ტრახისანი — ყელის ტკივილის საწინააღმდეგო ადგილობრივი ანტიბიოტიკი


ჰიგიენა ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენა, რომელსაც ადამიანს ღრმა ბავშვობიდან უნერგავენ. პირის ღრუს არასრულყოფილი ჰიგიენა უამრავი დაავადების საწინდარია, მით უფრო თუ ამას დაემატა კბილის ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები, კბილთა მჭიდრო დგომა, ღრძილების ტრავმა, იმუნოდეფიციტი, სხვადასხვა
სამკურნალო პრეპარატების მიღება, ინფექციური თუ სომატური დაავადებები. 

ეს ყველაფერი ერთობლიობაში, შესაძლოა, პირის ღრუს და ხახის ანთებითი და ინფექციური დაავადებების მიზეზი გახდეს. დავადებების სია კი მედიცინაში საკმაოდ მრავალფეროვანია: 

  • სტომატიტები - ვლინდება მტკივნეული ეროზიების და წყლულების სახით;
  • გინგივიტები - ღრძილის დაავადებები  კბილთაშორისი დვრილებისა და მარგინალური (კიდოვანი) მონაკვეთების ანთებით; 
  • პარადონტიტები  - ღრძილის ანთება, რომელიც  თანდათან არღვევს კბილბუდეს და ძვლოვან ქსოვილს;  
  • გლოსიტები - ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით გამოწვეული ენის ქსოვილების ანთება; 
  • ტონზილიტები - ნუშურა ჯირკვლის ანთება; 
  • ფარინგიტები - ყელის ტკივილი;  
  • დისფაგია - გაძნელებული ყლაპვა, ზოგიერთ შემთხვევაში, ყლაპვა შეუძლებელი ხდება და ა.შ. 

ამ დაავადებებს თან ახლავს აუტანლად მტკივნეული და უსიამოვნო პროცესები, რის გამოც ექიმის ჩართულობაა საჭირო. იმ შემთხვევაში თუ ექიმმა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმეს დიაგნოზი დაგისვათ, შესაძლოა თქვენს მკურნალ მედიკამენტად ტრახისანი იქცეს. 

სხვათა შორის, ეს პრეპარატი ეფექტიანია პირის ღრუსა და ხახის მიდამოზე ოპერაციების შემდგომი ინფექციების გავრცელების პროფილაქტიკისთვის (კბილის ექსტრაქცია - ამოღება, ღრძილების ქირურგიული მკურნალობა, ტონზილექტომია - ნებისმიერი სახის ოპერაცია კბილზე).  

ტრახისანის გამოიყენება დაშვებულია  როგორც მოზრდილებში ასევე ბავშვებში.

 

რა არის ტრახისანი? 

ტრახისანი სამმაგი მოქმედების, სამკომპონენტიანი - ტოპიკური ანტიბიოტიკი (თიროტრიცინი), ანტისეპტიკი ( ქროჰექსიდინი) და ანალგეტიკი (ლიდოკაინი) ანტისეპტიკური ად ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია. მას ანტიბაქტერიული და სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გააჩნია. 

თიროტრიცინი – ტოპიკური  (ადგილობრივი) ანტიბიოტიკი, რომელსაც მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია. იგი არ შეიწოვება სისხლით და შესაბამისად არ ახდენს სისტემურ ნეგატიურ გავლენას ორგანიზმზე;
ქლორჰექსიდინი – ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც მოქმედებს მიკროორგანიზმებზე.

ლიდოკაინი კი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელია. 

აღსანიშნავია, რომ ტრახისანის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.

რა სახის არსებობს 

სააფთიაქო ქსელებში ტრახისანი შეგხვდებათ საწუწნი აბებსა და ყელში გამოსავლები ხსნარის სახით. 

ხსნარი ინიშნება პირის ან ხახის ღრუს ანთების შემთხვევაში ინიშნება. ასეთ დროს  ერთი სუფრის კოვზ (15 მლ) გაუზავებელ ხსნარს ივლებენ 3-4-ჯერ დღეში - 1/2 წუთის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ტრახისანი სპრეის ან სიროფის სახით ჯერჯერობით არ არსებობს.  

ტაბლეტის მიღების წესი 

გერმანიაში წარმოებული ტრახისანის ტაბლეტი პსპ-ს აფთიაქებში ურეცეპტოდ შეგიძლიათ შეიძლინოთ —  შეფუთვაშია 20 აბი. მიღების  და დოზირების წესი ტრახისანის ანოტაციაში დეტალურადაა გაწერილი. 

იმისთვის, რომ მოზრდილებმა სწრაფი შედეგი მიიღოთ, დღეში უნდა გაწუწნოთ დაახლოებით 8 აბი — ორსაათიანი ინტერვალით.  იგივე დოზის გამოყენება დაშვებულია 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებშიც.

ხოლო ტრახისანი ბავშვებისთვის განკუთვნილია დღეში 6 ტაბლეტის ოდენობით. მხოლოდ, უნდა გახსოვდეთ, რომ მისი მიღება დაშვებულია მხოლოდ 4 წლის ზევით მოზარდებისთვის.  

გამოკითხული პაციენტების 70 % აღნიშნავს, რომ ტრახისანის მიღებიდან 2 სთ-ში ყელში ტკივილის შეგრძნება შეუმსუბუქდათ.

თუმცა სრულფასოვანი მკურნალობისთვის აუცილებელია, კურსი სრულად ჩაიტაროთ. უკეთესია სიმპტომების მოხსნის შემდეგ მედიკამენტი კიდევ 2-3 დღის განმავლობაშიც მიიღოთ. თუმცა, თუ ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ შედეგი ვერ იგრძენით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია.  

ზოგადად ცნობილია, რომ  ტრახისანის აბების გამოყენება არ შეიძლება  2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. 

გვერდითი მოვლენები 

მიუხედავად იმისა, რომ ტრახისანი ანტიბიოტიკის ჯგუფს განეკუთვნება, იგი კარგი ამტანობით გამოირჩევა და იშვიათად შესაძლოა წარმოქმნას   ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. 

 

სამაგიეროდ, ტრახისანით მკურნალობამ შესაძლოა, გამოიწვიოს გემოს შეგრძნების გაუარესება და ენის დაბუჟება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეს სიმპტომები თერაპიის დასრულებისთანავე სრულად ქრება. 

 

ასევე არ არის საშიში თუ შეამჩნევთ, რომ კბილების, პლომბის, პროთეზის ან ენის ფერი  მოყვითალო-მოყავისფრო ფერით შეგეცვალათ. ეს იშვიათად ხდება და ამას მედიკამენტის გახანგრძლივებული გამოყენება იწვევს. მკურნალობის დასრულების შემდეგ და პირის ღრუს ჰიგიენის სწორი დაცვის შემთხვევაში, ბუნებრივ ფერს მარტივად დაიბრუნებთ. 

 

ტრახისანის უკუჩვენება 


გახსოვდეთ, ტრახისანის  საწუწნი ტაბლეტების გამოყენებამ შესაძლოა ფრუქტოზას აუტანლობის და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა გამოიწვიოს. ასევე უკუჩვენებაა მოსალოდნელი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დესკვამაციის შემთხვევაში, რომელსაც არ ახლავს სისხლდენა. 

მოერიდეთ ტრახისანის მიღებას პირის ღრუსა და ხახაში ახალი, დიდი ზომის ჭრილობების არსებობის შემთხვევაშიც.  

აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპისთვის არ არსის ცნობილი ტრახისანის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. 

პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის დროს 

მართალია ამ ეტაპისთვის არ არის ცნობები ტრახისანის  უარყოფით ეფექტზე ორსულობის და ან ლაქტაციის პერიოდში, მაგრამ ცხოვრების ასეთ საპასუხისმგებლო  ეტაპზე, ჩვენი რჩევაა, არ მიიღოთ არანაირი მედიკამენტი ექიმთან რეკომენდაციის გარეშე, მათ შორის  ტრახისანიც.

 

როგორ შევინახოთ ტრახისანი?

ტრახისანის შენახვის ვადაა 3 წელი, მისი გამოშვების თარიღი კოლოფზე კარგად წაიკითხეთ. ვადაგასულმა პრეპარატმა შესაძლოა, პრობლემები შეგიქმნათ. მედიკამენტი ინახება 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გახსოვდეთ, ტრახისანი თქვენი სანდო და ეფექტიანი სასწრაფო დახმარებაა ყელის ტკივილის ან ინფექციის დროს.