ტობრექსი და თვალის ინფექციები — ყველაფერი პრეპარატის შესახებ

თვალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომლის გარეშეც სამყაროს სრულყოფილად აღქმას ვერ შევძლებდით. სწორედ მისი მეშვეობით აღვიქვამთ ფერებს, ფორმებს, სინათლეს... 

არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლებმაც ადამიანს შესაძლოა მხედველობაც კი დააკარგვინოს, ამიტომ აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც ჩავიტაროთ სრულყოფილი ოფთალმოლოგიური კვლევა და რაიმე პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შევუდგეთ მკურნალობას. სამკურნალო პრეპარატები აუცილებლად ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ.

თვალის დაავადებების სამკურნალო უამრავი პრეპარატი არსებობს, ქვემოთ ერთ-ერთ მათგანზე — ტობრექსზე ვისაუბრებთ. 

რა არის და რისთვის გამოიყენება ტობრექსი? 

ტობრექსი კორტიკოსტეროიდის და ანტიინფექციური პრეპარატის კომბინაციაა, რომელიც გამოდის წვეთებისა და მალამოს სახით და გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი.

კორტიკოსტეროიდები, რომელიც ტობრექსში წარმოდგენილია დექსამეტაზონის სახით, თვალის  ჩირქოვანი ანთების თავიდან აცილებასა და შემცირებას  უწყობს ხელს. ანტიინფექციური პრეპარატები, კი რომელიც მედიკამენტში არის ტობრამიცინის სახით, თვალის ინფექციური პროცესის გამომწვევი მიკროორგანიზმებიდან უმრავლესობის წინააღმდეგ მოქმედებს. 

ტობრექსში არსებული ეს ორი მოქმედი ნივთიერება, ინფექციების და შეშუპების, ტკივილის, სიწითლის, თვალში სიმხურვალის მსგავსი ნიშნების სამკურნალოდ გამოიყენება.

ტობრადექსი, თვალის ზედაპირული ინფექციების ანდა ბაქტერიული ინფექციების რისკის მქონე დაავადებების (მაგ.თვალში გამოვლენილი ჩირქოვანი ანთების მდგომარეობები, თვალის წინა ნაწილში გახანგრძლივებული ჩირქოვანი და ქიმიური, სხივური ანდა სითბოსთან  დაკაშირებული დამწვრობებიდან  განვითარებული თვალის დაზიანებები ანდა უცხო სხეულის არსებობა) სამკურნალოდ გამოიყენება.

ტობრადექსი, გამოიყენება ანთებითი პროცესის სამკურნალოდ და  ასევე კატარაქტის ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინფექციის თავიდან აცილების მიზნით.

ტობრექსი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამების: Staphilococci, Staphilococcus aureus  და St. Epidermidis, ასევე პენიცილინის მიმართ გამძლე შტამების მიმართ. კვლევებით დადგენილია, რომ გენტამიცინის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები ზოგ შემთხვევაში ინარჩუნებენ მგრძნობელობას ტობრამიცინის მიმართ, თუმცა არ არის გამორიცხული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ბაქტერიების მდგრადობამ მოიმატოს.

ტობრექსის დოზირება და გამოყენების წესი 

ტობრექსის წვეთები — მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების შემთხვევაში უნდა ჩაიწვეთოთ 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) ყოველ 4 საათში 1-ჯერ; მწვავე ინფექციური დაავადებების შემთხვევაში — 2 წვეთი ყოველ საათში 1-ჯერ, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. გაუმჯობესების შემდეგ  პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს, სრულ შეწყვეტამდე.

ტობრექსის მალამო — მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებების დროს მალამო უნდა წაისვათ დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) 2-3-ჯერ დღეში; მძიმე ინფექციური დაავადების შემთხვევაში — დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) ყოველ 3-4 სთ-ში 1-ჯერ, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.  გაუმჯობესების შემდეგ პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს მისი მიღების სრულ შეწყვეტამდე.

ტობრექსის მალამოსა და წვეთების გამოყენება შესაძლებელია ერთად.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს ტობრექსის გამოყენებას?  

ტობრექსის მოხმარებისას ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციაა თვალის ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც ქუთუთოს ჰიპერემიით, შეშუპებით და კონიუქტივური ერითემით ვლინდება. მსგავსი რეაქციები ვითარდება სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაშიც. 

რა უნდა გაითვალისწინოთ ტობრექსის გამოყენებამდე?  

ტობრადექსი  არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, თუ გაქვთ:

  • პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ  მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია;
  • თვალის წინა ნაწილში ვირუსული ინფექციის გამო განვითრებული ჩირქოვანი ანთება, ყვავილი, ჩუტყვავილა და სხვა;
  • თვალში ბაქტერიასთან დაკავშირებული ინფექცია, რომელსაც თან ახლავს  ჩირქოვანი გამონადენი;
  • თვალის სოკოვანი დაავადება;
  • თვალში ტუბერკულოზური ინფექცია;
  • თვალში ჩირქოვანი ინფექციური მდგომარეობა გაქვთ, რომელზეც არ გიმკურნალიათ. 

ტობრექსი დიდი სიფრთხილით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და მისივე კონტროლით ინიშნება იმ შემთხვევებში, თუ გაქვთ:

  • გლაუკომა (თვალის შიგა წნევის მომატება);
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • თვალის ქსოვილებში გათხელების გამომწვევი დაავადება;
  • მიასთენია გრავის სახელით ცნობილი დაავადება ანდა პარკინსონის დაავადების მსგავსი  დაავადებები;
  • თუ, ტობრადექსთან ერთად,  პერორალურად იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს;
  • თუ თვალზე გაქვთ ჭრილობა ან რაიმე სახის დაზიანება (ტობრადექსმა შეიძლება გაახანგრძლივოს ჭრილობის შეხორცების პროცესი);
  • თუ გაქვთ რევმატოიდული ართრიტი, რომელიც თვალის ქსოვილების გათხელებას იწვევს, ფუქსის დისტროფიის მსგავსი დაავადება ან გაკეთებული გაქვთ რქოვანას გადანერგვა;
  • თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.

რატომ არ შეიძლება ტობრექსის ხანგრძლივად და ხშირად გამოყენება?  

ტობრექსის 24 დღეზე მეტი ხნით ანდა უფრო ხშირი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შუქცევადი პროცესები, როგორებიცაა: თვალის შიგა წნევის მომატება, რაც იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანებას და მხედველობის სიმახვილის, მხედველობის ველის  შემცირებას, ასევე შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტის ერთ-ერთი სახეობა “უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა” (თვალის შიგნით ბროლის უკანა ნაწილში სინათლის გამტარებლობის შემცირება).  

ტობრექსის ხანგრძლივმა გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების მიმართ მგრძნობელობის მომატება და წამლის სისხლში გადასვლის გამო კუშინგის სინდრომიც კი განვითარდეს (სხეულზე და სახეზე შესივება და წონის მომატება). 

ტობრექსის ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობის შეჩერების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს თირკმლეზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა, ამიტომ მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 

 

რა ხდება ტობრექსის ჭარბი დოზირების ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში?  

თუ თვალებში ტობრექსის წვეთების ჭარბი რაოდენობა ჩაისხით, აუცილებლად გამოიბანეთ თვალი და ქუთუთო ცივი წყლით. ჭარბი დოზირების სიმპტომებია თვალის ანთება, თვალის სიწითლე, შეშუპება და ქუთუთოზე გამონაყარი.

თუ გამოტოვეთ ტობრექსის დოზა, არ ჩაისხათ გამოტოვებული დოზა, ან ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირების მიზნით და განაგრძეთ პრეპარტის გამოყენება ჩვეულებრივი რეჟიმის მიხედვით. 

თუ პარალელურად იყენებთ თვალის სხვა სამკურნალო პრეპარატებს (თვალის წვეთები, მალამო), დაიცავით 5-წუთიანი შუალედი მათ გამოყენებებს შორის. თვალის მალამო უნდა გამოიყენოთ წვეთების შემდეგ.