დედის დღე არის ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავახაროთ დედები განსაკუთრებული საჩუქრებით. მიუხედავად იმისა, დედა ასტროლოგიაში ერკვევა თუ არა, მათი ზოდიაქოს ნიშნების ცოდნა დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ საჩუქარი. ამით თქვენ შეძლებთ სწორად შეარჩიოთ თუ რა გაუხარდება მათ განწყობის მიხედვით. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს დედის დღის საჩუქრის ყიდვას.
ამ სტატიაში Myluna გვირჩევს თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანისთვის იდეალური საჩურქრის იდეებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
საჩუქრების არჩევის მნიშნველობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები აყალიბებენ ჩვენს ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და მიდრეკილებებს. თითოეული ნიშნის ნიუანსების გააზრება საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ საჩუქრები, რომლებიც იდეალურად ერგება ჩვენს პიროვნებას. ცეცხლოვანი ვერძიდან ინტუიციურ თევზებამდე, ზოდიაქო მოიცავს პიროვნებების მრავალფეროვანებას, თითოეულს თავისი უნიკალური გემოვნებითა და არჩევანით.
Საჩუქრის იდეები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნისთვის
ვერძი (21 მარტი- 19 პრილი)
ვერძი მშობელი ძალიან აქტიური & ენერგიით სავსეა. ყოველთვის პოულობს ძალას მოქმედებისთვის.
უყვარს, როცა ინიციატივას თავის თავზე იღებს. შვილებისთვისაც მოტივაციისა & მაგალითის მიმცემია. მისთვის დასვენება ინტენსიურ აქტივობებთან არის დაკავშირებული. გიჟდება ახალ გამოწვევებსა & ენთუზიაზმით ეკიდება ნებისმიერ წამოწყებას.
Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ნაკრები აბაზანის Cath Kidston
SVR - ესვიერი ნაკრები C20 კრემი, ამპულა B და ესენცია
კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
კურო მშობელი ძალიან მშვიდი & გაწონასწორებულია, ყველაფერს აკეთებს საკუთარი თავისთვისა & ოჯახის წევრებისთვის კომფორტის შესაქმნელად.
კუროს მსუნაგ შვილებს განსაკუთრებით გაუმართლათ, რადგან კულინარია მათი ძლიერი მხარეა.
გიჟდებიან საინტერესო ნივთების შეგროვებაზე.
კუროს სახლში ხშირად აღმოაჩენ სხვადასხვა შინაარსის მქონე კოლექციას. თავის მოვლაში უპირატესობას ხარისხიან პროდუქტს ანიჭებს, ბრენდმა კუროს მოწონება თუ დაიმსახურა, ლოიალურ მყიდველად გვევლინება.
Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი სამოგზაურო ნაკრები Sara Miller
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ტყუპი მშობლისა და მისი შვილის გარჩევა, თუ რომელია დედა ცოტა ძნელია, რადგან როგორც წესი ისინი მუდამ ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან.
ვფიქრობ, ეს მისი იუმორის & სიახლეებისადმი მუდმივი ლტოლვის დამსახურებაა. შვილებისთვის &,არამარტო, საუკეთესო მეგობარი & თანამოსაუბრეა. თავის მოვლაში მარტივ & სწრაფი ეფექტის მქონე პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. უყვარს მრავალფეროვნება & ახალი ინოვაციური პროდუქტების დატესტვა.
Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ფრჩხილის მოვლის ნაკრები Sweet Pea
Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ფრჩხილის მოვლის ნაკრები Cath Kidston
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
ვფიქრობ, კირჩხიბი მშობელი მზრუნველი დედების სიაში პირველ ადგილს იმსახურებს, რადგან მათში დედობრივი ინსტინქტი ბუნებრივად არის გამჯდარი.
მაღალგანვითარებული ინტუიციიდან გამომდინარე, ყოველთვის გრძნობს, როდის საჭიროებს შვილი მის დახმარებას. საუკეთესო თანაგრძნობის უნარი გააჩნია. ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ხშირად აქვს ფიზიკური თუ ემოციური გადაწვა, ამიტომ თავის მოვლის რუტინაში უპირატესობას ანიჭებს ღრმა ინტენსიურ პროცედურებს, სადაც ბოლომდე ექნება მოდუნების შესაძლებლობა.
Heathcote & Ivory - ჰესკოტი და აივორი ხელის მოვლის ნაკრები
SVR - ესვიერი Topialyse ბალმი+
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ლომი მშობელთან ურთიერთობა ბრჭყვიალა & შემოქმედებითი ნაპერწკლებით სავსეა. ურთიერთობაში საოცრად თბილი & გულგახსნილია. უყვარს ბავშვებთან ერთად თამაში & დროის ტარება, ყურადღების ცენტრში ყოფნა & მისი შვილების ნიჭითა & გამარჯვებებით ტრაბახი. საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ყოველთვის თვალისმომჭრელად & ქარიზმატულად გამოიყურება & გარშემომყოფებისგან აპლოდისმენტებსაც ხშირად იმსახურებს.
Payot - პაიო სასაჩუქრე ნაკრები
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ქალწული მშობელი დანარჩენი 11 ზოდიაქოს ნიშნის შორის ყველაზე დაკვირვებული & წესრიგის მოყვარულია, გასაკვირი არაა, რომ იმავეს ითხოვს შვილებისა & ოჯახის წევრებისგან.
To do list-ით ცხოვრება მისი მოგონილია.
ზედმიწევნით მიყვება მისი მიზნებისკენ მიმავალ გზას, შესაბამისად შვილებისთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითია თუ როგორ შეიძლება, გაწერო შენი ცხოვრების მთავარი მიზნები & გეგმურად მიჰყვე მას.
ის, ვისგანაც შეიძლება ცხოველებისადმი & მცენარეებისადმი დიდი სიყვარული & მზრუნველობა ისწავლო, ქალწული მშობელია.
თავის მოვლა მათთვის ფიზიკურ ჯანმრთელობაა, ხშირად მიმართავენ დეტოქს პროცედურებს.
Caudalie - კოდალი სასაჩუქრე პარფუმი Ange
Mizon - მიზონი ნაკრები კოლაგენი MINI
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
სასწორი მშობელი ესთეტიკურობისა & სიმშვიდის ეტალონია. მისი ცხოვრების მოტო ცხოვრებაში ბალანსისა და ჰარმონიის პოვნაა, შვილებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაშიც ყოველთვის დაზავებას & მოლაპარაკებას ცდილობს.
ღრმა ბავშვობიდან უნერგავს შვილებს რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ ფიზიკურ & მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თავის მოვლა & სილამაზეზე ზრუნვა მათი "მოგონილია"...
Payot - პაიო LISSE ღამის კრემი
Village11 - ვილაჯ11 კოლაგენი Bubble გამწმენდი
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
მორიელ მშობელთან თავი ყოველთვის დაცულად და უსაფრთხოდ შეგიძლია იგრძნო.
მთავარია, ეს ყოველივე გადაჭარბებულ ყურადღებასა & მზრუნველობაში არ გადაიზარდოს. მე-6 გრძნობა იმდენად გააქტიურებული აქვს, ყოველთვის წინასწარ გრძნობს თუ რა შეიძლება მოხდეს მათი შვილების & ოჯახის წევრების ცხოვრებაში. თავის მოვლისას & პროდუქტების გამოყენებამდე, ყოველთვის წინასწარ მოკვლევას, შედარებას აკეთებს & ამის მიხედვით ირჩევს. თუ მის მოლოდინებს გაამართლებს ესა თუ ის პროდუქტი, ლოიალურება გარდაუვალია...
Caudalie - კოდალი სასაჩუქრე ნაკრები SOLEIL ზეთი
Mizon - მიზონი ლოკოკინის BB კრემი N23
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მშვილდოსანი მშობელი საუკეთესო მეგზურია, მისთვის შვილებთან ურთიერთობაც ერთგვარი მოგზაურობა & მრავალი აღმოცენების სერიაა.
გიჟდება ლაშქრობებსა & სხვადასხვა აქტივობებზე. ცდილობს, ბავშვებიც პატარაობიდანვე დააინტერესოს სამყაროს ჯადოსნურობებითა და მისტიკურობით.
თავის მოვლა მისთვის გართობის ნაწილია, სიამოვნებას მანამდე იღებს სანამ, ყოველდღიურ რუტინაში გადაიზრდება, ამიტომ არასდროს ეუბნება საკუთარ თავს უარს ექსპერიმენტების ჩატარებასა & ახალი პროდუქტების დატესტვაზე.
Caudalie - კოდალი სასაჩუქრე ნაკრები Vinoscure Hydra
Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ტანის მოვლის ნაკრები Vintage and Co
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
თხისრქა მშობელი შრომისმოყვარეობისა & დისციპლინის ეტალონია.
მისთვის ბავშვების აღზრდა ნომერი პირველი პასუხისმგებლობაა. სახლის ხელსაქმობაზე გიჟდება & პატარაობიდანვე შვილებსაც ასწავლის სხვადასხვა პრაქტიკულ ხელსაქმეს, რომელიც ზრდასრულ ასაკში, დამოუკიდებლობის გზაზე მყოფებს გამოადგებათ.
თავის მოვლა და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვაც მისთვის ერთგვარი დისციპლინა & პასუხისმგებლობაა, რაც დამღლელი სამუშაო დღის შემდე განსაკუთრებულად ეხმარება განტვირთვაში.
Caudalie - კოდალი სასაჩუქრე ნაკრები პარფიუმი ROSE
Heathcote And Ivory - ჰესკოტი და აივორი ძილის ნიღაბი შროშანი William Morris
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
მერწყული მშობელი ორიგინალურობითა და ექსცენტრიკულობით გამოირჩევა.
ყოველთვის ცდილობს ჩარჩოების მონგრევას. მეამბოხური სული კვეთებას თავის შვილებთან აღზრდის დროსაც ნერგავს.
ითვლება რომ მერწყული მშობლის შვილები, სხვა ნიშნებთან შედარებით უფრო თავისუფლები & დამოუკიდებლები არიან. თავის მოვლისას ცდილობს არ აჰყვნენ ტენდენციებს და რეალურად, რაც მას მოსწონს, იმ პროდუქტების მიმართ არის ლოიალური, თუმცა, მისი ინოვაციური & კრეატიული თვისებებიდან გამომდინარე, ისეთ ექსპერიმენტებსაც თანხმდება, რომელიც მის უნიკალურობას კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს.
Caudalie - კოდალი ნაკრები VINOPERFECT
Missha - მისშა Super Aqua Ultra ნაკრები
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
როგორც თევზ მშობელს შეუძლიათ საკუთარი შვილის ან ნებისმიერი, თუნდაც მისთვის უცხო ადამიანის მიმართ თანაგრძნობისა & სითბოს გამოხატვა, ისე სხვა ვერცერთ ნიშანს.
შვილებთან ურთიერთობა მისთვის მისტიკური & განსაკუთრებულია. სიზმარსა & თუ ოცნებებშიც კი ხდება შვილსა და მშობელს შორის ვირტუალური კავშირი & ეს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვებათ.
შვილებში ბავშვობიდანვე ნერგავს ხელოვნებისადმი სიყვარულს. თავის მოვლა მისთვის ჯადოსნური რიტუალივითაა, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც მის ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოსა და შემოქმედებითს ხდის.
Algologie - ალგოლოჟი ნაკრები VAGUE TRAVEL
Teaology - თიოლოჯი Peach ნაკრები
დასკვნა
როგორც ვხედავთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით საჩუქრის შერჩევა საკმაოდ მარტივი და პროდუქტიულია. ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ გაახაროთ დედა თავისი ხასიათის მიხედვით. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგია საჩუქრების გაცემის პროცესს სახალისო და პერსონალიზებულ ელემენტს მატებს, ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქრები არის ის, რაც გულიდან მოდის. ზოდიაქოს ნიშნის მიუხედავად, ყველაზე ძვირფასი საჩუქრები ხშირად ასახავს გააზრებულობას, სიყვარულს და მადლიერებას დედა-შვილს შორის გაზიარებული განსაკუთრებული კავშირის მიმართ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account