გონორეა - სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია

 

სარჩევი:

რა არის გონორეა

გონორეის სიმპტომები

რა იწვევს გონორეას

გონორეის გართულებები

გონორეის დიაგნოსტიკა

გონორეის მკურნალობა

როგორ ავიცილოთ თავიდან გონორეა

როდის მივმართოთ ექიმს

ხშირად დასმული კითხვები

 

გონორეას დიდი ისტორია აქვს. ეს არის ერთ-ერთი უძველესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. გონორეა დღესაც ძალიან გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. ამ ბლოგში დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით გონორეაზე, მის სიმპტომებზე, გამომწვევ მიზეზებზე და მნიშვნელოვან რჩევებს გაგიზიარებთ მკურნალობისა და პრევენციის გზებზე.

რა არის გონორეა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. მას იწვევს ბაქტერია Neisseria gonorrhoeae. ბაქტერია უპირველეს ყოვლისა აზიანებს ლორწოვან გარსებს: ურეთრის, სწორი ნაწლავის, ყელის და საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსებს. 


გონორეა ძალზე გადამდებია. გადადება ხდება ინფიცირებულ პარტნიორთან სქესობრივი კონტაქტით. ინფექცია ცნობილია გამძლეობითა და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარების უნარით.

გონორეის სიმპტომები

ბევრ ადამიანში გონორეის ინფექცია არ იწვევს სიმპტომებს. თუ არსებობს სიმპტომი, ის უმეტეს შემთხვევაში სასქესო ტრაქტზე ახდენს გავლენას.

გონორეა მამაკაცებში

  1. მტკივნეული შარდვა.
  2. ჩირქოვანი გამონადენი პენისიდან
  3. ტკივილი ან შეშუპება ერთ სათესლე ჯირკვალში.

გონორეა ქალებში

  1. გაზრდილი ვაგინალური გამონადენი.
  2. მტკივნეული შარდვა.
  3. ვაგინალური სისხლდენა პერიოდებს შორის, მაგალითად, ვაგინალური სქესობრივი აქტის შემდეგ.
  4. მუცლის ან მენჯის ტკივილი.

გონორეა სხეულის სხვა უბნებზე

გონორეამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის ნაწილებზე:

  1. სწორი ნაწლავი. სიმპტომებში შედის ანალური ქავილი, ჩირქისმაგვარი გამონადენი სწორი ნაწლავიდან, ტუალეტის ქაღალდზე სისხლის წითელი ლაქები.
  2. თვალები. გონორეა ზემოქმედებს თვალებზე. ინფექცია იწვევს თვალის ტკივილს, მგრძნობელობას სინათლის მიმართ და ჩირქოვან გამონადენს ერთი ან ორივე თვალიდან.
  3. ყელი. ყელის ინფექციის სიმპტომები მოიცავს ყელის ტკივილსა და კისერზე გადიდებულ ლიმფურ კვანძებს.
  4. სახსრები. ინფიცირებული სახსარი ხდება წითელი, შეშუპებული და ძალიან მტკივნეული, განსაკუთრებით მოძრაობის დროს. ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც სეპტიური ართრიტი.

რა იწვევს გონორეას

გონორეას იწვევს ბაქტერია Neisseria gonorrhoeae. გადაცემა ხდება ინფიცირებულ პარტნიორთან სქესობრივი კონტაქტით, მათ შორის ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსით. ბაქტერიები მრავლდებიან რეპროდუქციული ტრაქტის თბილ, ტენიან ადგილებში. ქალების შემთხვევაში: საშვილოსნოს ყელში, საშვილოსნოში და ფალოპის მილებში, ხოლო ურეთრაში, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. 

რისკ ფაქტორები

  1. ახალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა.
  2. სქესობრივი პარტნიორი, რომელსაც ჰყავს სხვა პარტნიორები.
  3. ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორის ყოლა.

გონორეის გართულებები

თუ დროულად არ დაიწყო მკურნალობა, გონორეას ხშირად სერიოზული გართულებები მოჰყვება:

  • უნაყოფობა ქალებში. გონორეა შეიძლება გავრცელდეს საშვილოსნოსა და ფალოპის მილებში და გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება (PID). PID ზრდის უნაყოფობის რისკს და საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.
  • უნაყოფობა მამაკაცებში. გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება ეპიდიდიმისში. ეპიდიდიმისი ინახავს და გადააქვს სპერმა. ანთებას ეწოდება ეპიდიდიმიტი და უნაყოფობის წინაპირობაა.
  • ინფექცია სახსრებში. გონორეის გამომწვევი ბაქტერია ვრცელდება სისხლში და აინფიცირებს სხეულის სხვა ნაწილებს, სახსრების ჩათვლით. შესაძლო შედეგია ცხელება, გამონაყარი, კანის წყლულები, სახსრების ტკივილი, შეშუპება.
  • აივ/შიდსის გაზრდილი რისკი. გონორეის მქონე ადამიანს მეტი შანსი აქვს შეხვდეს აივ ინფექცია.
  • გართულებები ჩვილებში. მშობიარობის დროს გონორეის მქონე ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ სიბრმავე, წყლულები თავის კანზე და ინფექციები.

გონორეის დიაგნოსტიკა

გონორეის დიაგნოსტიკა ხდება სამედიცინო სპეციალისტის მიერ. დიაგნოზის დასასმელად დაზიანებული უბნიდან გროვდება ნიმუში, რომელიც შემდეგ შემოწმდება N. gonorrhoeae-ს არსებობაზე. მამაკაცებში ტარდება შარდის ტესტი, ხოლო ქალებში საშვილოსნოს ყელის ნაცხი.

გონორეის მკურნალობა

აუცილებელია ორივე პარტნიორმა გაიაროს მკურნალობა ხელახალი ინფექციის თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია ტესტის ჩატარება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ინფექცია სრულადაა აღმოფხვრილი.

გონორეის მკურნალობა სხვადასხვა პრეპარატებით ხდება. გაითვალისწინეთ, რომ ანტიბიოტიკები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია.

  1. ცეფტა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება. მათ შორისაა ბაქტერიული მენინგიტი, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და ასევე გონორეა (მათ შორის ორსულობის პერიოდშიც).
  2. პეო ლიდოკაინი  III თაობის ცეფალოსპორინი გახლავთ და სხვადასხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებთან ერთად გონორეის მკურნალობისთვის გამოიყენება.
  3. გონორეის წამალი ნოლიცინი ეფექტური საშუალებაა გართულებული გონორეის სამკურნალოდ. 

შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია.

როგორ მოქმედებს გონორეა ორსულზე და მის ბავშვზე?

თუ ორსულ ქალს აქვს გონორეა, ინფექცია შეიძლება გადავიდეს ბავშვზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სიბრმავე, სახსრების ინფექცია ან სიცოცხლისთვის საშიში სისხლის ინფექცია. გონორეის მკურნალობა ორსულ ქალებში მისი გამოვლენისთანავე შეამცირებს ამ გართულებების რისკს. ორსულმა ქალებმა უნდა მიმართონ ჯანდაცვის პროვაიდერს შესაბამისი გამოკვლევის, ტესტირებისა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობისთვის.

როგორ ავიცილოთ თავიდან გონორეა


გონორეის განვითარების რისკის შესამცირებლად:

  1. გამოიყენეთ პრეზერვატივი სექსუალური კავშირის დროს. სექსუალური აქტივობის თავიდან აცილება გონორეის პრევენციის ყველაზე საიმედო გზაა. გამოიყენეთ პრეზერვატივი ნებისმიერი სახის სექსუალური კონტაქტის დროს, მათ შორის ანალური, ორალური ან ვაგინალური სექსისას.
  2. დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენმა პარტნიორმა გაიარეთ ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. სანამ აქტით დაკავდებით, ჩაიტარეთ ტესტი და გაუზიარეთ ერთმანეთს შედეგები.
  3. არ დაამყაროთ სექსუალური კონტაქტი იმ ადამიანთან, რომელსაც აქვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია.
  4. გონორეის რეგულარული სკრინინგი. ყოველწლიური სკრინინგი რეკომენდებულია 25 წელზე უმცროსი სქესობრივად აქტიური ქალებისთვის და ინფიცირების გაზრდილი რისკის მქონე ხანდაზმული ქალებისთვის. ეს მოიცავს ქალებს, რომლებსაც ჰყავთ ახალი სქესობრივი პარტნიორები, ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი, სქესობრივი პარტნიორები სხვა პარტნიორებთან ან სქესობრივი პარტნიორები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

თუ თქვენ დაგისვეს გონორეის დიაგნოზი, არ დაამყაროთ სექსუალური კავშირი, სანამ თქვენ და თქვენი სქესობრივი პარტნიორი არ დაასრულებთ მკურნალობას და სიმპტომები არ გაქრება. ეს ხელს უწყობს გონორეის თავიდან აცილებას.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაქვთ გონორეის სიმპტომები, გყავთ სქესობრივი პარტნიორი, რომელსაც დაუდგინდა “სგგი”, ან თუ გქონიათ დაუცველი სექსი ახალ ან არაერთ პარტნიორთან. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გართულებები და შეაჩეროთ ინფექციის გავრცელება.

ხშირად დასმული კითხვები

1. გონორეა განკურნებადია?

ანტიბიოტიკებს შეუძლიათ გონორეის განკურნება.

2. მიუხედავად ამისა, გონორეის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამების გაჩენა გარკვეულ გამოწვევებს ქმნის წარმატებული მკურნალობისთვის.

მნიშვნელოვანია მიიღოთ ყველა თქვენი მედიკამენტი ინფექციის სრულად სამკურნალოდ, მაშინაც კი, თუ თქვენი სიმპტომები გაქრება. თუ დანიშნულების მიხედვით ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ სიმპტომები გაგრძელდება, დაუკავშირდით ჯანდაცვის პროფესიონალს რაც შეიძლება მალე, რათა მათ მკურნალობის სხვა მეთოდი გამოიყენონ.

3. რა არის გონორეის პირველი სიმპტომი

წვა ან ტკივილი შარდვის დროს ხშირ შემთხვევაში პირველი სიმპტომია.

4. რა განსხვავებაა ქლამიდიასა და გონორეას შორის?

ქლამიდია და გონორეა ორივე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიების სხვადასხვა შტამებით. თითოეული მათგანის სამკურნალოდ სპეციფიკური ანტიბიოტიკები გამოიყენება.

5. გონორეის მკურნალობის შემდეგ, როდის შემიძლია რომ მქონდეს სექსუალური კავშირი?

მას შემდეგ რაც დაასრულებთ წამლის მიღებას, დაელოდეთ 1 კვირის გასვლას. თქვენ და თქვენი პარტნიორი უნდა მოერიდოთ სექსს, სანამ არ დაასრულებთ მკურნალობას და სიმპტომები არ გაქრება.