ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები ზაფხულის სეზონის განსაკუთრებით აქტუალური საკითხია
დადგა ნანატრი ზაფხული და გასაგრილებლად თუ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ზღვის სანაპიროებისა და აუზებისკენ ავიღეთ გეზი. რეალურად, ეს მეტად უწყინარი ადგილები შესაძლოა ისეთი უსიამოვნო დაავადების გავრცელების ბუდე გახდეს, როგორიც ფრჩხილის სოკოვანი დაავადება. როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ აღნიშნულ დისკომფორტს, ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
სოკოვანი დაავადებას ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს შეიძლება დაემართოს. დაავადების გამომწვევი სოკოსა და პარაზიტისთვის საკმარისია მოხვდეს მისთვის ხელსაყრელ პირობებში (ნესტი, სიმჭიდროვე) და უმალ იჩენს თავს.
მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომატიკით: ფრჩხილის გაყვითლება, მსხვრევადობისაკენ მიდრეკილება, გასქელება.
ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორებია
- ტერფის ტრავმა
- ფრჩხილის დაზიანება ან ოპერაცია
- დიაბეტი
- დასუსტებული იმუნური სისტემა
- სისხლის მიმოქცევის პრობლემები
- მჭიდრო ფეხსაცმელი
- სხვა
დიაგნოსტირება
იმ შემთხვევაში, თუ ფრჩხილის ფირფიტის ფერის ცვლილება შენიშნეთ, ნუ დაუცდით მის გაყვითლებას ან სტრუქტურის ცვლილებას. ეწვიეთ ექიმს, რომელიც დაათვალიერებს რქოვან ზედაპირს და დაგინიშნავთ შესაბამის კვლევებს ან მკურნალობას.
მკურნალობა
ფრჩხილის სოკოვანი დაავადების მკურნალობა საკმაოდ კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია, რისთვისაც საჭიროა, როგორც ზედაპირული გამოყენების, ასევე სისტემური, ანტიმიკოზური მედიკამენტები.
პრევენცია
რა თქმა უნდა, თავშეყრის ადგილებში, აუზებზე, საუნებსა და ზღვის სანაპიროებზე განსაკუთრებით მაღალია აღნიშნული დაავადების გავრცელების რისკი. ამ ტერიტორიაზე ადამიანები უმეტესად ფეხშიშველი გადაადგილდებიან, ამიტომ აუცილებელია ჯეროვნად დავიცვათ ჰიგიენის წესები, თუმცა ეს პრევენციის უტყუარ გარანტიას არ გვაძლევს.
- მოიწესრიგეთ ფრჩხილები, ზაფხულის პერიოდში დაიჭერით მაქსიმალურად მოკლედ
- ნუ ივლით ფეხშიშველი სპორტდარბაზების გასახდელ ოთახებში, ასევე აუზისა და სანაპიროს ტერიტორიაზე
- ნუ მისცემთ თქვენი მაკრატლითა თუ ქლიბით სარგებლობის უფლებას სხვა ადამიანებს
- ფრჩხილის სალონში ვიზიტამდე გაეცანით ინსტრუმენტების სტერილიზაციის მეთოდს და გადაამოწმეთ ის ადმინისტრაციასთან; უკეთეს შემთხვევაში, ატარეთ საკუთარი ინსტრუმენტები.
ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები შესაძლოა დიდ დისკომფორტთან იყოს დაკავშირებული, თუმცა მისი დროული დიაგნოსტირება ამცირებს მკურნალობის ვადებს და აუმჯობესებს მიღებულ შედეგს, ამიტომ, ნუ გადადებთ სპეციალისტთან ვიზიტს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account