Pure - ფიური რკინა და ვიტამინი C 60 კაფსულა
ჩვენება: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ფიური®რკინა - C
რკინისა და C ვიტამინის კომბინაცია რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და საპრევენციოდ
- უნიკალური ფორმულა - (რკინის გლიცინატი, რკინის ასპარტატი, C ვიტამინი), რომელიც უზრუნველყოფს სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ფორმირებას (1-2)
- სწრაფი ათვისება - რკინის გლიცინატი და რკინის ასპარტატი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, C ვიტამინთან კომბინაცია უზრუნველყოფს რკინის უკეთეს ათვისებას.
- მაღალი უსაფრთხოება - სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი ფიურის რკინა-C არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს, არ ბლოკავს სხვა ვიტამინების და მინერალების აბსორბციას, არ იწვევს ყაბზობას და უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის
რკინა ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. სწრაფად აღადგენს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესი.
C ვიტამინი რკინასთან კომბინაციაში აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას, არეგულირებს სისხლის შედედების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, მონაწილეობს მეტაბოლიზმში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
ჩვენება:
· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემია
· პოსტოპერაციული ანემია
· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი
· ჭარბი მენსტრუაცია
· სისხლის დონორობა
გაძლიერებული მოთხოვნა რკინაზე:
•ორსულობა
• ინტენსიური ზრდის პერიოდი
• ვეგანები და ვეგეტარიანელები
• დიეტა, არაბალანსირებული კვების რაციონი
• ხანდაზმული ასაკი
• ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
• ონკოპაციენტები
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შემადგენლობა:
1 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 175 მგ, რკინა - 15 მგ (რკინის გლიცინატი, რკინის ასპარტატი).
დამატებითი ინგრედიენტები: ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა), ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი).
დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს 18 წლის ასაკიდან.
არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილება:ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა.
მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ.
დამზადებულია სამეცნიერო კვლევებით დადასტურებული უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგანური ინგრედიენტებისგან.
ფიურის ბრენდის პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Pure - ფიური
References:
1. Guiang III SF, et al. Amer J Physiol. 1997;273(6); 2124-2131.
2. Kamdi SP, Palkar PJ. J Obstet Gynaecol. 2015 Jan;35(1):4-8.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account