
მწვავე ფაღარათი და მის დროს განვითარებული მსუბუქი, ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაცია, იგივე გაუწყლოება, მთავარი ჩვენებაა, თუ როდის იღებენ პრეპარატ რეგიდრონს.
რა არის რეგიდრონი?
რეგიდრონი ნახშირწყლების შემცველი ელექტროლიტური პრეპარატი, ბიოლოგიურად აქტიური დანამტია, რომელსაც ორგანიზმის დეჰიდრატაციის პროფილაქტიკისთვის იყენებენ. იგი უსუნო, თეთრი ფერის კრისტალური ხსნარია და კარგად იხსნება წყალში. რეგიდრონის შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერებებთან ერთად — უწყლო გლუკოზა, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი და კალიუმის ქლორიდი შედის.
როგორ დავლიოთ რეგიდრონი?
სააფთიაქო ქსელებში რეგიდრონს პაკეტების შეფუთვაში, თეთრი ან ღია ყვითელი ფერის კრისტალური ფხვნილის სახით იპოვით, რომელსაც ლიმონის დამახასიათებელი სუნი აქვს.
რეგიდრონს სახლის პირობებშიც მარტივად მოამზადებთ. თუკი პერეპარატს ექიმის დანიშნულების გარეშე იღებთ, პირველ რიგში, ყურადღებით გაეცანით რეგიდრონის ინსტრუქციას და ანოტაციას. გარდა წყალში გახსნისა, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებითა და ექიმის დანიშნულების მიხედვით, რეგიდრონის მიღება ასევე შესაძლებელია ნაზოგასტრალური ზონდით.
რეგიდრონის მოსამზადებლად საჭირო დოზა დამოკიდებულია პაციენტის სხეულის წონაზე, ასევე იმაზე, თუ რეგიდრონის მიღებამდე პაციენტმა გაუწყლოების საწინააღმდეგოდ რა ზომებს მიმართა. რეკომენდებულია, რეგიდრონის მიღების დოზა და ინსტრუქცია, თქვენს მკურნალ ექიმთან შეათანხმოთ.
პრეპარატის ანოტაციის მიხედვით კი, 1 პაკეტი რეგიდრონი, 0,5 ლ ადუღებულ, შემდგომ კი ოთახის ტემპერატურამდე გაციებულ წყალში უნდა გახსნათ. თუკი გაწუხებთ გულისრევა, ან ღებინება, ამ დროს რეგიდრონი გაგრილებული ფორმით უნდა მიიღოთ, მცირე და განმეორებითი ულუფებით.
რეგიდრონით მკურანლობის პარალელურად, შეგიძლიათ სხვა სითხეებიც მიიღოთ, თუმცა სასურველია, არ მიიღოთ შაქრის შემცველი სითხეები, რადგანაც შაქრის მაღალ კონცენტრაციას, ფაღარათის გაძლიერება შეუძლია.
ვინ უნდა იყოს ფრთხილად რეგიდრონის მიღების დროს?
თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან რამდენიმე ერთად, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ პრეპარატის მიღებისას:
- ნაწლავის გაუვალობის და თირკმლის უკმარისობის დროს.
- პარენტალური რეჰიდრატაციის ან შეუპოვარი ღებინების დროს
- შაქრიანი დიაბეტის, ან სხვა ქრონიკული დაავადებების დროს
- პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებით დიეტაზე კალიუმის მიღების მონიტორინგის ქვეშ
- რეგიდრონის მიღება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია რეკომენდებული დოზებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ასევე, რეგიდრონის მიღებამდე ჯანმრთელობის ნებისმიერი მდგომარეობის ინდივიდუალურად დაზუსტება სასურველია მკურნალ ექიმთან.
რეგიდრონი საბავშვო — მიღების წესი და დოზირება
სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია საბავშვო რეგიდრონი. მისი მიღების წესი და დოზირება შემდეგია: 1 პაკეტი საბავშვო რეგიდრონი უნდა გახსნათ 250 მლ წყალში. როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის წყალი უნდა იყოს ახლად ადუღებული და ოთახის ტემპერატურამდე გაციებული.
რეგიდრონის მიღება ბავშვებისთვის და ახალშობილებისთვის შემდეგნაირადაა რეკომენდებული: 1-2 ჩაის კოვზის დოზის 5 - 10-წუთიანი ინტერვალით მიღება 4 - 6 საათის განმავლობაში. თუკი ბავშვი 2 წლის, ან უფრო მეტის არის, ხსნარის მიღება (50-100მლ) შესაძლებელია 3-5 წუთიანი ინტერვალით, 3-5 საათის განმავლობაში.
რეგიდრონის ბავშვზე მორგებული სქემის შესათანხმებლად კონსულტაცია გაიაერთ მის მკურნალ ექიმთან.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი, გაუვალობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, გონების დაკარგვა — ეს სიმპტომები აღწერილია რეგიდრონის უკუჩვენებებში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account