ამევიტი ქიდს 30 საღეჭი ტაბლეტი მარმელადი ამვილაბი - Amvilab

განსაკუთრებული ფასი 35,11 GEL რეგულარული ფასი 39,01 GEL
მარაგშია
SKU
41531_1477

ვიტამინების და მინერალების დაბალანსებული კომპლექსი ბავშვებისთვის.

ამევიტი ქიდს 30 საღეჭი ტაბლეტი მარმელადი ამვილაბი - Amvilab

ვიტამინების და მინერალების დაბალანსებული კომპლექსი ბავშვებისთვის  - გემრიელი საღეჭი მარმელადის დათუნიები ხილის ნატურალური არომატით. 

ამევიტ ქიდსში სპეციალურად შერჩეული დოზები შეესაბამება ბავშვის ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების ყოველდღიურ მოთხოვნილებას. შეიცავს ყველა იმ ვიტამინს და მინერალს, რომელიც აუცილებელია ბავშვის ზრდა - განვითარებისთვის, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მხედველობის, ნერვული სისტემის, ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბების და განვითარებისთვის. ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, აძლიერებს ორგანიზმს, აუმჯობესებს მადას, უზრუნველყოფს ძვლების და კბილების მინერალიზაციას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა დაავადებების და არასასურველი ფაქტორების მიმართ.

A ვიტამინი - უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსის, მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას, აუცილებელია ორგანიზმის ზრდა - განვითარების და იმუნური სისტემის ფორმირებისთვის.

C ვიტამინი - ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ჟანგვა -აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რეგენერაციაში. ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, მონაწილეობს ცილა - კოლაგენის სინთეზში, რომელიც წარმოადგენს ძვლების, ხრტილების  და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს. 

D ვიტამინი  - აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის, არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას  სისხლში. D ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური, ენდოკრინული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 

E ვიტამინი - ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმის სხვა პროცესებში, აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარების და ფუნქციონირებისთვის, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას.

B ჯგუფის ვიტამინები - ხელს უწყობენ ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მადის გაუმჯობესებას, ზრდიან ენერგიას, აუმჯობესებენ კონცენტრაციას, მეხსიერებას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. 

თუთია - მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში, დადებითად მოქმედებს კალიუმ-ფოსფორის ცვლაზე, მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის, ენდოკრინული და  იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუთია აუმჯობესებს მხედველობას, ზრდის ინფორმაციის ათვისების უნარს.  

იოდი  - არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, უზრუნველყობს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ და ინტელექტუალურ განვითარებას. არეგულირებს თავის ტვინის,  ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჩვენებები

·        ჰიპო და ავიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა

·        მადის დაქვეითება, არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება

·        ინტენსიური ზრდის პერიოდი 

·        ასთენიური მდგომარეობა

·        არასათანადო ფიზიკური განვითარება (ზრდაში ჩამორჩენა)

·        ფიზიკური და გონებრივი გადაღლა

·        რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ

·        ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი

შემადგენლობა

2 საღეჭი მარმელადი შეიცავს: ვიტამინი A – 400 მკგ, ვიტამინი C - 20 მგ, ვიტამინი D – 10 მკგ (400 სე), ვიტამინი E – 7,4მგ,  ვიტამინი B6 - 2მგ, ფოლატი - 200მკგ (118 მკგ ფოლის მჟავა), ვიტამინი B12 – 2,4 მკგ, ბიოტინი - 60 მკგ, პანთოტენის მჟავა (d-ცალციუმის პანტოთენატი) - 3 მგ, ინოზიტოლი - 40 მკგ, იოდი - 42მკგ, თუთია - 2,7 მგ. საერთო ნახშირწყლები - 5 გმ, შაქარი - 3გ.

დამატებითი ინგრედიენტები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, ხილის კონცენტრანტი, პექტინი, ბეტა კაროტინი, ქოლინი. არ შეიცავს კონსერვანტებს და ხელოვნურ დანამატებს.

დოზირება

მიიღება 2 საღეჭი მარმელადის პასტილა დღეში,  2 წლის ასაკიდან. 

გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი მარმელადის პასტილა ხილის ნატურალური გემოთი.

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ. 

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy