რისი წამალია რიბატრანი და როგორ გამოვიყენოთ


რიბატრანი მედიკამენტია, რომლითაც ტრავმისა და ქირურგიული ოპერაციის შემდგომ შეშუპებას მკურნალობენ. იგი სამ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს, რომლებიცაა: ტრიფსინი, რიბონუკლეაზა და ქიმოტრიფსინოგენი. თითო კოლოფი რიბატრანი 20 ტაბლეტისგან შედგება. 

 

რიბატრანის ტაბლეტები ანთებასა და შეშუპებას აცხრობს; ისინი სისხლის შენადედს ხსნის და შედედებას აფერხებს; ასევე, მედიკამენტი იმუნურ რეაქციებს არეგულირებს და ტკივილსაც აყუჩებს. 

 

რა მიზნით გამოიყენება რიბატრანი? 

 

სანამ რიბატრანის ინსტრუქციასა და მოქმედების პრინციპზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ ეს წამალი მედიცინის არაერთ დარგში, არაერთი მიზნით გამოიყენება. ესენია: 

 

  • ქირურგია — პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომის მკურნალობა და პროფილაქტიკა; პოსტოპერაციული ნაწიბურის (ჰიპერტროფიული, კელოიდური) პრევენცია;
  • გინეკოლოგია — მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
  • მამოლოგია — ლაქტოსტაზი, მასტიტი, მასტოპათია, მასტექტომიის შემდგომი პერიოდი;
  • ტრავმატოლოგია — ტრავმა, მოტეხილობა, დაჟეჟილობა, პოსტტრავმული შეშუპება, ჰემორაგია;
  • ანგიოლოგია — თრომბოფლებიტები, ზედაპირული ვენების პოსტტრომბოფლებიტური დაავადებისა და მწვავე თრომბოფლებიტების მკურნალობა, ქვემო კიდურების ენდარტერიიტისა და მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის მკურნალობა, რეციდიული ფლებიტების პროფილაქტიკა, ლიმფური შეშუპება;
  • ოფთალმოლოგია — თვალის ტრავმა, ჰემოფთალმი, ბადურას სისხლძარღვების თრომბოზი, დიაბეტური ანგიოპათია, რეტინოპათია. ქირურგიული ჩარევები;
  • ენდოკრინოლოგია — დიაბეტური ანგიოპათია, ავტოიმუნური თირეოიდიტი;
  • სტომატოლოგია — პაროდონტოზი, გინგივიტი, კბილის ექსტრაქცია;
  • კარდიოლოგია — მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი (სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად), გულის იშემიური დაავადება. ექსუდაციური პერიკარდიტი;
  • რევმატოლოგია — რევმატოიდული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება;
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები — მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, რინიტი, ოტიტი, ფარინგოტონზილიტი;
  • რესპირატორული ინფექციები — მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ექსუდაციური პლევრიტი, ბრონქული ასთმა, ფილტვის ტუბერკულოზი;
  • სხვადასხვა სახის დამწვრობა.

 

რიბატრანი ფასის კუთხით, შესაძლოა, სააფთიაქო ქსელებისა და სააქციო პერიოდების მიხედვით განსხვავდებოდეს. PSP-ს ქსელში მას ამ ბმულზე იხილავთ. 

როგორ მოქმედებს რიბატრანი 


როგორც უკვე აღვნიშნეთ, რიბატრანს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს; იგი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და იმუნურ რეაქციებს არეგულირებს. უფრო ზუსტად, რიბატრანის ანოტაცია მის მოქმედებაზე შემდეგს გვეუბნება:

  • რიბატრანი აუტოიმუნური და იმუნოპათოლოგიური პროცესების გამოვლენას ამცირებს. მას მონოციტ-მაკროფაგების, ბუნებრივი კილერი უჯრედების, სტიმულირება შეუძლია და მათ ფუნქციურ აქტივობის არეგულირებს; იმავეს აკეთებს ციტოტოქსიკური T-ლიმფოციტების უჯრედთა ფაგოციტური აქტივობის შემთხვევაში;
  • პრეპარატი ცირკულაციაში მყოფი იმუნური კომპლექსების რაოდენობას ამცირებს და ხელს უწყობს, რომ იმუნური კომპლექსების მემბრანული დანალექები ქსოვილებიდან გამოიდევნოს;
  • ეს წამალი პლაზმის უჯრედების ქსოვილში ინფილტრაციას ამცირებს და ხელს უწყობს, რომ ანთებითი კერებიდან ცილებისა და ფიბრინების ნარჩენები გამოიდევნოს; რიბატრანი მომწამვლელი ნივთიერებებისა და მკვდარი ქსოვილების დაშლას აჩქარებს; აუმჯობესებს ჰემატომების შეწოვასა და შეშუპებას; არეგულირებს სისხლძარღვთა კედლების განვლადობას;
  • მედიკამენტი ნახველის გათხევადებასა და გაწოვას უწყობს ხელს;
  • რიბატრანი არეგულირებს სისხლის უჯრედების ერთმანეთთან შეწებების უნარს, აუმჯობესებს ერითროციტების პლასტიკურობას, არეგულირებს ნორმალური დისკოციტების რაოდენობას, ამცირებს თრომბოციტების გააქტიურებული ფორმების საერთო რაოდენობას, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ამცირებს მიკროაგრეგატების საერთო რაოდენობას. შედეგად ეს მედიკამენტი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ქსოვილები კი უკეთ მარაგდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით;
  • ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციას და თრმობოციტების დაგროვებას უშლის ხელს;
  • ამცირებს ჰორმონული პრეპარატების მიღებით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს;
  • აწესრიგებს  ლიპიდურ ცვლას,  ამცირებს ენდოგენური ქოლესტერინის წარმოქმნას, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას, ამცირებს ათეროგენული (ათეროსკლეროზის განვითარების ხელშემწყობი) ლიპიდების დონეს, აუმჯობესებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შეწოვას;
  • რიბატრანი უზრუნველყოფს, რომ სისხლის პლაზმასა და ანტებით კერაში ანტიბიოტიკები დიდი რაოდენობით დაგროვდეს; შედეგად ანტიბიოტიკები მეტად ეფექტიანია და მათი გვერდითი ეფექტებიც მცირდება;
  • ეს წამალი ორგანიზმის ზოგად თავდაცვით მექანიზმებს (მაგალითად, ინტერფერონების გამომუშავებას) არეგულირებს, ამით კი ანტივირუსულ და ანტიმიკრობულ მოქმედებას ავლენს.

როგორ გამოვიყენოთ რიბატრანი


რიბატრანი ფარმაცევტული პროდუქტების III ჯგუფს განეკუთვნება და აფთიაქებიდან რეცეპტის გარეშე გაიცემა.

 

რიბატრანის ტაბლეტი, 1 აბი, დღეში 3-ჯერ უნდა მიიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე და ცოტაოდენი წყალი მიაყოლოთ. ამ წამლით მინიმუმ 2-იდან 4 კვირამდე ვადით მკურნალობენ. ქრონიკული დაავადებების დროს იგი 8-იდან 24 კვირამდე ხანგრძლივობითაც ინიშნება. 

 

როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, გვერდითი მოვლენების გამოწვევა რიბატრანსაც შეუძლია. იშვიათად ეს შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. 

 

რიბატრანი არ უნდა გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. იგი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ მაქსიმუმ 25°C ტემპერატურაზე.

 

თუ გამოყენების წესებს ზედმიწევნით დაიცავთ, წარმატებული მკურნალობის შანსებიც მეტი იქნება.