
ლაქტოჯი საკვები დანამატია, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. მისი ძირითადი დანიშნულება კი ნაწლავების მიკროფლორის ბალანსის აღდგენაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საჭმლის ნორმალურად მოსანელებლად.
ბუნებრივია, ეს ზოგად ჯანმრთელობაზეც მოქმედებს, ვინაიდან კუჭ-ნაწლავის სისტემის მოუწესრიგებლობა უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმზე.
აღნიშნული მედიკამეტი ორი სახით იწარმოება: ლაქტოჯი ფორტე და ლაქტოჯი კიდსი. ვიდრე უშუალოდ პრეპარატის ჩვენებებზე, მისი გამოყენების წესსა თუ უკუჩვენებებზე ვისაუბრებთ, მოდი, ამ ორს შორის განსხვავება განვიხილოთ.
ცხადია, ორივე მათგანი პრობიოტიკული დანამატია, მაგრამ მათ შორის ძირითადი განსხვავება შემადგენლობასა და მოქმედების სიძლიერეში მდგომარეობს:
- Lacto-G Forte — ლაქტოჯი ფორტე საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემებისა და ხანგრძლივი მიღების შემდეგ ინიშნება. ამასთანავე, რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს სწრაფი ჩარევა ესაჭიროება მიკროფლორის აღდგენასა და საჭმლის მონელების პრობლემების დაძლევაში;
- Lacto-G Kids — ეს ვერსია სპეციალურად შექმნილია ბავშვებისთვის. აღადგენს და აჯანსაღებს დარღვეულ ნაწლავურ ფლორას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიბიოტიკოთერაპიით ან კვების დისბალანსით.
რა შემთხვევაში გამოიყენება ლაქტოჯი? — წამალი, რომელიც სხვადასხვა პრობლემას აგვარებს
ლაქტოჯი ფორტე და ლაქტოჯი საბავშვო ჯანმრთელობის სხვადასხვა საჭიროების მიხედვით გამოიყენება. თითოეული ფორმულა და დოზა პაციენტის კონკრეტული სიტუაციის მიხედვით ინიშნება, აქ კი ზოგადად მიმოვიხილავთ ორივე მათგანის ჩვენებას:
ლაქტოჯი ფორტე, ჩვეულებრივ, ინიშნება მაშინ, როცა ძლიერი პრობიოტიკული ეფექტია საჭირო — მაგალითად, შედარებით მძიმე ანტიბიოტიკების კურსის გავლის შემდეგ, ან განსაკუთრებით რთული საჭმლის მონელების პრობლემების შემთხვევაში. ამავდროულად, გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც უფრო ინტენსიურ მხარდაჭერას საჭიროებენ მიკროფლორის აღსადგენად.
რაც შეეხება ლაქტოჯი კიდსს, ის გამოიყენება ბავშვებში მუცლის შებერილობის, ყაბზობის ან საჭმლის მონელების სხვა პრობლემების დროს. პრეპარატი სპეციალურად შემუშავებულია ბავშვის ნაწლავების მიკროფლორის დასაბალანსებლად და დასარეგულირებლად. შესაძლოა, ექიმმა ლაქტოჯი კიდსი იმ შემთხვევებშიც დანიშნოს, როცა ბავშვი ანტიბიოტიკებს იღებს, ან საჭმლის მონელების პრობლემები აწუხებს.
როგორია ლაქტოჯის მიღების წესი და სწორი დოზირება?
რა თქმა უნდა, ორივე პრეპარატის სწორი დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, საჭიროებებსა და მედიკამენტის კონკრეტულ ფორმაზე. აქვე გაგიზიარებთ ზოგად რეკომენდაციებს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დოზირება ექიმმა უნდა განსაზღვროს.
Lacto-G Forte:
ლაქტოჯი ფორტე პსპ-ში ძირითადად კაფსულის სახითაა ხელმისაწვდომი. დოზირება კი ასე ნაწილდება:
- როგორც წესი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე;
- 2-12 წლის ასაკის ბავშვებში — 1-2 კაფსული დღეში, მცირეოდენ სითხესთან ერთად, ჭამამდე;
- 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში — 2-3 კაფსული უზმოზე ან ჭამამდე, მცირეოდენ სითხესთან ერთად.
Lacto-G Kids:
როგორც წესი, ინიშნება დღეში 1 ფლაკონი. საჭიროების შემთხვევაში კი რაოდენობა 2-ამდე იზრდება. გაითვალისწინეთ, პროდუქტის მიღება შესაძლებელია პირდაპირ ან წყალში, რძეში ან სხვა ცივ სითხეებში გახსნილი სახით.
მთლიანობაში, დოზირება დამოკიდებულია ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული რეკომენდაციები მკურნალი ექიმისგან მიიღოთ.
ლაქტოჯის გვერდითი ეფექტები
როგორც კვლევები ადასტურებს, პრეპარატს კარგად იღებს ორგანიზმი და მისი რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
ამასთანავე, სერიოზული ალერგიული რეაქციების ალბათობა მაღალი არ არის, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა იყოთ არაორგანული ნიშნების მიმართ. მით უფრო, პრეპარატის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღების შემთხვევაში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account