დაგვეთანხმებით, რომ „შავი პარასკევის“ საყიდლების სია რამდენიმე ნაწილისგან შედგება: სახის, თმის, სხეულის მოვლის საშუალებები, საკვები დანამატები, ჰიგიენური პროდუქტები და აქსესუარები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ განსაკუთრებით გაგიმარტივოთ საქმე და ჩვენი ფავორიტები გაგიზიაროთ.
თუ ხვეული თმა გაქვთ, შეადგინეთ რუტინა Echosline-ის პროდუქტებით და სამუდამოდ დაივიწყეთ „ცუდი ვარცხნილობის დღე“.
Echosline - ეკოსლაინი კრემი ხვეული თმის ფიქსაციისთვის
ხვეული თმის ერთ-ერთი პრობლემა სიმშრალეა, რაც როგორც სკალპს, ასევე უშუალოდ ღერებს ეხება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სველი თმის დავარცხნა და დატენიანება, რისთვისაც მსუყე კონსისტენციის, თუმცა მსუბუქი კრემია საჭირო. ეკოსლაინის ე.წ „ტვისტერი“ გამოიყენება როგორც ბუნებრივ, ასევე ქიმიურად, სალონური პროცედურის შედეგად მიღებულ კულულებზე.
Echosline - ეკოსლაინი ფლუიდი ხვეული თმისთვის
არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიქსაცია, რისთვისაც თხელი, ფლუიდისებრი გელი იდეალური გამოსავალია. ის აძლიერებს და აღადგენს ღერების ელასტიურობას, გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურის ხელსაწყოების გამოყენებისას იცავს თმას გამოშრობისგან. ეკოსლაინის ფლუიდი კვეთს და არბილებს კულულებს, ასევე უნარჩუნებს მათ ბზინვარებას.
Echosline - ეკოსლაინი მუსი
იმ შემთხვევაში, თუ ე.წ სველი ეფექტის მიღება გსურთ, ამავდროულად დაუმორჩილებელი ტალღოვანი ან ხვეული თმა გაქვთ, რეკომენდაციას მუსის ანუ ქაფისებრ პროდუქტებს ვუწევთ.
ზამთარი, შედარებით დაბალი ინტენსივობის მზის სხივების გამო, იდეალური პერიოდია ისეთი პროდუქტების ცდისთვის, რომელთაც რუტინაში ფოტოსენსიტიურობის გამო არ სვამდით. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია თავის მოვლის საშუალებებში ასკორბინის მჟავა, ანუ C ვიტამინი სტაბილიზირებული სახით გამოიყენება მომხმარებელთა ნაწილი დატესტვისას დიდ სიფრთხილეს იჩენს.
SVR - ესვიერი ვიტამინ C შრატი
ფრანგული ბრენდი ესვიერი ანტიოქსიდანტური შრატების ფართო გამას გვთავაზობს, რომელთა შორისაც გამორჩეულ ადგილს ოპტიმიზირებული, 20% C ვიტამინის ამპულა იკავებს. შეგახსენებთ, რომ ეს მეტად კონცენტრირებულ ფორმულას ნიშნავს, რაც თქვენი კანის შემცირებულ პიგმენტურ ლაქებში, ერთგვაროვან ფერსა და კოლაგენის სტიმულირებაში გამოიხატება. რეკომენდებულია რუჯის შემდგომი ლაქების გასაუფერულებლად, ასევე ასაკობრივ ნიშნებთან საბრძოლველად. პროდუქტი არაკომოდოგენურია.
პსპ-ს სააფთიაქო ქსელის დახლებზე აღმოაჩენთ რეტინოლის შემცველ შრატებსა და საცხებს, რომელთა შერჩევაც კონცენტრაციის, ანუ პროცენტულობის მიხედვით შეგიძლიათ.
Esthederm - ესტედერმი შრატი INTENSIVE RETINOL
განმეორება არასდროსაა ზედმეტი, ამიტომ შეგახსენებთ, რომ რეტინოლი A ვიტამინის შედარებით მარტივი, თუმცა ძალიან ეფექტური ფორმაა. მის დადებით ეფექტებს მიაწერენ ასაკსაწინააღმდეგო მოქმედებას, დამცავი ბარიერის გამტკიცებას, კოლაგენის სინთეზის სტიმულირებას და რა თქმა უნდა, ფოტოდაბერების შეფერხებას. თუ ახლა ეცნობით რეტინოლის სიკეთეებს, რუტინაში მისი დაბალი კონცენტრაციით ჩართვა აჯობებს, რისთვისაც ფრანგული ბრენდის, ესტედერმის 0.3%-იანი ზეთოვანი კონსისტენციის შრატი საუკეთესო გამოსავალია. მისი გამოყენება შეგიძლიათ დამოუკიდებლად ან საცხთან ერთად. დაიტანეთ ყოველ საღამოს, როგორც სახეზე, ასევე დეკოლტის ზონაზე.
Martiderm - მარტიდერმი რეტინოლი
ბრენდი, რომელიც ესპანელი მომხმარებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს - მარტიდერმია. მისი ფორმულები ინგრედიენტებს უმეტესად სუფთა სახით შეიცავს, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის თითოეული პროდუქტის მოქმედებას. მაგალითად 0.3%-იანი რეტინოლისა და ნიაცინამიდის კომბინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს წვრილ ნაოჭებსა და ხაზებს, რის ხარჯზეც კანი უფრო გლუვი ხდება. სასურველია, საცხის გამოყენება ინსტრუქციის ზედმიწევნით დაცვით დაიწყოთ. ჩართეთ ღამის რუტინაში, სუფთა (იდეალურად გამშრალ კანზე) დაიტანეთ მცირე რაოდენობით, თავდაპირველად კვირაში 2-3-ჯერ, ტოლერანტობის განვითარების შემდეგ კი, გაზარდეთ გამოყენების სიხშირე. არ დაგავიწყდეთ, რეტინოლის გამოყენების მეორე დღეს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მზისგან დამცავის წასმა და განახლება.
და რადგან თემამ მზისგან დაცვა მოიტანა, ქვემოთ ჩამოთვლილი SPF-ებიც მოინიშნეთ.
Bioderma - ბიოდერმა Photoderm მზისგან დამცავი AR SPF50+
რატომ ბიოდერმა? ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი, ეფექტური, დერმატოლოგიური ბრენდია, რომლის არჩევანშიც კანის ნებისმიერი მდგომარეობისთვის აღმოაჩენთ სასურველ პროდუქტს. მაგალითად, ჩვენი ფავორიტი შეფერილი მზისგან დამცავი სიწითლის საწინააღმდეგო დაპატენტებულ ფორმულას „როზაქტივს“ შეიცავს, რაც ებრძვის არსებულ პატარა კაპილარებს. პროდუქტი ხანგრძლივად ატენიანებს კანს და ათანაბრებს მის ფერს. გამოიყენება როგორც უბრალოდ მგრძნობიარე, ასევე სიწითლისა და კუპეროზისკენ მიდრეკილ კანზე.
Caudalie - კოდალი მზისგან დამცავი სახის SPF30
თუ არაკომოდოგენურ მზისგან დამცავს ეძებთ, თქვენს წინაშე სწორედ ის არის. ახალი თაობის დამცავი ფილტრი ფოტოდაბერების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. Caudalie Vinosun Protect რეკომენდებულია მგრძნობიარე კანისთვისაც, რადგან არ შეიცავს სილიკონს, ქიმიურ ან მინერალურ ფილტრებს.
SVR - ესვიერი SUN ჯიბის SPF50+ სპრეი
დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე განვიახლოთ მზისგან დამცავი, რაც დიდი გამოწვევაა მაშინ, როდესაც მაკიაჟით გვიწევს გადაადგილება. SVR ჯიბის სპრეის სახით გვთავაზობს SPF-ს, რაც ძალიან კომფორტული სატარებელია. ამავდროულად, ულტრა თხელი ტექსტურა ადვილად ნაწილდება და არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას. აქვე გეტყვით, რომ პროდუქტი გამოიყენება ჩვილობიდან.
Caudalie - კოდალი ნაკრები ჯინჯერი პარფიუმი
და ბოლოს, მოდის შობა-ახალი წლის პერიოდი, რა დროსაც უამრავი საჩუქარი დაგვჭირდება. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია თადარიგი წინასწარ დავიჭიროთ და საყვარელ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის ნაკრები შევურჩიოთ. მაგალითად, ეს კონკრეტული სადღესასწაულო ყუთი მუსკატისა და ჯინჯერის პარფიუმს და ტანის ლოსიონს შეიცავს. ნაზი, ელეგანტური არომატი და მაქსიმალური დატენიანება ნებისმიერი ასაკის ადრესატს გაახარებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account