ალერგია - ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ

 

სარჩევი:

რა არის ალერგენი

სეზონური ალერგია

ალერგიის სიმპტომები

ანაფილაქსია

ალერგიის დიაგნოსტიკა

ალერგიის მკურნალობა

როდის მივმართოთ ექიმს


ალერგია არის იმუნური სისტემის გადამეტებული რეაქცია ნივთიერებაზე, რომელსაც ალერგენს უწოდებენ. ალერგენი უცხო სუბსტანციაა, მაგალითად, მტვერი ან ცხოველების ბეწვი. ალერგენი უვნებელია უმეტესი ადამიანისთვის, თუმცა, როდესაც გაქვთ ალერგია, იმუნური სისტემა ცდილობს მის წინააღმდეგ იბრძოლოს ისევე, როგორც მიკრობის ან ვირუსის შემთხვევაში.


ალერგიის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ცილას(ანტისხეულს), რათა ებრძოლოს ალერგენს. ეს იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ქავილი, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქია. თუმცა, ზოგჯერ ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშია.


რა არის ალერგენი?

ალერგენი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას. ყველაზე გავრცელებული ალერგენებია:

  1. მტვერი
  2. ტარაკნები
  3. შინაური ცხოველების ბეწვი, ბალანი, შარდი და ნერწყვი
  4. ობი
  5. მტვერი
  6. ზოგიერთი საკვები, განსაკუთრებით რძე, კვერცხი, ხორბალი, სოიო, არაქისი, კაკალი და ზღვის პროდუქტები
  7. მწერების შხამი, განსაკუთრებით ფუტკრის, კრაზანისა და ჭიანჭველის.
  8. ლატექსი
  9. ზოგიერთი მედიკამენტი, განსაკუთრებით ანტიბიოტიკები.

რესპირატორული ალერგია

რესპირატორული ალერგია ვრცელდება ჰაერში არსებული ნივთიერებების შესუნთქვის შედეგად. ეს ნივთიერებებია: ყვავილის მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვის ნაწილაკები, მტვერი, სოკოს სპორები და ა.შ. რესპირატორულ ალერგია აერთიანებს ალერგენებს - მუდმივი ალერგენები და სეზონური ალერგენები. მუდმივ ალერგენებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ იმოქმედონ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ხოლო სეზონური ალერგენები სეზონური ალერგიის დროს იჩენენ თავს.


რესპირატორული ალერგიის სიმპტომებია:

  • გამონადენი ცხვირიდან.
  • გაჭედილი ცხვირი.
  • ცხვირის ქავილი.
  • ცემინება.
  • თვალების ქავილი.
  • ცრემლიანი თვალები.

თუ გაქვთ ასთმა, ამ ტიპის ალერგიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავოს თქვენი სიმპტომები, მათ შორის ხიხინი და სუნთქვის უკმარისობა.


მუდმივი ალერგენები:

  1. შინაური ცხოველები. შინაური ცხოველების ალერგენები მოიცავს გარკვეულ ცილებს ცხოველის ბეწვში, კანში (ბალანი), შარდში და ნერწყვში.
  2. მტვრის ტკიპები. მტვრის ტკიპა პატარა, ობობების მონათესავე სახეობაა. ის ძალიან პატარაა, რომ თვალით დაინახოთ. ტკიპები ცხოვრობენ მტვერში და საოჯახო ნივთების ბოჭკოებში, როგორიცაა ბალიშები, ლეიბები, ხალიჩები.
  3. ტარაკნები. ტარაკნის ფეკალიების, ნერწყვის, კვერცხებისა და მკვდარი სხეულის ნაწილების ცილებს შეუძლია გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.
  4. ობი. ობს აქვს სპეციფიკური სპორები, რომლებიც ჰაერში დაფრინავენ, როგორც მტვერი. 

სეზონური ალერგია

ალერგიის სეზონებია გაზაფხული და შემოდგომა. ალერგია, რომელიც გეწყებათ ყოველწლიურად მსგავს დროს (სეზონური ალერგია), ჩვეულებრივ გამოწვეულია ხეების, ბალახისა და სარეველების მტვრით. უმეტესი ხე მტვერს გაზაფხულზე გამოყოფს. გვიან გაზაფხულზე ამოდის ალერგიის გამომწვევი ბალახი, ხოლო სარეველები - გვიან ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე. ზოგჯერ სხვადასხვა სეზონური ალერგია ერთმანეთს ემთხვევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხეები ადრე გამოყოფენ მტვერს ან როცა წვიმიანი გაზაფხული იწვევს მეტი მცენარისა და ობის ზრდას. ამიტომ, იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, რა მცენარეები იზრდება თქვენს ახლოს და რა იწვევს თქვენს ალერგიას, შესაძლოა გქონდეთ ერთი გრძელი სეზონური ალერგია წელიწადში.

ალერგიის სიმპტომები

ალერგიის სიმპტომები შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს სასუნთქ გზებზე, სინუსებსა და ცხვირის არეებზე, კანზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ალერგიული რეაქციები განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში, ალერგიას შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება.

ალერგიული რინიტი

ალერგიული რინიტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც თივის ცხელება, შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

  1. ცემინება
  2. ცხვირის, თვალების ან სასის ქავილი
  3. გამონადენი, გაჭედილი ცხვირი
  4. ცრემლიანი, გაწითლებული ან შეშუპებული თვალები (კონიუნქტივიტი)

კვებითი ალერგია

ალერგია საკვებზე სხვადასხვა სიმპტომით ხასიათდება, მათ შორისაა: 

  • ჩხვლეტის შეგრძნება პირში
  • ტუჩების, ენის, სახის ან ყელის შეშუპება
  • ჭინჭრის ციება
  • ანაფილაქსია

ალერგია მწერის ნაკბენზე

ალერგია მწერის ნაკბენზე ცხელი სეზონის მოახლოებასთან სულ უფრო ხშირად ხდება მოსახლეობაში. ყველაზე მეტად გამოწვეულია კოღოს, კრაზანას, ფუტკრის, ჭიანჭველას ნაკბენით. სიმპტომები შემდეგია:

  1. დიდი შეშუპებული არე ნაკბენის ადგილას
  2. ქავილი ან ჭინჭრის ციება მთელ სხეულზე
  3. ხველა, გულმკერდის მოჭერა, ხიხინი ან სუნთქვის უკმარისობა
  4. ანაფილაქსია

ალერგია მედიკამენტზე

ალერგია მედიკამენტზე ხასიათდება სიმპტომებით:

  1. ჭინჭრის ციება
  2. კანის ქავილი
  3. გამონაყარი
  4. სახის შეშუპება
  5. ხიხინი
  6. ანაფილაქსია

ატოპიური დერმატიტი, ალერგიული კანის მდგომარეობა ასევე ცნობილი როგორც ეგზემა, შეუძლია გამოიწვიოს კანის:

  • ქავილი
  • გაწითლება
  • აქერცვლა

ანაფილაქსია

ზოგიერთი ტიპის ალერგიას, მათ შორის კვებითი ალერგია და მწერის ნაკბენის ალერგიას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება. ანაფილაქსია არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. ანაფილაქსიის ნიშნები და სიმპტომებია:

  1. გონების დაკარგვა
  2. სისხლის წნევის დაცემა
  3. ძლიერი სუნთქვის უკმარისობა
  4. გამონაყარი
  5. თავბრუსხვევა
  6. სწრაფი ან სუსტი პულსი
  7. გულისრევა და ღებინება


ალერგიის დიაგნოსტიკა

ალერგიის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდია ტესტის ჩატარება. არსებობს ალერგიის ტესტების სხვადასხვა სახეობა. ყველაზე გავრცელებული კანის ტესტები და სისხლის ანალიზები.კანის ტესტებს შეუძლია იდენტიფიცირება მოახდინოს იმ ალერგენებისა, რომლებიც იწვევენ ალერგიის სიმპტომებს. ალერგოლოგი გამოიყენებს თხელ ნემსს, რათა შეამოწმონ რეაგირებს თუ არა თქვენი კანი ალერგენზე. სისხლის (IgE) ანალიზებსაც შეუძლია ალერგიების იდენტიფიცირება. თუმცა, ის არ არიან ისეთი მგრძნობიარე, როგორც კანის “ჩხვლეტის” ტესტები. სისხლის ანალიზი აფასებს IgE ანტისხეულებს, რომლებსაც თქვენი იმუნური სისტემა გამოიმუშავებს კონკრეტული ცილის წინააღმდეგ.

ალერგიის მკურნალობა

ალერგიის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით ხდება. ანტიჰისტამინები, ცხვირის სპრეები და დეკონგესტანტები ყველაზე გავრცელებული მედიკამენტებია ალერგიის სიმპტომების შესამსუბუქებლად. ისინი ამცირებენ ალერგიულ რეაქციას და აუმჯობესებენ სიმპტომებს, როგორიცაა ცხვირის გამონადენი, ცემინება და ქავილი. ასევე ზოგჯერ გამოიყენება იმუნოთერაპია. იმუნოთერაპია გულისხმობს ნემსების ან ტაბლეტების სახით ალერგენების მცირე დოზების მიღებას, რათა ორგანიზმმა განივითაროს მათ მიმართ შეგუება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ძალიან ეფექტური ალერგიის გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელად.


არსებობს სხვადასხვა ალერგიის წამალი:

  1. Allertek - ალერტეკი გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევაში: სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი; ალერგიული კონიუნქტივიტი; ქავილით მიმდინარე დერმატოზები; ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება.
  2. ანტიჰისტამინური პრეპარატი ედემი სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.
  3. ალერგიის კრემი ალერგოსანი  გამოიყენება კოღოს ნაკბენის დროს;  კონტაქტური და ლოკალიზებული დერმატიტის დროს; გამონაყარისა და ქავილის სამკურნალოდ ალერგიული მდგომარეობების დროს. 
  4. Aerius - ერიუსი გამოიყენება ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, შეშუპება/ცხვირის შეგუბება, ასევე თვალის ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე, სასის ქავილი და ხველა.
  5. დესლობენი ინიშნება ალერგიული რინიტისა და ჭინჭრის ციების დროს.
  6. ალერდესი არის ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება, ძილის ეფექტის გამოწვევის გარეშე. გამოიყენება ალერგიული რეაქციებისა და მისი სიმპტომების სამკურნალოდ.


შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება არაა რეკომენდებული.

როდის მივმართოთ ექიმს

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:

  1. თქვენი ალერგიის სიმპტომები მძიმეა ან ხშირად მეორდება. თუ ალერგია მნიშვნელოვნად აფერხებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, სამუშაოს ან სწავლას, საჭიროა პროფესიონალის ჩარევა.
  2. ალერგიის მედიკამენტები არ მუშაობს ან იწვევს გვერდით მოვლენებს. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ალტერნატიული მკურნალობა ან მოარგოს დოზა თქვენს საჭიროებებს.
  3. გაქვთ ასთმა ალერგიასთან ერთად. ალერგია ხშირად ამძიმებს ასთმას და საჭიროებს სპეციფიკურ მართვას.
  4. გქონიათ ანაფილაქსია - სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია. ანაფილაქსიის შემდეგ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია შემდგომი რისკების შესაფასებლად და სამოქმედო გეგმის შესადგენად.
  5. გაქვთ ალერგია საკვებზე ან მედიკამენტებზე. ეს ალერგიები შეიძლება განსაკუთრებით სახიფათო იყოს და საჭიროებს სპეციალისტის ზედამხედველობას.