რისი წამალია იანუვია — ის, რაც ამ პრეპარატის შესახებ უნდა ვიცოდეთ

იანუვია პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებაა, რომელიც ინიშნება მე–2 ტიპის (ინსულინდამოუკიდებელი) შაქრიანი დიაბეტის დროს.

პრეპარატი გამოიყენება: 

  • მონოთერაპიის დროს - დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის დამატების სახით პაციენტებში მე -2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად; 
  • კომბინირებული თერაპიის დროს - გამოიყენება მე -2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გლიკემიის კონტროლის გასაუმჯობესებლად,  მეტფორმინთან ან PPARγ აგონისტებთან კომბინაციაში, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებებით მონოთერაპიასთან ერთად დიეტა და ფიზიკური დატვირთვა ვერ იწვევს გლიკემიის ადექვატურ კონტროლს. 

იანუვიას 1 ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინ ფოსფატის ჰიდრატს (25 მგ , 50 მგ , 100 მგ სიტაგლიპტინის ექვივალენტურად), მიკროკრისტალურ ცელულოზას, კალციუმის ჰიდროფოსფატს, ნატრიუმის კროსკარმელოზას, მაგნიუმის სტეარატს, ნატრიუმის სტეარილფუმარატს.

მედიკამენტის გამოყენების მეთოდები და დოზები

პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 100 მგ 1-ჯერ დღეში, მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში მეტფორმინთან ან PPAR γ აგონისტებთან. იანუვიას მიღება შეგიძლიათ საკვებისგან დამოუკიდებლად.

გასათვალისწინებელია, რომ იმ პაციენტებში, რომელშიც თირკმლის მსუბუქი უკმარისობა აქვთ პრეპარატის დოზირება კორეაქციას არ საჭიროებს. თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში კი პრეპარატის დოზა შეადგენს 50 მგ დღეში 1-ჯერ. 

პაციენტებისათვის თირკმლის მძიმე უკმარისობით, ასევე პაციენტებისათვის თირკმლის პათოლოგიის ტერმინალური სტადიით, რომლებიც ჰემოდიალიზს საჭიროებენ, პრეპარატის დოზა 25 მგ-ს შეადგენს დღეში 1-ჯერ. გასათვალისწინებელია, რომ იანუვიას მიღება შეიძლება ჰემოდიალიზის პროცედურისგან დამოუკიდებლად.

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით პრეპარატის დოზირება კორექციას არ საჭიროებს, ხოლო ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის გავლენა შესწავლილი არ არის.

გარდა ამისა, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზირება კორეაქციას არ საჭიროებს.

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები — რა უნდა ვიცოდეთ იანუვიას მიღებამდე?

პრეპარატის უკუჩვენებებს წარმოადგენს: 

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შედგენილობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; 
  • ორსულობა-ლაქტაციის პერიოდი;
  • ტიპი-1 შაქრიანი დიაბეტი; 
  • დიაბეტური კეტოაციდოზი; 
  • 18 წლამდე ასაკი. 

პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ თირკმლის მძიმე ან ზომიერი უკმარისობა, ასევე პირებმა თირკმლის პათოლოგიის ტერმინალური სტადიით, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზს.

პრეპარატი იანუვია კარგი ამტანობით ხასიათდება , როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე კომბინაციაში, თუმცა იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექცია;
  • ნაზოფარინგიტი;
  • თავის ტკივილი;
  • ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება,ფაღარათი; 
  • ართრალგია; 
  • შარდმჟავას უმნიშვნელო მომატება;
  • საერთო ტუტე ფოსფატაზის კონცენტრაციის უმნიშვნელო შემცირება;
  • ლეიკოციტების რაოდენობის უმნიშვნელო მომატება.

როგორ უნდა მოვიქცეთ დოზის გადაჭარბებისას?

პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა სტანდარტული შემანარჩუნებელი ღონისძიებების გატარება: არააბსორბირებული პრეპარატის მოცილება კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან, სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი და შემთხვევაში შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშვნა. 

განსაკუთრებული მითითებები — რა უნდა გავითვალისწინოთ

როგორც მონოთერაპიის დროს, ისევე მეტფორმინთან ანპიოგლიტაზონთან კომბინირებული თერაპიისას, პრეპარატის გამოყენებისას ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე იგივეა, რაც პლაცებოს დროს. 

იანუვიის გამოყენება კომბინაციაში ჰიპოგლიკემიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად (ინსულინი, სულფონიშარდოვანასწარმოებულები) გამოკვლეული არ არის. 

პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა უცვლელია როგორც მოზრდილების, ასევე ხანდაზმულების შემთხვევაში. შესაბამისად, ასაკის გათვალისწინებით მედიკამენტის დოზის ცვლილება საჭირო არ არის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ხანდაზმულები უფრო მიდრეკილები არიან თირკმლის უკმარისობის მიმართ. 

აღსანიშნავია, რომ იანუვიის ზეგავლენა ავტომობილის მართვის უნარზე შესწავლილი არ არის. მიუხედავად ამისა, პრეპარატის მიღების პერიოდში არ უნდა ველოდოთ უარყოფით ზეგავლენას ავტომობილის მართვისა თუ რომელიმე რთულ მექანიზმთან მუშაობის უნარზე.