წყალბადის ზეჟანგი: გამოყენება და სარგებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში

წყალბადის ზეჟანგი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და მარტივი ნაერთია, რომელიც ხშირად გამოიყენება როგორც სამედიცინო, ასევე სარეცხ და კოსმეტიკურ საშუალებად.

წყალბადის ზეჟანგის ფორმულაა H₂O₂ და ის გამოიყენება სადეზინფექციო, ანტისეპტიკურ და კოსმეტიკურ პროდუქტებში. 

კოვიდპანდემიის პერიოდში ბევრგან შეხვდებოდით მცდარ ინფორმაციას წყალბადის ზეჟანგის დალევის სარგებლის შესახებ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ხსნარის დალევა არ შეიძლება ისევე, როგორც მისი გამოყენება ღრმა ჭრილობების დასამუშავებლად. 

წყალბადის ზეჟანგი სამედიცინო და კოსმეტიკური გამოყენებისთვის

წყალბადის ზეჟანგს ხშირად იყენებენ ყურის გამოსარეცხად, ანუ ყურის არხების გასაწმენდად. მიიჩნევა, რომ ის დაგროვილი მავნე ნივთიერებების მოსაშორებლადაა სასარგებლო. დაბინძურებული ყურის არხის გამორეცხვა უმჯობესია წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით, რაც ხელს უწყობს ბაქტერიებისგან არხების გაწმენდას.

გავრცელებულია წყალბადის ზეჟანგის გამოყენება კანის პრობლემების წინააღმდეგაც. პოპულარულია შეხედულება, რომ წყალბადის ზეჟანგი სახეზე გამოყენებით ხელს უწყობს კანის უჯრედების განახლებას, ანთების შემცირებას და აკნეს საწინააღმდეგო მოქმედებაც შეიძლება ჰქონდეს, ბაქტერიებთან ბრძოლით. რადგანაც საქმე სახის სათუთ კანს ეხება, აუცილებელია მის გამოყენებამდე გაიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან. ასევე, გახსოვდეთ, რომ ამ საშუალების გამოყენება საჭიროა სიფრთხილით, რადგან ზეჟანგმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 

ხსნარს იყენებენ ჰერპესთან დაკავშირებული გამონაყარის სამართავადაც. ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებების გამო, ჰერპესის შემთხვევაში, წყლის მცირე რაოდენობით განზავებული 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარით შეიძლება დამუშავდეს დაზიანებული ადგილი.

წყალბადის ზეჟანგი ცხვირიდან სისხლდენის დროსაც შეიძლება გამოიყენოთ, თუმცა, არა მის შესაჩერებლად. უმჯობესია, თუ ხსნარით მას შემდეგ დაიმუშავებთ ჭრილობას, რაც სისხლდენა შეწყდება. თუმცა, გამოუვალ მდგომარეობაში სისხლდენის შეჩერებისთვისაც შეიძლება გამოიყენოთ. ხსნარისთვის დამახასიათებელი ქაფის წარმოქმნა ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას და წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერებას. მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგში დასველებული ბამბა შეგიძლიათ ცხვირში ნაზად მოათავსოთ, ის ხელს შეუწყობს სისხლდენის შეჩერებას, თუმცა, კარგი იქნება, თუ ეს სპეციალისტის მეთვალყურეობით მოხდება.

ბევრგან წაიკითხავდით წყალბადის ზეჟანგი სოკოსა და ტილების წინააღმდეგ გამოყენების შესახებაც. პირველ რიგში, ვისაუბროთ წყალბადის ზეჟანგზე სოკოს წინააღმდეგ - მისი ანოტაცია არაფერს ამბობს ხსნარის ასეთი გამოყენების შესახებ.  ამიტომაც, უმჯობესი იქნება, საკითხზე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ. 

იმავეს თქმა შეიძლება წყალბადის ზეჟანგის ტილებისთვის გამოყენების შესახებაც - თანამედროვე ბაზარზე ამ პარაზიტების წინააღმდეგ მრავალი საშუალება არსებობს. ხოლო წყალბადის ზეჟანგის ანოტაცია არაფერს გვეუბნება, რამდენად სასარგებლო იქნება ხსნარი მათთან საბრძოლველად.

ქაფურის სპირტი წყალბადის ზეჟანგში ხშირად ერევათ, ამიტომაც, შეიძლება ბევრგან წაიკითხოთ, რომ ეს ერთი და იგივე ხსნარია. მიუხედავად იმისა, რომ ქაფურის სპირტი ძლიერი ხსნარია, მისი ქიმიური შემადგენლობა განსხვავდება წყალბადის ზეჟანგისაგან. 

წყალბადის ზეჟანგის ფასი და მისი შეძენა

წყალბადის ზეჟანგის ღირებულება მრავალ საკითხზეა დამოკიდებული და ცვალებადია. თუმცა, ეს ხსნარი ქართულ ბაზარზე მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ, მათ შორის, PSP-ს სააფთიაქო ქსელშიც

წყალბადის ზეჟანგი სპრეის, აეროზოლის სახითაც გვხვდება - ეს საშუალება ძირითადად გამორეცხვების დროს, გამოსავლებად, ჭრილობებისა და მცირე სისხლდენების დროს გამოიყენება. წყალბადის ზეჟანგის სპრეის ფასიც, როგორც სხვა შეფუთვების, ცვალებადია.