
ულსეპანი კუჭის დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატია. სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, ის წარმოადგენს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ.
მისი ძირითადი აქტიური ნივთიერებაა პანტოპრაზოლი, რომელიც ხელს უწყობს კუჭში მჟავიანობის შემცირებას და იცავს კუჭსა და ნაწლავს მჟავას ზემოქმედებისგან. ძირითადად ულსეპანი 40 მგ-იან ტაბლეტებში გვხვდება, რომელიც მარტივად იყოფა შუაზე - ეს კი საშუალებას იძლევა, რომ მოხდეს მისი დოზირების კონტროლი დაავადების სიმძიმისა და პაციენტის საჭიროებების მიხედვით. ულსეპანი საინიექციო ფორმით ნაკლებად ან არ არის ხოლმე წარმოდგენილი.
როგორ მუშაობს ულსეპანი?
ულსეპანის ანოტაცია გვეუბნება, რომ პანტოპრაზოლი, რომელიც მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლია და მუშაობს პროტონული ტუმბოს ინჰიბიციის პრინციპით. იგი ზღუდავს მარილმჟავას გამოყოფას კუჭში და შედეგად ამცირებს მჟავიანობას.
უჯრედებში არსებული პროტონული ტუმბოები აკონტროლებენ მჟავიანობას და მათი აქტიურობის შემცირება ხელს უწყობს მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების მართვას. მჟავის დონის შემცირება ამცირებს კუჭ-ნაწლავის დაზიანების რისკს, განსაკუთრებით ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD) ან წყლულოვანი დაავადებები.
პრეპარატის შედგენილობა და ფორმები
ულსეპანის 40 მგ ტაბლეტები შეიცავს პანტოპრაზოლის 40 მგ აქტიურ ნივთიერებას. ტაბლეტის შემადგენლობაში შედის დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფენ პრეპარატის სტაბილურობას და ეფექტურობას. ულსეპანი წარმოდგენილია ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის სწორად შეწოვას და მჟავე გარემოში დაშლას.
თუკი ულსეპანის 20 მგ გაქვთ დანიშნული, შეგიძლიათ როგორც ულსეპანი 40-იანის გაყოფა, ისე 20მგ-იანი ტაბლეტების მოძიება. თუმცა, ქართულ ბაზარზე ეს დოზირება ნაკლებად ხელმისაწვდომია.
ულსეპანი 20 მგ განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვთ ან საჭიროებენ დაბალ დოზას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ეს მცირე დოზაც გვხვდება, ულსეპანი 20-იანი საქართველოში ნაკლებად მოიპოვება.
პრეპარატის გამოყენება და ჩვენებები
ულსეპანის ინსტრუქცია გვეუბნება, რომ მისი გამოყენება რეკომენდებულია კუჭისა და ნაწლავის მჟავიანობასთან დაკავშირებული მდგომარეობების სამკურნალოდ. პრეპარატი ინიშნება შემდეგი დაავადებების დროს:
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება(GERD), რომელიც იწვევს გულძმარვას, მუცლის ტკივილსა და მჟავას რეფლუქსს.
- წყლულოვანი დაავადებები (თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულები), რომელიც მკურნალობას საჭიროებს მჟავას სეკრეციის დათრგუნვის გზით.
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა მდგომარეობები, რომელთაც ახასიათებთ მჟავას ჰიპერსეკრეცია, ანუ ჭარბი რაოდენობით გამომუშავება.
მედიკამენტის დოზირება და გამოყენების წესი
ულსეპანი ძირითადად გამოიყენება ყოველდღიური ტაბლეტის სახით, თუმცა მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია მისი ინიექციური ფორმით მიღება. ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში ულსეპანის 40მგ-ს შეადგენს, თუმცა, როგორც ცნობილია, ულსეპანი 20მგ-იც შეიძლება დაინიშნოს მსუბუქი სიმპტომებისას ან კომბინირებული თერაპიის ნაწილად. ტაბლეტები მიიღება უზმოზე, რის შემდეგაც ხდება მისი სწრაფი შეწოვა და მოქმედება.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებლად უნდა გავიაროთ კონსულტაცია ექიმთან. ულსეპანი ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა, ეს არ იძლევა თვითმკურნალობის დაწყების საფუძველს. ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა ეს მედიკამენტი თქვენთვის საჭირო და იმ შედეგის მომცემი, რაც თერაპიისგან გჭირდებათ.
ულსეპანის გვერდითი ეფექტები და უსაფრთხოება
მედიკამენტის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც უნდა მიიღოთ ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ულსეპანის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე ნივთიერებაზე ალერგიული რეაქცია, უკუჩვენებების რისკი - სწორედ მკურნალმა მედიკოსმა უნდა აწონ-დაწონოს.
ზოგადად კი ულსეპანი უსაფრთხოა ხანმოკლე და ხანგრძლივი თერაპიისთვის, თუმცა არსებობს შესაძლო გვერდითი მოვლენები, რომელთა შორისაა თავის ტკივილი, დიარეა და მუცლის შებერილობა. ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა მუდმივი კონტროლი, რათა თავიდან ავიცილოთ ორგანიზმში B12 ვიტამინის დეფიციტი და მინერალების არასაკმარისი შეწოვა.
ულსეპანი ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში
არსებული მონაცემების თანახმად, ულსეპანის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მაშინ, როცა პრეპარატის სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკებს ნაყოფისა და ახალშობილისთვის.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
ულსეპანმა, როგორც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების შეწოვაზე, რომლებიც კუჭის მჟავიანობაზე არიან დამოკიდებულნი, მაგალითად, აივ პროტეაზას ინჰიბიტორებზე ან ზოგიერთ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატზე.
თუ პაციენტს აქვს პარალელურად სხვა მედიკამენტების მიღება დანიშნული, სასურველია ექიმთან კონსულტაცია შესაძლო ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად.
პაციენტებს ხშირად აინტერესებთ, სად და როგორი ღირებულებით შეიძლება პრეპარატის შეძენა. ულსეპანი 40მგ ფასი ცვალებადია და სხვადასხვა აფთიაქშიც კი განსხვავებული შეიძლება იყოს.
რაც შეეხება ხელმისაწვდომობას - ულსეპანი 40 მგ-ის ფასი საკმაოდ დაბალბიუჯეტურად ითვლება და მისი შეძენა PSP-ს სააფთიაქო ქსელშიც შეგიძლიათ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account