
კლოდიფენი (Clodifen) ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ძლიერი პრეპარატია. მასში არსებული აქტიური ნივთიერება ნატრიუმის დიკლოფენაკია (Diclofenac), რომელიც ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო ქმედებებს უზრუნველყოფს ორგანიზმში.
რა შემთხვევაში გამოიყენება კლოდიფენი?
კლოდიფენის გამოყენება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს არის შესაძლებელი. ქვემოთ კონკრეტულად გამოვყოფთ, თუ რა ჩივილების დროს უნდა გამოიყენოთ იგი:
- ხერხემლისა და სახსრების ანთებით-დეგენერაციული დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი ბეხტერევის დაავადება, სპონდილოართრიტები, სპონდილოართროზები, ოსტეოართროზი);
- ტკივილის სინდრომები ხერხემლის მხრივ;
- სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები;
- მწვავე პოდაგრული ართრიტი;
- ნევრალგია;
- პირველადი დისმენორეა, ადნექსიტი, პერიმეტრიტი;
- ცხელება ლორ-ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს;
- პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილი ანთებისა და შეშუპების თანხლებით;
- შაკიკი;
- თირკმლის და ნაღვლის კოლიკა.
PSP-ს სააფთიაქო ქსელებში კლოდიფენი სხვადასხვა დანიშნულებით რამდენიმე სახით გვხვდება, რომლებსაც ექიმები აქტიურად უნიშნავენ თავიანთ პაციენტებს. ესენია:
კლოდიფენი ნეირო, კლოდიფენის გელი 5%, სანთელი, ამპულა და თვალის წვეთები. განვიხილოთ თითოეული მათგანი და განვსაზღვროთ მისი საჭიროება ჩივილებთან მიმართებაში.
კლოდიფენი ნეირო
კლოდიფენი ნეირო — მყარი ჟელატინის კაფსულებია, (ერთ შეფუთვაში კლოდიფენი ნეიროს 30 კაფსულაა მოთავსებული) იგი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს დიკლოფენაკს (NSAID) და B ვიტამინების კომპლექსს (თიამინი - B1, პირიდოქსინი - B6, და ციანოკობალამინი - B12). ეს პრეპარატი ისეთი ჩივილების დროს გამოიყენება, რომლეთა უმეტესობაც შუა ასაკის ადამიანებს ხშირად აწუხებთ: ტკივილი და ანთება, განსაკუთრებით ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადება, როგორებიცაა ნევრალგია, ნევრიტი და რადიკულიტი.
პრეპარატის შემადგენლობა და მოქმედება
პირველ რიგში, გამოყოთ B ვიტამინები:
- თიამინი (ვიტამინი B1): აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას. ხელს უწყობს ენერგიის წარმოქმნას.
- პირიდოქსინი (ვიტამინი B6): მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის და ჰემატოპოეზის (სისხლის წარმოქმნის) პროცესებში.
- ციანოკობალამინი (ვიტამინი B12): აუცილებელია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის, მელინის (ნერვული ბოჭკოების გარსი) სინთეზისთვის და ერითროციტების წარმოებისთვის.
როგორ მივიღოთ კლოდიფენის კაფსულა?
კლოდიფენი ნეირო ჩვეულებრივ მიიღება ექიმის მითითებით, რადგან დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის მდგომარეობაზე და დაავადების სიმძიმეზე.
კლოდიფენი ნეიროს კაფსულები განკუთვნილია შინაგანი მიღებისთვის, საკვების მიღების დროს, აუცილებელია დაღეჭვის გარეშე მიაყოლოთ დიდი რაოდენობით სითხე. მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსული 3-ჯერ დღე-ღამეში მკურნალობის დასაწყისში, შემანარჩუნებელი დოზის სახით – 1 კაფსული 1-2-ჯერ დღე-ღამეში.
კლოდიფენი გელი 5%
კლოდიფენის მალამო არის გარეგანი გამოყენების პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დიკლოფენაკს. ის განკუთვნილია ტკივილის, ანთებისა და შეშუპების შესამსუბუქებლად, რაც დაკავშირებულია კუნთების, სახსრების და მყესების ტრავმებთან ან ქრონიკულ დაავადებებთან.
რა დროს შეგვიძლია გამოყენება?
კლოდიფენის მალამო ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- კუნთების ტრავმები (მარტივი დარტყმა, დაჭიმვა);
- ართრიტი (ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი);
- კუნთების სპაზმი და ტკივილი;
- ბურსიტი და ტენდინიტი (მყესების ანთება);
კლოდიფენის გელის გამოყენების წესი
მალამო უნდა წაისვათ დაზიანებულ ადგილზე თხელი ფენით და ნაზად შეიზილოთ კანის ზედაპირზე, რათა შეუერთდეს დაზიანებულ ქსოვილებს. მისი გამოყენება შეიძლება 2-3-ჯერ დღეში, ან ექიმის მითითებით. მალამო არ უნდა იქნას გამოყენებული ღია ჭრილობებზე, თვალებთან ან ლორწოვან გარსებზე.
კლოდიფენის მალამოს გვერდითი მოვლენები
კლოდიფენის მალამომ, როგორც სხვა დიკლოფენაკის შემცველმა პროდუქტებმა, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი იშვიათია და, ძირითადად, ადგილობრივი რეაქციებით გამოიხატება. ესენია:
- კანის სიწითლე;
- გამონაყარი ან ქავილი;
- კანის გაღიზიანება/
კლოდიფენის ამპულა
კლოდიფენი ნემსით ინიექციის სახითაც შეჰყავთ ორგანიზმში. როგორც სხვა ფორმის პრეპარატი, იგი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დიკლოფენაკს, რომელიც სწრაფი მოქმედების საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ძლიერი ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ. მაგალითად, როდესაც ადამიანი ოპერაციის შემდგომ მწვავე მდგომარეობაში იმყოფება.
როდის უნდა გამოიყენოთ კლოდიფენის ამპულა და რა დოზით შეიძლება მისი მიღება?
კლოდიფენის ამპულა გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- მწვავე ტკივილი (მაგალითად, თირკმლის კოლიკა);
- ართრიტი (ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი);
- ოპერაციების შემდგომი ტკივილი;
- კუნთების და სახსრების მწვავე ტრავმები;
- გულის მძიმე შეტევა.
კლოდიფენის ინიექციები ჩვეულებრივ კეთდება კუნთში (ინტრამუსკულარულად). დოზა და გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და ექიმის რეკომენდაციებზე. სტანდარტულად, მოზრდილებში ინიშნება 1 ამპულა (75 მგ.) დღეში ერთხელ, ხოლო მძიმე შემთხვევებში შეიძლება დაენიშნოს მეორე ამპულაც, 30 წუთის ინტერვალით.
რა გვერდით მოვლენებს შეიძლება ველოდოთ კლოდიფენის ამპულის ინიექციის შემდეგ ?
როგორც ყველა წამალს, კლოდიფენის ამპულებსაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. ქვემოთ მოცემულია მოსალოდნელი გაღიზიანებები:
- სიწითლე, ტკივილი ან გაღიზიანება ინიექციის ადგილას;
- კუჭ-ნაწლავის პრობლემები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა;
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
- ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, შეშუპება;
- კარდიოვასკულარული მოვლენები: არტერიული წნევის აწევა, გულის პრობლემები.
კლოდიფენის სანთელი
კლოდიფენის სანთელს ძირითადად იყენებენ მაშინ, როდესაც ტკივილისა და ანთების სწრაფად შემსუბუქება პერორალური ან ინიექციური მიღების სახით შეუძლებელი, ან ნაკლებად სასურველია.
სანთელს ქირურგიული ჩარევების შემდგომ ტკივილის, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, სპონდილოართრიტის დროს მოიხმარენ. პრეპარატის რექტალურად (სანთლის სახით) გამოყენება უზრუნველყოფს სწრაფ შეწოვას და მოქმედების დაჩქარებას უწყობს ხელს.
დოზირება და გამოყენება
კლოდიფენის სანთლების დოზირება და გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. სტანდარტული დოზა მოზრდილებში შეადგენს 50-100 მგ.-ს, რაც შესაძლებელია იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი, დღის განმავლობაში.
კლოდიფენის წვეთები
კლოდიფენის წვეთები ამცირებს თვალის ტკივილს, ანთებასა და შეშუპებას. დიკლოფენაკი ახდენს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანთებისა და ტკივილის განვითარებაში. პროსტაგლანდინების დონეების შემცირებით, კლოდიფენის წვეთები ამცირებს ანთების სიმპტომებს.
როდის და როგორ გამოვიყენოთ კლოდიფენის წვეთები?
კლოდიფენის თვალის წვეთები გამოიყენება შესაძლებელია შემდეგი პრობლემების აღმოსაფხვრელად და მიზნების გათვალისწინებით:
- თვალის ოპერაციების შემდეგ, ანთების და ტკივილის შესამცირებლად;
- თვალის გარე გარსის ანთებისას;
- თვალის ზედაპირული გარსის ანთებისას;
- თვალის სხვადასხვა არაინფექციური დაავადების დროს.
პრეპარატის დოზირება და გამოყენების სიხშირე უნდა განისაზღვროს ექიმის რეკომენდაციით. სტანდარტულად, წვეთები გამოიყენება დაზიანებულ თვალში დღეში რამდენჯერმე, ჩვეულებრივ 1-2 წვეთი თითო თვალში.
კლოდიფენის წვეთების გვერდითი მოვლენები
ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- დროებითი წვა ან ჩხვლეტა თვალში;
- კონიუნქტივის სიწითლე;
- შეშუპება ან ალერგიული რეაქციები;
- მხედველობის დროებითი დაბინდვა.
გაფრთხილებები კლოდიფენის წვეთების მიღებამდე
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ არსებობს ალერგია დიკლოფენაკზე ან სხვა NSAID-ებზე. გარდა ამისა, კლოდიფენის წვეთები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის მითითებით და არა უმეტეს რეკომენდებული დოზისა.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ თვალის ინფექციის შემთხვევაში საჭიროა ალტერნატიული მკურნალობა, რადგან დიკლოფენაკი არ არის ანტიბაქტერიული საშუალება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account