
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ძალზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს.
ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია და ხშირად გვხდება ორივე სქესის წარმომადგენლებთან, თუმცა ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე, მისი შემთხვევები ქალებში უფრო ჭარბია.
ბლოგში დეტალურად განვიხილავთ დაავადების გამომწვევ მიზეზებს, მის სიმპტომებსა და მკურნალობის გზებს.
რა იწვევს ცისტიტს?
როგორც წესი, ცისტიტი შარდის ბუშტის ინფექციით გამოწვეული შარდის ბუშტის ანთებაა, რომელსაც უმეტესად ნაწლავური ჩხირი იწვევს. ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბინადრობს, თუმცა, თამამად შეუძლია შეაღწიოს შარდის ბუშტში და გამოიწვიოს ანთება. გარდა ნაწლავის ჩხირისა, ანთებას იწვევს სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, იშვიათად – სხვა მიკრობები.
ძირითადად, შარდის ბუშტში ინფექცია ხვდება შარდსადენი მილიდან და თირკმლიდან. იგი შეიძლება გავრცელდეს მცირე მენჯის ორგანოებიდან ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით. ანთებითი პროცესის განვითარებას ხელს კიდევ უფრო უწყობს შარდის ბუშტის ლაბილურობა.
შარდის ბუშტის ინფექციები შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით:
- შარდის ბუშტის ბოლომდე დაუცლელობა — მაგალითად, ორსულობის ან გადიდებული პროსტატის გამო;
- შარდსადენის (მილი, რომლის საშუალებითაც შარდი შარდის ბუშტიდან გარეთ გამოიყოფა) ირგვლივ დაზიანება ან გაღიზიანება;
- ანუსიდან შარდსადენში გადასული ბაქტერია-მაგ. სქესობრივი კავშირის დრო.
ცისტიტის რა ფორმები არსებობს და როგორი სიმპტომებით ვლინდება ისინი
განასხვავებენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს:
მწვავე ანთება გამოიხატება სამი ძირითადი ნიშნით, ესენია: გახშირებული, გაძნელებული და მტკივნეული შარდვა. ასევე, მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი შარდში პათოლოგიური ელემენტების არსებობაა. მწვავე ცისტიტი სწრაფად ვითარდება გაციებისგან ან სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.
რაც შეეხება ქრონიკულ ცისტიტს, მისთვის დამახასიათებელია შარდის ბუშტის არეში ტკივილი და შარდის ბუშტის კედელში ღრმა სტრუქტურული ცვლილებები. ანთებითი პროცესის კუნთოვან შრეზე გავრცელების შემთხვევაში შარდის ბუშტი კარგავს ელასტიკურობას და მისი ტევადობა მცირდება — ამ მდგომარეობას მიკროცისტიტს უწოდებენ.
იმ შემთხვევაში, თუ ცისტიტის მიმდინარეობას თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მატება, მაღალი სიცხე და შემცივნება, ეს ყოველივე ანთების თირკმელში გავრცელებაზე მიუთითებს.
არსებობს რიგი სიმპტომები, რომლებიც ცისტიტზე შეიძლება მიგვანიშნებდეს, მათ შორის არის:
- ხშირი შარდვა ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს (დიზურია);
- მუქი, მღვრიე ან/და სისხლიანი შარდი;
- მუცლის ქვედა ნაწილის ან მენჯის ტკივილი;
- შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება;
- მსუბუქი ცხელება.
ცისტიტი მამაკაცებსა და ქალებში
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცისტიტი ქალებში მეტად გავრცელებული პათოლოგიაა, რადგან ქალებს უფრო მოკლე შარდსადენი აქვთ. გარდა ამისა, შარდსადენის შესავალი უფრო ახლოსაა ანუსთან, რის გამოც ანუსიდან შარდის ბუშტში მარტივად მოხვედრილი ბაქტერია შარდის ბუშტის ინფექციას იწვევს.
თითქმის ყველა ქალს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ცისტიტი, ჩვეულებრივ, იგი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ეს პათოლოგია ხშირად გვხდება : ორსულ ქალბატონებში, აქტიური სქესობრივი ცხოვრების მქონე ქალებში და ქალებში, რომლებსაც მენოპაუზის პერიოდი უკვე გავლილი აქვთ.
რაც შეეხება ცისტიტს კაცებში, იგი ნაკლებად გავრცელებული პათოლოგიაა და არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, თუმცა ცისტიტის არსებობის შემთხვევაში მოსალოდნელია პაციენტს ჰქონდეს ძლიერი ტკივილი. მამაკაცებში ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა:
- შარდის ბუშტის ან პროსტატის ინფექცია, მაგალითად პროსტატიტი;
- საშარდე გზების ობსტრუქცია, მაგალითად სიმსივნის ან გადიდებული პროსტატის გამო.
ცისტიტი ორსულობის დროს
ორსულობისას ცისტიტი განსაკუთრებულ ყურადღებასა და დროულ რეაგირებას მოითხოვს, ვინაიდან ცისტიტის ან საშარდე გზების ინფექციის რისკი ორსულობის დროს მეტად იზრდება, რაც ჰორმონალური ცვლილებებითაა განპირობებული.
ამას გარდა, მზარდი საშვილოსნოს ზეწოლამ შარდის ბუშტზე შეიძლება შეაფერხოს შარდის ნაკადი და გაზარდოს ბაქტერიებით ინფიცირების ალბათობა. თავის მხრივ, მკურნალობის გარეშე ცისტიტმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული გართულებები, მაგალითად, თირკმლის მწვავე ანთება.
ცისტიტის სიმპტომები ბავშვებში
იშვიათად, თუმცა ცისტიტი მაინც გვხვდება ბავშვებში. მოზრდილ ასაკში იგი შარდის ბუშტის ანთების მსგავსი სიმპტომებით ვლინდება, რადგანაც ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები ვერ გადმოსცემენ სიმპტომებს ან უჭირთ ჩივილების აღწერა, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ ნიშნებს, როგორებიცაა:
- სისუსტე;
- გაღიზიანებულობა;
- დაქვეითებული მადა;
- ღებინება;
- მტკივნეული შარდვა;
- გახშირებული შარდვა ან ჭარბად შარდის გამოყოფა;
- ტირილი ან დისკომფორტი შარდვის დროს;
- უსიამოვნო შარდი;
- სისხლი შარდში;
- ცხელება.
დაავადების სამკურნალო ბუნებრივი საშუალება
დაავადების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ლაბორატორიული ანალიზი, რომელიც ადასტურებს ან გამორიცხავს ინფექციის არსებობას. ბაქტერიული ცისტიტის შემთხვევაში, მკურნალობა ანტიბიოტიკებით წარიმართება. ექიმები ყურადღებას ამახვილებენ სრულფასოვანი მკურნალობის აუცილებლობაზე, რისთვისაც საჭიროა სრული კურსის დასრულება იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები შემსუბუქდება ან გაქრება.
სააფთიაქო სივრცეში მრავლად მოიძებნება ცისტიტის სამკურნალო მედიკამენტური საშუალებები, რომლებსაც ანტიბაქტერიული მოქმედება აქვთ, მაგალითად, ისე როგორც კარგად ცნობილ ფურადონინს. თუმცა, აფთიაქებში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ამვილაბის ურობერის კაფსულები, რომლებიც ბუნებრივი და ქიმიური ინგრედიენტების სინთეზს წარმოადგენს.
ამვილაბი აქტიურად გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს. მის შემადგენლობაში ამერიკული შტოშის ექსტრაქტი, C და E ვიტამინია, რომლებიც დადებითად მოქმედებენ აღნიშნულ პრობლემაზე.
როგორ მოქმედებს ამვილაბი ურობერი?
ამვილაბის მოქმედების მექანიზმში დიდ როლს თამაშობს, მის შედგენილობაში მყოფი შტოშის ექსტრაქტი , რომელიც ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში, გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს მათ ადჰეზიას(შეწებებას) საშარდე გზების ეპითელიუმზე. პრეპარატი ცვლის შარდის pH -ს იმდენად, რომ ბაქტერიების გამრავლებისათვის არახელსაყრელი გარემოს ქმნის.
ყველაფერთან ერთად, შტოშს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, იგი განსაკუთრებით აქტიურია E.Coli - ის მიმართ, ასევე ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული და სპაზმოლიზური მოქმედებით. გარდა ამისა, შტოში აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს, ხელს უწყობს ზედა და ქვედა საშარდე გზებს,აფერხებს ინფექციის განვითარებას, თირკმლის ფუნქციონალურ ნორმალიზაციას. აგრეთვე, ამცირებს ცისტიტების განვითარების რისკს და კომპლექსურ თერაპიაში, პათოგენური ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარებას ანტიბიოტიკების მიმართ.
რა ჩვენებების დროს გამოიყენება პრეპარატი — როგორია მისი დოზირება
ამვილაბი ურობერის მიღება რეკომენდებულია შემდეგი ჩვენებების დროს:
საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობის შემთხვევაში
- ურეთრიტი;
- ცისტიტი;
- პიელონეფრიტი;
- პროსტატიტი.
თირკმელებში მარილების დროს
- ურატები;
- ოქსალატები;
- კარბონატები.
რაც შეეხება პრეპარატის გამოყენების დოზებს: უმჯობესია, პაციენტმა 4-8 კვირის განმავლობაში მიიღოს 2 კაფსული დღეში, 200 მლ წყალთან ერთად.
ზოგადად, პრეპარატი უსაფრთხოა და მისგან არანაირ გვერდით მოვლენებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, პრეპარატის მიღება დაშვებულია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account