რა არის ღვიძლის ციროზი და როგორ მკურნალობენ მას?

ციროზი ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც ორგანოს ხანგრძლივი დაზიანება იწვევს. ეს არის ერთგვარი ნაწიბუროვანი, ფიბროზული წარმონაქმნი, რომელიც ღვიძლის ფუნქციას აქვეითებს. 

შეიძლება შეგვხდეთ ჩანაწერები იმის შესახებაც, რომ ეს დაავადების ბოლო სტადიაა. ეს ძირითად იმიტომ ხდება, რომ ციროზი სხვა მძიმე დაავადებების შემდეგ ვლინდება ხოლმე. თუმცა, როგორც წესი, მას ავტონომიურ დაავადებად განიხილავენ. უფრო მეტიც, ღვიძლის ციროზს სტადიები თავადაც აქვს.

გარდა ციროზის სტადიებისა, დაავადების მრავალნაირი სახესხვაობა შეიძლება შეგხვდეთ: ბილიარული ციროზი, ალკოჰოლური ციროზი. მეტიც, ფიბროზი და ნაწიბუროვანი წარმონაქმნები შეიძლება გაჩნდეს ალვეოლებთანაც, შესაბამისად, არსებობს ფილტვის ციროზიც. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევა, როცა ღვიძლის ციროზი და ფიბროზი სხვადასხვა დაავადებებადაა მოხსენიებული, ეს კი, როგორც ავხსენით, არასწორია.

ღვიძლმა ციროზის პირობებშიც კი შეიძლება გააგრძელოს მუშაობა. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს დაავადება მაინც იწვევს უკმარისობასა და სერიოზულ გართულებებს, რაც შეიძლება სიცოცხლეს უქმნიდეს საფრთხეს. 

რა იწვევს ციროზს და რა კავშირშია ამასთან ალკოჰოლი? 

ციროზი, როგორც უკვე ვთქვით, ღვიძლზე ერთგვარი ნაწიბურების წარმოქმნის შედეგად გამოწვეული დაავადებაა. ნაწიბურების მუდმივი ზრდისა და მატების პროცესი იწვევს ანთებით პროცესს, საბოლოოდ კი ღვიძლის ფუნქციონირებას აფერხებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჰეპატიტები, ისე ციროზი.

ღვიძლის ციროზის გამომწვევი მიზეზებისა და რისკფაქტორების ჩამონათვალი არც ისე მოკლეა. ეს დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანოს დაზიანებით, ან წინასწარი გენეტიკური განწყობებით.

ასე, მაგალითად, ღვიძლის ციროზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ალკოჰოლით გამოწვეული ჰეპატიტები. ამ დროს ღვიძლი ქრონიკულად ზიანდება მავნე ნივთიერების მუდმივი მოხმარებით. სწორედ ამიტომ, ალკოჰოლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ორგანოს ფუნქციის დარღვევის. ეს არ ნიშნავს, რომ არაალკოჰოლური ცუდი ჩვევები არ იწვევს ღვიძლის დაზიანებას. 

ღვიძლის ალკოჰოლური ციროზი იმდენად გავრცელებულია, რომ ხშირად ის დაავადების ცალკე სახეობადაც კი შეიძლება იქნას მოხსენიებული. ამ მავნე ნივთიერების ზემოქმედება ღვიძლზე პროგრესირებადია — თავიდან შეიძლება დაიწყოს გაცხიმოვნებით, შემდეგ გადაიზარდოს ჰეპატიტში და ბოლოს ალკოჰოლურ ციროზში. 

რაც უფრო პროგრესირებს დაავადება და ხდება ღვიძლზე ერთგვარი ზეწოლაც ალკოჰოლის მოხმარებით, ღვიძლის ჯანსაღ ქსოვილს ნელ-ნელა ანაცვლებს დაზიანებული ქსოვილი — საბოლოოდ კი ორგანო გამართულად ფუნქციონირებას წყვეტს.

გამოცემა Healthline წერს, რომ 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ციროზის განვითარება 20%-დან 25%-მდე იზრდება იმ ადამიანებში, ვინც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებენ. გარდა ამისა, 2019  წელს ციროზის გამოწვეული სიკვდილიანობის მეოთხედი სწორედ ალკოჰოლის მოხმარებასთან იყო დაკავშირებული.

ციროზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ალკოჰოლთან კავშირში არმყოფი სტეატოჰეპატიტიც იყოს. მარტივად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ღვიძლში ჭარბი ცხიმის დაგროვებასთან. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა მოვიხმართ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შაქარს, სისხლში იმატებს ლიპიდების რაოდენობა, მეტაბოლიზმი არ არის მოწესრიგებული ან არტერიული წნევა გვაწუხებს.

ციროზის შეიძლება განვითარდეს ც ან ბ ჰეპატიტებიდანაც. როგორც ვიცით, ც ჰეპატიტი ინფექციაა, რომელიც ხშირად ქრონიკულ სახეს იღებს, თუმცა სამედიცინო მიღწევებით უკვე განკურნებადია. ბ ჰეპატიტი კი ქრონიკულ სახეს იშვიათად იღებს, თუმცა, თუკი ასე მოხდა, მისი მკურნალობა შეუძლებელია — მედიცინა მხოლოდ მართვის გზებს იცნობს. 

ნაკლებად გავრცელებული გამომწვევი მიზეზია ავტოიმუნური, ბილიარული დაავადებები. თუმცა, ზოგიერთმა ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული ანთება, მათ შორის ავტოიმუნური ჰეპატიტი, პირველადი ბილიარული ციროზი, პირველადი ბილიარული ქოლანგიტი და პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი.

საინტერესოა, რომ პირველადი ბილიარული ციროზი უმეტესად 35-დან 70 წლამდე ქალებში უფრო ხშირად ვლინდება. თუმცა, ცხადია, დაავადებისგან არცერთი ასაკისა თუ სქესის წარმომადგენელი არ არის დაზღვეული. 

ასევე, ავტოიმუნური წარმოშობის ეს დაავადება, როგორც წესი, აზიანებს ღვიძლის შიდა ნაღვლის სადინარებს და მათთან ახლოს მდებარე უჯრედებს. ხოლო დაახლოებითი მსგავსი სახელწოდების დაავადება - პირველადი ბილიარული ქოლანგიტი, აზიანებს როგორც შიდა, ისე ღვიძლის გარეთ მდებარე ნაღვლის სადინარებსა და უჯრედებს.

როგორ ამოვიცნოთ ღვიძლის ციროზი? 

ღვიძლის ციროზის ნიშნები იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შორსაა წასული დაავადება. საწყის სტადიაზე ღვიძლის ციროზის სიმპტომები შეიძლება არც გამოვლინდეს, ან გამოვლინდეს იმდენად ყოველდღიური ჩივილების სახით, რომ არც კი მიაქციოთ ყურადღება. რაც უფრო სერიოზული ხდება დაზიანება, ციროზის სიმპტომებიც უფრო და უფრო აშკარა და საყურადღებოა. 

 

ღვიძლის ციროზით დაავადების ნიშნები ადრეულ ეტაპზე შეიძლება იყოს: თავბრუსხვევა, მადის დაკარგვა, გადაღლა, შეგრძნება თითქოს რაღაც გჭირთ, ხილული სისხლძარღვები, რომლებიც ობობას ჰგავს (ობობის ანგიომა) და ხელის გულების სიწითლე (ერითემა).

დაავადების განვითარებასთან და დაზიანების ხარისხის მატებასთან ერთად ღვიძლის ციროზის სიმპტომებიც უფრო სერიოზული ხდება. ციროზის სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი ქსოვილის ფერის ცვლილება), კანის ქავილი გამონაყარის გარეშე, შარდის გამუქება და განავლის გაღიავება, კანზე ან ქუთუთოების მიმდებარედ ყვითელი ცხიმგროვები, წონაში კლება და კუნთების განლევა, დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ხასიათში ცვლილებები, მოტორული დისფუნქცია, მენსტრუალური ციკლის არევა, მამაკაცებში მკერდის უეცარი ზრდა.

მაღალ წნევასთან დაკავშირებული ღვიძლის ციროზის სიმპტომები დამატებით შეიძლება იყოს: მუცლის შეშუპება (ასციტი), კიდურების (ხელები, ფეხების ან სახის) შეშუპება, სისხლჩაქცევები და სისხლდენა (კოაგულოპათია), განავალში ან ღებინებისას სისხლი, შარდვის გაძნელება და ნაკლებობა (გამოწვეული თირკმლის დისფუნქციით) და სუნთქვის გაძნელება.

ღვიძლის ციროზის დაავადების ნიშნებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაშიც კი კარგი იქნება, თუ გაესაუბრებით ექიმს. ეს განსაკუთრებით საფრთხილოა მაშინ, როცა ციროზის გამომწვევი რომელიმე დაავადება გადატანილი გაქვთ ან რამდენიმე სიმპტომი ერთად გაწუხებთ.

როგორ მკურნალობენ ციროზს? 

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, ციროზის მკურნალობა მოიცავს დაავადების, ღვიძლის მდგომარეობის მართვას და არა მისგან განკურნებას. ხშირია არასწორი ინფორმაცია, რომ წარმოშობის მიხედვით ეს დაავადება განკურნებადი შეიძლება იყოს. მაგალითად, თითქოს ღვიძლის ციროზი, ასციტით, მკურნალობას ექვემდებარება. 

თუმცა, მეცნიერები გვეუბნებიან, რომ სწორი მიდგომით შესაძლებელია დაავადების მართვა და მასთან ერთად ცხოვრება. მართალია, ამ დაავადებას ახლავს გართულებები და საკმაოდ მძიმე შედეგებამდეც შეიძლება მივიდეს, მაგრამ დროული დიაგნოსტიკისა და სწორი თერაპიის ფარგლებში ციროზი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არ იმოქმედებს.

სიმპტომების მართვისა და პროგრესის შესაჩერებლად მრავალი გზა არსებობს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ პრობლემის მართვა ან დაავადების მკურნალობა, რამაც გამოიწვია ციროზი. თუკი, მაგალითად, ეს იყო ც ჰეპატიტი - უნდა იმკურნალოთ ჰეპატიტზე. 

გამომდინარე იქიდან, რომ ციროზის არცერთი ფორმისა და სტადიისთვის არ არის სახარბიელო ალკოჰოლის თანდართვა, ექიმი მოგთხოვთ, რომ უარი თქვათ თრობაზე. შესაძლოა, ასევე, დაგჭირდეთ წონაში კლებაც, თუკი წარბი წონა გაწუხებთ. 

როგორც ვახსენეთ, განასხვავებენ ციროზის სტადიებსაც და შესაბამისად, ექიმი ნიშნავს განსხვავებულ მკურნალობასაც. როგორც წესი, დაავადების მიმდინარეობა ორ სტადიად იყოფა — კომპენსირებული და დეკომენსირებული. ამ უკანაკნელს ციროზის ბოლო სტადიასაც უწოდებენ. შესაძლოა, ინგლისურ ენაზე შეგვხდეთ ტერმინი Peak Cirrhosis (პიკური, ან პიკის ციროზი). თუმცა, ეს მაინცდამაინც სამედიცინო და გამართული სამეცნიერო ტერმინი არ არის და უფრო მეტად იმის გამოსახატავად გამოიყენება, რომ ამ დროს დაავადება პიკს აღწევს და ყველაზე რთულ ფორმებში ვლინდება.

ციროზის დიაგნოსტირების შემდეგ აუცილებლად უნდა მიჰყვეთ იმ ინსტრუქციებს, რასაც ექიმი მოგცემთ - დაუშვებელია მისგან გადახვევა და, მით უფრო, თვითმკურნალობა. მიუხედავად იმისა, რამდენად ხელმისაწვდომი და ნაქებიც უნდა იყოს ესა თუ ის მედიკამენტი, ან ე.წ. ხალხური მედიცინის საშუალება, კონსულტაცია ყოველთვის გაიარეთ ექიმთან. 

გარდა კვების რაციონში გარკვეული ცვლილებებისა და რაღაც მავნე ჩვევებზე უარის თქმისა (ალკოჰოლი, თამბაქო, თრობის სხვა საშუალებები), საჭირო იქნება მედიკამენტოზური მკურნალობა. ციროზის სამკურნალო მედიკამენტები, როგორც წესი, მხოლოდ რეცეპტით გაიცემა - მათი ძლიერმოქმედი ბუნებიდან გამომდინარე. 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მედიკამენტი ქართულ ბაზარზე არის ჰეპტრალი. მისი შეძენა PSP-ს სააფთიაქო ქსელშიცაა შესაძლებელი და მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა.

ჰეპტრალის მთავარი აქტიური ინგრედიენტი ადემეთიონინია. ის გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა, პირველ რიგში, ღვიძლის ციროზი. ასევე, ინიშნება ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლშიდა ქოლესტაზის, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, აბსტინენციის სინდომისა და დეპრესიული სინდრომების დროს.