოფობა, სპერმატოგენეზის დარღვევა)
• შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობა
• საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, ართრიტი, ოასტეართროზი, მოტეხილობები, ჭრილობები)
• რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი
შემადგენლობა
თუთია (ოქსიდი/ციტრატი) - 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დიკალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.
დოზირება
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 1- ჯერ კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30, N90 ტაბლეტი.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ასევე, იხილეთ: თუთია 50მგ 100 ტაბლეტი სოლგარი - Solgar
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account