ყოველდღიურად ცდილობ ერთი ნაბიჯი გადადგა ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით: რუდუნებით არჩევ საკვების შემადგენლობას და ენერგეტიკულ ღირებულებებს, ფიზიკური აქტივობების შესრულებასაც ცდილობ და ფეხით დადიხარ, არა, ბევრს დადიხარ - მინიმუმ 10, 000 ნაბიჯს და ძილის რეჟიმის მოწესრიგებაც დაისახე მიზნად. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილისა, უენერგიობას, თმის ცვენას, კანის გამოშრობას ან გაღიზიანებას, შფოთს და სხვა სიმპტომებს მაინც უჩივი? თითქოს თანამედროვე ადამიანი ვერასდროს იპოვის ჯანსაღი ცხოვრების მთავარ გასაღებს და რაც არ უნდა გააკეთოს - საჭიროზე ცოტაა.
როგორც აღმოჩნდა, ოქროს წესები არც ისეთი ოქროსია, რადგან ჩვენი ორგანიზმი მინერალებისა და ვიტამინების მარაგს სულაც ვერ ივსებს მრავალფეროვანი კვებით თუ სხვა სიკეთეებით. საჭირო საკვები დანამატებია, პატარა კაფსულები თუ ჟელეები, რომლებიც როგორც საპროფილაქტიკო, ასევე სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება. აფთიაქის დახლებზე კი, იმდენ მწარმოებელს შეხვდები, რთულია შენთვის სასურველი შეარჩიო. დღეს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, GEN Zის ფავორიტ inao-ზე გიყვებით, რომელიც inner and outer ანუ შინაგანი და გარეგნული სილამაზის ჰარმონიაზე ზრუნავს.
პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მცენარეული შემადგენლობაა, რაც ჟელეებს 100%-ით ვეგანურს ხდის. ლაქტოზის, გლუტენის და ქიმიური არომატიზატორების გარეშე წარმოებული საკვები დანამატი განსაკუთრებით ეფექტური 16—25+ ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებლებისთვისაა. ბრენდი გვპირდება გონებისა და სხეულის დაბალანსებას, რადგან „თუ თავს კარგად გრძნობ, გარეგნულადაც აუცილებლად გეტყობა“.
და რადგან თითოეული ჩვენგანის სურვილები „სუფთა, იდეალური, მინისებრი, ფაიფურის, ერთგვაროვანი“ კანის გარშემო ერთიანდება, პირველ რიგში Inao Clear Skin - ზე მოგიყვებით. პროდუქტი ვიტამინების და სასარგებლო მინერალების კომპლექსს შეიცავს, მათ შორის ბიოტინს, თუთიას და ბრინჯის ექსტრაქტსაც კი, რომელიც იდეალური კერამიდია. აქვე შეგახსენებთ, რომ კერამიდემი კანის დამცავ ბარიერს აძლიერებენ, რითიც გარემო დამაბინძურებლებისთვის არასასიამოვნო გარემოს ქმნიან. ბიოტინი - სილამაზის ვიტამინია და არა მხოლოდ კანის, არამედ თმისა და ფრჩხილის ჯანმრთელობაზეც ზრუნავს, თუთიის სასწაულმოქმედ თვისებებზე ალბათ გსმენიათ, მას ოქსიდაციური სტრესის და ანტი-აკნე მოქმედების გამო ყველა ტიპის კანის მქონე ადამიანის რუტინაში წააწყდებით, რაც შეეხება პრობიოტიკებს, ისინი პიგმენტური ლაქების გაღიავების, ასევე ანტი-ანთებითი და ანტიბაქტერიული მოქმედებისაა.
საკვები დანამატი სახალისო ფორმის ჟელატინის სახით არის წარმოდგენილი და დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ. სრულიად უსაფრთხო INAO CLEAR SKIN ექიმის დანიშნულების გარეშე, საპროფილაკტიკოდ შეგიძლიათ მიიღოთ. გაზაფხული-ზაფხული ამ მხრივ განსაკუთრებით რეკომენდებული პერიოდია.
https://go.psp.ge/43MYGF1
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account