როგორ მოქმედებს ადორა — ბუნებრივი პრეპარატი ერექციული დისფუნქციის წინააღმდეგ

კაცების უმეტესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც შექმნია პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: სასქესო ორგანოების დაავადებები, ფსიქოგენური ფაქტორები, სისხლძარღვოვანი პრობლემები, ენდოკრინული დაავადებები და თქვენ წარმოიდგინეთ, ცხოვრების არასწორი წესიც კი (სიგარეტის მოწევა, არასწორი კვება და სხვა).

როგორც წესი, მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსურ მიდგომას მიმართავენ და თანმხლებ/გამომწვევ დაავადებებს მკურნალობენ. უშუალოდ, პოტენციის ასამაღლებელი და ერექციული ფუნქციის გასაუმჯობესებელი ერთ-ერთი პოპულარული და ეფექტიანი საშუალება ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ადორაა. ის ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული და არანაირი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.

რა არის ადორა და რაში გვეხმარება? 

ადორა ერექციის დარღვევის დროს გამოსაყენებელი სიროფია, რომელიც კაცებში პოტენციის და ლიბიდოს ასამაღლებლად მიიღება. პრეპარატი უზრუნველყოფს მყარ და ხანგრძლივ ერექციას, მცირე მენჯის ორგანოებისკენ სისხლის მიდინების გაძლიერებას, სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის ზრდას, სპერმოგენეზის სტიმულაციას, იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას.

ადორას შედგენილობაში შედის: 

  • თაფლი;
  •  თუთის სიროფი;
  •  ყვავილის მტვერი;
  •  ეპიმედიუმი;
  •  ჯანჯაფილი;
  •  გალანგალი;
  •  ჟენშენი;
  •  ელეუთეროკოკი;
  •  ორნაკვთიანი გინგკო;
  •  ფუტკრის რძე;
  •  ბარდა;
  •  შვრია;
  •  გლუკოზის სიროფი;
  •  გოგრა;
  •  ნიორი;
  •  ყავა;
  •  ვანილი;
  •  დარიჩინი;
  •  ჭინჭარი;
  •  კაკაო;
  •  ბუნებრივი არომატიზატორები.

პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს და ქიმიურ არომატიზატორებს.

როგორ მოქმედებს ადორა? 

პროდუქტის მიღებიდან 40 წუთში უკვე იგრძნობა გამოხატული ეფექტი. ადორას ანოტაციის მიხედვით, პრეპარატი იწვევს პოტენციის ამაღლებას, ამაღლებს ლიბიდოს, იწვევს მყარ და ხანგრძლივ ერექციას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ორგანოებისკენ. გარდა ამისა, ხელს უწყობს სქესობრივი აქტის გახანგრძლივებას, სპერმოგენეზის სტიმულაციას, აძლიერებს იმუნიტეტს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ახდენს სათესლე ჯირკვლების სტიმულაციას, რაც აისახება სპერმოგენეზის მხრივაც. ეს ერთ-ერთი განმასხვავებელი ფაქტორია ადორასა და ქიმიურ ანალოგებს შორის. 

მისი მიღება როგორც სიმპტომურად, ასევე რეგულარულად, იწვევს არა მხოლოდ პოტენციის ამაღლებას, არამედ ზოგადად სასიკეთო ძვრებს ორგანიზმში, რაც გამოიხატება ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში და ენერგეტიკული ბალანსის მომატებაში (ქიმიური ანალოგებისგან განსხვავებით, სადაც აზოტის ქვეჟანგის დაგროვება ხდება, აქ პირიქით ჟანგბადოვანი ცვლა ძლიერდება და ანტიოქსიდანტია).

ადორას გვერდითი მოვლენები, უკუჩვენებები და დოზირება 

 

ადორას მიღება სრულიად უსაფრთხოა. მას არ აქვს გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები. არ იწვევს შეჩვევას. უვნებელია ორგანიზმისთვის და არ იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ ცვლილებებს.

რეკომენდებულია 1 ჩაის კოვზი ადორას მიღება, როგორც სიმპტომურად, ასევე რეგულარულად. ყოველი მიღების წინ, კარგად მოურიეთ. 

გაითვალისწინეთ, რომ სასურველი ეფექტი დგება პროდუქტის მიღებიდან დაახლოებით 40 წუთში. 

შეიძლება თუ არა ადორა ქალებისთვის? 

 

ადორას მიღება შეუძლიათ ქალებსაც, როგორც სექსუალური სურვილის გასაძლიერებლად, ასევე ზოგადად ჰორმონალური ბალანსისთვის. იგი ეხმარება ორგანიზმს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში, რაც ასევე დადებითად მოქმედებს სექსუალურ ფუნქციებზე. თუმცა, უმჯობესია ამ დანამატების გამოყენება ქალებში მოხდეს ექიმთან კონსულტაციით.