იცოდით, რომ სრულად აღჭურვილი პირველადი დახმარების ყუთი მნიშვნელოვნად ამცირებს სერიოზული დაზიანებების გამწვავების რისკს?
პირველადი დახმარების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერება სულ უფრო მაღლდება, თუმცა კვლავაც უგულებელყოფილი რჩება იმ ნივთების სია, რომელიც აღნიშნული დახმარების აღმოსაჩენად არის საჭირო. First Aid Kit იმის მიხედვით კომპლექტდება, თუ სად არის განთავსებული, თუმცა უმეტესად, ძირითადი კომპონენტები უცვლელი რჩება. მთაში თუ ბარში, მანქანაში თუ სახლში, უბედური შემთხვევისა თუ მსუბუქი დაზიანებისგან დაცული არავინ არის, ამიტომ მოინიშნეთ იმ ნივთების სია, რომელიც აუცილებლად უნდა მოგეპოვებოდეთ:
1. ელასტიური და სტერილური ბინტი - მათი დანიშნულება ტრავმის დაფიქსირება ან მექანიკური დაზიანების შემდგომ გასუფთავებული უბნის სტერილურად შენახვაა.
2. წებოვანი პლასტირი - (სურვილის შემთხვევაში) ე.წ სანტავიკი და წებოვანი პლასტირის რგოლი მცირედით გაჭრილი, აქერცლილი, გაკაწრული ან მსუბუქად დაზიანებული კანის ზედაპირზე შეგიძლიათ მოირგოთ;
3. სტერილური კომპრესი - თუ დამწვრობაზეა საუბარი, მაშინ სტერილური ჰიდროფილური კომპრესის გამოყენებაა საჭირო;
4. თერმული საბანი - გამოიყენება ჰიპოთერმიის მყისიერად დასაძლევად, მაშინ როდესაც ადამიანი ტემპერატურის სწრაფი დაკარგვის შოკის საფრთხეშია, იცავს სხეულს გადაცივებისა და გადახურებისგან;
5. სამკუთხა დოლბანდი/ფიქსატორი - მოტეხილი კიდურის მობილურობის შესამცირებლად, ასევე სისხლდენის კონტროლისთვის შესაძლებელია სამკუთხა ფიქსატორის გამოყენება;
6. სისხლის შესაჩერებელი ლახტი - იქამდე, სანამ თქვენ მიერ გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მოვა, ლახტის სწორ ადგილზე გადაჭერით სისხლდენის შეჩერებაა შესაძლებელი;
7. ანტისეპტიკური ხსნარი - ვერცერთი ზემოთ ხსენებული მანიპულაცია ვერ შესრულდება, თუ თქვენ არ დაიმუშავებთ ხელებს შესაბამისი ანტისეპტიკური ხსნარით, საჭიროების შემთხვევაში კი, დაზარალებულის დაზიანებულ უბანს არ დაადეზინფიცირებთ;
8. პატარა მაკრატელი - რამდენად უგულებელყოფილიც არ უნდა იყოს, ლაშქრობისას, მანქანით გადაადგილებისას, ან ნებისმიერ გარე სივრცეში ყოფნისას მსგავსი ნივთის მოძიებაში ზედმეტი დრო რომ არ დაგჭირდეთ, პირველადი დახმარების კიტში აუცილებლად უნდა მოიპოვებოდეს - მაკრატელი.
9. ერთჯერადი ხელთათმანი
10. ინსტრუქცია
პირველადი დახმარების ყუთში ასევე უნდა მოთავსდეს პრეპარატები და ხსნარები, რომელიც შესაძლებელია დაგჭირდეთ. გახსოვდეთ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი თვითონ ყუთის სწორად დაორგანიზება და მოსახერხებელ ადგილას განთავსებაა. მისი ადგილი და ნივთების გამოყენების წესი ოჯახის ყველა წევრმა უნდა იცოდეს. ჯანმრთელობას გისურვებთ!
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account