რა გვჭირდება ჯანმრთელი კანისთვის

HAIR YEAH! 

 

 თმა გარდა იმისა, რომ ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო სამკაულია, ისტორიულადაც უდიდეს დატვირთვას ატარებს. დაკვირვებიხართ, რომ ბევრი ერი საკუთარ წარმოდგენებს ხელოვნებაში სხვადასხვა სახით აცოცხლებს, თუმცა ძირითადი მინიშნებებს ერთნაირად ტოვებს? მაგალითად, გრძნეული, მათი საზოგადოებიდან განსაკვეთი ქალი გრძელი, ხშირი, სქელი თმით არის წარმოდგენილი, დიდგვაროვნები კი შედარებით თხელ, მბზინავ, შიგადაშიგ დატალღული თმით გამოისახებიან. დიახ, ადამიანებს ისტორიულად გვჯერა, რომ „ჩვენი სამკაული“ დიდი ენერგეტიკის მატარებელია, ამიტომ ვუვლით და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მას. 

 

  მიუხედავად იმისა, რომ წესებს ზედმიწევნით ვიცავთ, არც ჰიგიენის და არც ზოგადი რეკომენდაციები დაგვირღვევია, თმის ცვენა, ბოლოების დაყოფა თუ სკალპის აქერცვლა, ყველასთვის ნაცნობ პრობლემებად იქცა. განსაკუთრებით გამძაფრდა ფონი პოსტკოვიდის პერიოდიში, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ვირუსის მიერ დასუსტებული ორგანიზმის იმუნური პასუხი თავის კანის პრობლემებისა თუ თმის შეთხელების სახით დაგვიბრუნდა. 

 

დღეს ესპანეთში წარმოებულ, ყველასთვის რეკომენდებულ, საპროფილაქტიკო საკვებ დანამატ ჟელეებზე მოგიყვებით, რომლის მწარმოებელიც ჩვენთვის ასე საყვარელი „ესენსი“-ია და GEN-Z-ზე ორიენტირებული ხედვით პოზიციონირდება. ვიტამინებითა და მინერალებით სავსე პროდუქტის გამებში სხვადასხვა დანიშნულების მქონე შეფუთვებს შეხვდებით, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი „Hair yeah”-ზე გვსურს გავაკეთოთ. 

 

რას წარმოადგენს ის?

 

უსაფრთხო, გემრიელ, ვიტამინებით სავსე საკვებ დანამატებს, რომლის მიღებაც დღეში ორჯერ არის რეკომენდებული. 

 

რატომ ინაო?

 

ვეგანური, ულაქტოზო, უგლუტენო პროდუქტი  მაღალი ხარისხით და დაბალი ფასებით გამოირჩევა. 

 

შემადგენლობა? 

 

პროდუქტის შემადგენლობაში 14 აქტიური ინგრედიენტია, მათ შორის - VITAMIN A, D, E, C, B6, B7, B9, B12 და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ის დაბალანსებულ დიეტას ვერ ჩაანაცვლებს, 2 ცალის მიღებით დღეში - 100%-ით შეივსებთ საჭირო ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს. 

 

ვისთვის არის რეკომენდებული?

 

პროდუქტი სრულიად უსაფრთხოა და მიუხედავად იმისა, რომ ფერადი, თინეიჯერული შეფუთვებით ჯენ-ზის ყურადღების მიქცევაზე ორიენტირდება, საპროფილაქტიკო მიზნით მისი მიღება ნებისმიერ ასაკშია რეკომენდებული.

ჩვენ გვჯერა, რომ თმა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენს გარეგნობაში. ის არ მარაგდება სისხლით, შესაბამისად, მის სრულფასოვან კვებაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ.  

 

https://go.psp.ge/3oXxOn1