მიუხედავად გადაუდებელი საჭიროებისა, ოპტიკური სათვალის სწორად შერჩევა საკმაოდ დიდ სირთულესთან და ხანგრძლივ პროცესთან არის დაკავშირებული
დაფიქრებულხართ, რომ ოპტიკური სათვალე ჩვეულებრივი სამკურნალო ინსტრუმენტია? შესაბამისად, მისი დაგვიანებით დანიშვნა, არასწორად შერჩევა თუ ვერ მორგება შესაძლოა მხედველობასთან დაკავშირებული სერიოზული პათოლოგიების წინაპირობა გახდეს.
სათვალე ინიშნება ექიმი-ოფთალმოლოგის კაბინეტში ჩატარებული სადიაგნოსტიკო პროცედურების შემდეგ, ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ბავშვის განვითარების ადრეულ სტადიაზეც, როდესაც „ზარმაცი თვალის“ სინდრომი იჩენს თავს და მხედველობის კორექციაა საჭირო.
მხედველობის პროფესიონალური შემოწმებისთვის რიგი ხელსაწყოები და მეთოდები გამოიყენება. მათი მთავარი დანიშნულებაა პაციენტის მიერ შორ და ახლო მანძილზე, სხვადასხვა ზომის საგნების გარჩევადობა განსაზღვროს, ასევე გამორიცხოს ფარული პრობლემები და სხვადასხვა დაავადებები. მიღებული შედეგის მიხედვით ინიშნება შესაბამისი სიმძლავრის ლინზის მქონე სათვალე, რომელიც მხედველობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ოპტიკური ლინზის შერჩევა სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით ხდება. აუცილებლად გასათვალისწინებელ ფაქტორებს წარმოადგენს:
· მასალა: პოლიმერული ან მინერალური, ანუ ორგანული ან არაორგანული.
პოლიმერული, ანუ ორგანული მინა გაცილებით გამძლე და ხისტია, თუმცა საკმაოდ მძიმე და სქელი შეიძლება იყოს სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.
მინერალური მასალა დღეს უკვე აპრობირებული და რეკომენდებულია სპეციალისტების მიერ, მოზრდილებში, თუმცა ბავშვების შემთხვევაში კვლავაც მის შემცვლელს ნიშნავენ. მინა კომფორტული, მაღალი გამტარიანობის მქონე მასალაა, რომელიც ნაკაწრებისა თუ დაზიანებებისადმი მდგრადობით გამოირჩევა.
არსებობს კიდევ უფრო გამძლე, პოლიკარბონატის მასალისგან დამზადებული ლინზები, რომელიც სპორტული ან სხვა „სახიფათო“ აქტივობებისას გამოიყენება.
· სფერული, ანუ ერთჯერადი ხედვის, რომელსაც მხოლოდ შორს მხედველობის ან ახლომხედველობის კორექციის საშუალება აქვს;
· ასფერული, ანუ ორ, ბრტყელზედაპირიანი ლინზა, რომელიც ვიზუალურად არ ცვლის თვალის ფორმას, არის თხელი, კომფორტული და ხანგრძლივი გამოყენებისასაც კი არ არის დამღლელი. კარგად აირეკლავს შუქს და არ ამახინჯებს გამოსახულებას.
· მულტიფოკალური, რომელსაც ორივე ტიპის მხედველობის კორექციის შესაძლებლობა გააჩნია. თავის მხრივ კი, იშლება ბი და ტრიფოკალურებად.
· რეფრექციული ინდექსი ანუ ლინზის სისქე (სტანდარტული, თხელი, ულტრათხელი, ა.შ)
ეს ინდექსი 1.49 – 1.74 შუალედში მერყეობს და მეტწილად განსაზღვრავს ლინზის მიერ სინათლის სხივის გარდატეხის ძალას.
· დიზაინი
· დაფარვის ტიპი
ამ შემთხვევაში საუბარია შეღებილ ლინზებზე მათთვის, ვისაც მხედველობის კორექციასთან ერთად სხვადასხვა ტიპის განათების პირობებში სურთ სათვალის ტარება. პირობითად, ულტრაიისფერი სხივების, ან მონიტორთან სამუშაო სათვალეები შესაძლოა ფოტოქრომული ან გრადიენტური ლინზებით იყოს წარმოდგენილი.
ასევე, არსებობს ანტი-რეფლექსური ტიპის, რომელიც მეტად „გამტარია“ და სრულიად მცირე ნაწერსა და პატერნსაც გარჩევადს ხდის. განსაკუთრებით ეკომფორტულებად ღამით საჭესთან მჯდომ ან ლამპიონების ნათებისგან გაღიზიანებულ პაციენტებს.
აღსანიშნავია, რომ პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში სხვადასხვა ტიპის გაჯეტების მოხმარების დროის გაზრდასთან ერთად, სულ უფრო პოპულარული ხდება ლურჯი ნათებისგან დამცავი, დამამშვიდებელი სათვალეები, რომელთა ლინზასაც საოფისე ან კომპიუტერულს უწოდებენ და მთავარი დანიშნულებით - თვალის დაღლილობის შემცირების, დაძაბვის, გამოშრობის თავიდან არიდებისა და მხედველობის ჯანმრთელ ნორმებში შენარჩუნებისთვის გამოიყენება. ასეთი ტიპის სათვალის შეძენა დამოუკიდებლად, ნებისმიერ ოპტიკურ მაღაზიაში შეგიძლიათ.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია ოფთალმოლოგებისთვის პროფილაქტიკური მიმართვის მაჩვენებელი. ნებისმიერი ჩვენგანისთვის წელიწადში ერთხელ ჩატარებული თვალის კვლევა შესაძლოა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენდეს ჯანმრთელი მხედველობის შენარჩუნების თუ ადრეულ ეტაპზე მკურნალობისთვის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account