ტურბო მიკრონ G — როდის უნდა გამოვიყენოთ პრეპარატი?


ჯანმრთელი ფეხები ჩვენი სრულფასოვანი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარი და მნიშვნელოვანი შემადგენელია ნაწილია. თუმცა არაჯანსაღი ცხოვრების წესი, არასწორი კვება, ხშირი ჯდომითი სამუშაო ან ხანგრძლივად ფეხზე დგომა, ფიზიკური აქტივობის უგულებელყოფა, ზედმეტი სიცხე და რუჯი -  ქვედა კიდურებზე დამანგრევლად მოქმედებს და ვენური სისტემის გამოუსწორებელ დაზიანებას იწვევს. 

ამას ემატება ასაკი, ჭარბი წონა, ჰორმონალური თუ სხვა სახის მედიკამენტების მიღება, ალკოჰოლი და ნიკოტინი, სიმძიმეების აწევა, გენეტიკა  - ეს ყველაფერი ვენური დაავადებების რისკებს კიდევ უფრო ზრდის. 

რა ხდება ვენური დაავადების დროს? 

თუ ფეხებში დაღლილობის შეგრძნებას, წვას, სიმძიმეს, შეშუპებას, დაბუჟებას გრძნობთ ან კანის ფერის ცვლილებას შეამჩნევთ, დიდი ალბათობით ვენური დაავადება გაქვთ დაწყებული. მაგრამ ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ასეთი სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს არ მივმართავთ. ხოლო როდესაც მკურნალობისთვის მოვიცლით, უკვე კარგად ჩამოყალიბებული  ქრონიკული ვენების დაავადება გვიდგინდება. კიდევ უფრო დაგვიანების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ტროპიკულ წყლულებამდეც მივიდეთ. 

ვენური დაავადების დროს, ვენების კედელი დუნდება, ფართოვდება და ელასტიკურობას კარგავს.  დაზიანებული ვენური სარქვლები კიდურებიდან გულის მიმართულებით სისხლის გადადინებას აფერხებს, რაც საბოლოოდ ფეხებში სისხლის შეგუბებას იწვევს. 

ამიტომ, თუ გინდათ სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელი ფეხები შეინარჩუნოთ, არ დაკარგოთ შრომისუნარიანობა და ზოგადად ცხოვრების ხალისი, პირველივე სიმპტომების დაფიქსირებისთანავე შეცვალეთ ცხოვრების წესი და მიმართეთ ექიმს შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად. ერთ-ერთი ეფექტიანი პრეპარატი, რომელსაც ვენური დაავადების დროს იყენებენ, ტურბო მიკრონ ჯია. 

რისი წამალია ტურბო მიკრონ G? 

თუ ქვედა კიდურების ვენური დაავადება დაგიდგინდათ ექიმი, დიდი ალბათობით, ვენომატონიზირებელი საშუალება — ტურბო მიკრონ G-ს დაგინიშნავთ. 

ტურბო მიკრონ G ზრდის ვენების ტონუსს და ეხმარება კაპილარების რეზისტენტობას. ეფექტიანია ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების და შეშუპების მოსახსნელად. სხვათა შორის,  მედიკამენტი გამოიყენება მწვავე ჰემოროიდულ  (ბუასილი) კრიზთან დაკავშირებული პრობლემების დროსაც.   

რა უნდა გვახსოვდეს წამლის მიღებამდე? 

მიუხედავად იმისა, რომ ტურბო მიკრონ G  ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო მედიკამენტად არის აღიარებული, სხვა მედიკამენტების მსგავსად, მასაც გააჩნია უკუჩვენებები, ამიტომ გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გახსოვდეთ, თუ დიოსმინის, ფლავონოიდების ან პრეპარატში შემავალ სხვა კომპონენტებზე გაქვთ ალერგია, ტურბო მიკრონ G-ს  მიღება დაუშვებელია. 

ასევე მისი გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში

ექიმს აუცილებლად უთხარით სხვა რა პრეპარატს მოიხმართ, რომ სწორად დაგეგმოს მკურნალობა.

მართალია, არ არსებობს მონაცემები ტურბო მიკრონ G -ს  უკუჩვენებაზე ორსულებში, მაგრამ მედიკოსის რჩევის გარეშე არ არის სასურველი მისი მიღება. ლაქტაციის პერიოდში კი ამ მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული. 

პრეპარატის გვერდითი მოვლენები 

ტურბო მიკრონ G -ს მიღებისას პაციენტების გარკვეულ ნაწილში შესაძლოა დაფიქსირდეს გვერდითი მოვლენები. კერძოდ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი, ქავილი. 

ასეთ შემთხვევებშიც აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

TURBO MICRON — ტურბო მიკრონ G 500მგ და მისი მიღების წესი 

პსპ-ს აფთიაქებში  საქართველოში, კომპანია GMP-ს მიერ წარმოებული TURBO MICRON - ტურბო მიკრონ G 500მგ-ს 60 ტაბლეტის შეძენას ურეცეპტოდ შეძლებთ. 

მომხმარებელი ხშირად კითხულობს ტურბო მიკრონ G 1000 მგ-ს. აქვე გეტყვით, რომ ასეთი დოზის პრეპარატი, ჯერჯერობით არ იწარმოება. 

მედიკამენტის მიღების დოზებთან დაკავშირებით აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ან რჩევა ფარმაცევტს ჰკითხეთ.  

ანოტაციის თანახმად კი ვენური უკმარისობის დროს ტურბო მიკრონ G უნდა დალიოთ დღეში 2 ტაბლეტი — სადილის და ვახშმის დროს, წყლის მიყოლებით.

მწვავე ჰემოროიდული შეტევის შემთხვევაში დასაშვებია დღეში 6 ტაბლეტი, მხოლოდ 4 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ დოზა უნდა შეამციროთ და 3 დღის განმავმობაში დალიოთ 4 აბი, წყლის მიყოლებით და აუცილებლად ჭამის შემდეგ. 

მედიკამენტის შენახვის ვადაა 5 წელი, გამოშვების თარიღი ნახეთ კოლოფზე. 

TURBO GEL — ტურბო გელი 100მლ 

პსპ-ს სააფთიაქო ქსელში ასევე შეგიძლიათ მოიკითხოთ გერმანიაში წარმოებული TURBO GEL - ტურბო გელი 100მლ

როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან აბის და მალამოს ერთობლივი გამოყენება ეფექტს უფრო სწრაფად იძლევა, თუმცა ცალკეც ძალიან შედეგიანია.  

ტურბო გელი  უნდა წაისვათ და ფრთხილად შეიზილოთ ფეხებზე (დაზიანებულ ადგილზე არაა რეკომენდებული) 2-ჯერ დღეში — დილით და საღამოს და შეწოვამდე აუცილებლად მოარიდეთ მზის სხივებს.

ტურბო მიკრონ G-ს მოხმარება ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება, როგორც სამკურნალოდ, ასევე საპროფილაქტიკოდ. ასე რომ, არ მოითმინოთ ფეხების ტკივილი და არ გაიფუჭოთ ცხოვრების ხარისხი.