აზიმაკი არის მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი. მისი აქტიური ნივთიერებაა აზითრომიცინი. პრეპარატი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით მრავალი სახის ბაქტერიის წინააღმდეგ, როგორც გრამდადებითის, ასევე გრამუარყოფითის შემთხვევაში.
რისთვის გამოიყენება აზიმაკი?
აზიმაკი გამოიყენება სხვადასხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ:
- სასუნთქი სისტემის ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია);
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ანგინა, სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები;
- ლაიმას დაავადება (ბორელიოზი);
- Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.
როგორ მოქმედებს აზიმაკი
ვახსენეთ, რომ ეს მედიკამენტი მიეკუთვნება აზალიდების ქვეჯგუფს. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს უნიკალური ქიმიური სტრუქტურა.
აზიმაკი ეფექტურია მრავალი სახის ბაქტერიის წინააღმდეგ, მათ შორის:
- გრამდადებითი (მაგ., სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი);
- გრამუარყოფითი (მაგ., ენტეროკოკი, ნაწლავის ჩხირი);
- სხვა სპეციფიკური ბაქტერიები (მაგ., მიკოპლაზმა, ქლამიდია).
1. ბაქტერიების ზრდის შეჩერება
მედიკამენტი მოქმედებს ბაქტერიების ცილების სინთეზის პროცესზე. ის უკავშირდება ბაქტერიის რიბოსომებს და ხელს უშლის მათ ახალი ცილების წარმოებაში. ამით ის აჩერებს ბაქტერიების გამრავლებასა და ზრდას.
2. ბაქტერიციდული ეფექტი
მაღალი კონცენტრაციის დროს, განსაკუთრებით ანთების კერაში, აზიმაკი შეიძლება მოქმედებდეს ბაქტერიციდულად. ეს ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ აჩერებს ბაქტერიების ზრდას, არამედ კლავს კიდეც მათ.
3. სწრაფი შეწოვა და გავრცელება
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რადგან ის მდგრადია მჟავე არეში. ის ასევე კარგად ვრცელდება სხეულში და აღწევს ინფექციის კერებში.
მაღალი კონცენტრაცია ქსოვილებში
აზიმაკის კონცენტრაცია უჯრედებსა და ქსოვილებში 10-50-ჯერ მეტია, ვიდრე სისხლში. ეს ნიშნავს, რომ პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია ქსოვილოვანი ინფექციების დროს.
ხანგრძლივი მოქმედება
აზიმაკის ბაქტერიციდული კონცენტრაცია ინფექციის კერაში შენარჩუნებულია 5-7 დღის განმავლობაში უკანასკნელი დოზის მიღების შემდეგაც. ეს საშუალებას იძლევა მკურნალობის კურსი იყოს ხანმოკლე.
აზიმაკის მიღების წესი
აზიმაკი 500 მგ. კაფსულა - დოზირება და მიღების წესი
მკურნალობას რომ მაქსიმალური შედეგი ჰქონდეს, ამისთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს წამლის მიღების წესი. ზოგადი წესი შემდეგია:
- მიიღება დღეში ერთხელ;
- მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
დოზირება მოზრდილებში:
- ჩვეულე ბრივი ინფექციებისთვის:
- აზიმაკი 500 მგ პირველ დღეს, შემდეგ 250 მგ 4 დღე, ან
- Azimac 500 მგ დღეში 3 დღის განმავლობაში
- უროგენიტალური ინფექციებისთვის: 1 გ ერთჯერადად
- ლაიმას დაავადებისთვის: 1 გ პირველ დღეს, შემდეგ 500 მგ 4 დღე
აზიმაკი ბავშვებისთვის
აზიმაკი ბავშვებისთვის — დოზირება ბავშვებში (10 კგ-ზე მეტი წონის):
- 10 მგ/კგ პირველ დღეს, შემდეგ 5 მგ/კგ 4 დღე, ან
- 10 მგ/კგ დღეში 3 დღის განმავლობაში
მნიშვნელოვანი რჩევები აზიმაკის მიღებამდე
- ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით;
- დაასრულეთ მკურნალობის სრული კურსი, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ;
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გამოგივლინდათ გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მედიკამენტის სწორად მიღება ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს. ყოველთვის მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს და წაიკითხეთ პრეპარატის ინსტრუქცია.
აზიმაკის სუსპენზია 200 მგ/5მლ — დოზირება და მიღების წესი
აზიმაკი სუსპენზია შეგიძლიათ მიიღოთ დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად, მხოლოდ პერორალურად.
აზიმაკის სუსპენსია - დოზირება
- მოზრდილები და 45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: • 500 მგ (12.5 მლ) დღეში, 3 დღის განმავლობაში
- 45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: • 10 მგ/კგ დღეში, 3 დღის განმავლობაში • 15-25 კგ (3-7 წელი): 5 მლ დღეში • 26-35 კგ (8-11 წელი): 7.5 მლ დღეში • 36-45 კგ (12-14 წელი): 10 მლ დღეში
განსაკუთრებული შემთხვევები:
- Chlamydia trachomatis: 1000 მგ (25 მლ) ერთჯერადად
- Neisseria gonorrhoeae: 1000 ან 2000 მგ (25 ან 50 მლ), ექიმის დანიშნულებით
სუსპენზიის შემთხვევაშიც, აუცილებელია რომ პრეპარატი სწორად იყოს მიღებული, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ მკურნალობის ეფექტურობა და თავიდან ავიცილოთ შესაძლო გვერდითი ეფექტები.
რა გვერდითი ეფექტები აქვს აზიმაკს?
მიუხედავად იმისა, რომ აზიმაკი ზოგადად კარგად აიტანება, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გვერდითი ეფექტები:
- გულისრევა;
- ღებინება;
- ფაღარათი;
- ტკივილი ეპიგასტრიუმში;
- მეტეორიზმი;
- ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება;
- გამონაყარი.
გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქია და გარდამავალი ხასიათისაა. თუმცა, თუ ისინი მძიმე ან ხანგრძლივია, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა 3 წელია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ინახებოდეს 10-25°C ტემპერატურაზე, მშრალ და აუცილებლად ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
აზიმაკის ფასი პსპ
აზიმაკის ფასი განსხვავებულია და დამოკიდებულია წამლის ტიპზე. მაგალითად, აზიმაკის კაფსულა Azimac - აზიმაკი 500 მგ PSP-ში 13.80 ღირს, ხოლო თუ გსურთ სუსპენზია, მაშინ შეგიძლიათ შეიძინოთ — აზიმაკი 200 მგ /5მლ. ფხვნილი 15 მლ.. დასალევი-სუსპენზია, ამ კონკრეტულის აზიმაკის ფასი პსპ-ში 10.99 ლარია. ფასის ცვლილებებსა და ფასდაკლებებზე ინფორმაციის დროულად მისაღებად თვალი ადევნეთ PSP-ს ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებს.
აზიმაკი არის ეფექტიანი ანტიბიოტიკი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, როგორც ნებისმიერი ანტიბიოტიკი, ის უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მკაცრად დაიცვათ დოზირების რეჟიმი. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან ეჭვი, ყოველთვის კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account