ნოვანეფრონი — ნატურალური საშუალება შარდ-სასქესო სისტემის ჯანმრთელობისთვის

ნოვანეფრონი წამალია, რომელიც ბუნებრივი შედგენილობით გამოირჩევა და  შექმნილია შარდ-სასქესო სისტემის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. 

ეს პრეპარატი შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებსა და მაგნიუმის ციტრატს, რაც მას ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებებით ამდიდრებს. მისი უნიკალური ფორმულა შარდგამომყოფი სისტემის დაავადებების ეფექტური მკურნალობისთვისა და პრევენციისთვისაა განკუთვნილი.

როგორია ნოვანეფრონის შედგენილობა და ძირითადი თვისებები 

ნოვანეფრონის ტაბლეტები შეიცავს ბუნებრივ, მცენარეულ ინგრედიენტებს, რომელთა კომბინაციაც შარდ-სასქესო სისტემის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. მისი ძირითადი კომპონენტებია:

  1. თირკმლის ჩაი (Orthosiphonstamineus Benth): ის უზრუნველყოფს მედიკამენტის შარდმდენ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.
  2. დათვის კენკრა (Bearberry): გამოირჩევა ანტიმიკრობული და შარდმდენი თვისებებით. ის ასუფთავებს თირკმელებს და შარდის ბუშტს.
  3. შტოში (Cranberry): ხელს უშლის ბაქტერიების შარდის ბუშტზე მიმაგრებას და აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას.
  4. სიმინდის ულვაში (Corn Silk): გვეხმარება ნაღვლის სეკრეციის გაუმჯობესებასა და ორგანიზმის დეტოქსიკაციაში.
  5. შვიტა (Equisetum): უზრუნველყოფს წყალ-მარილოვანი ბალანსის შენარჩუნებას  ორგანიზმში და ხელს უშლის შარდის კენჭების წარმოქმნას.
  6. სამკურნალო ბაბუაწვერა: აუმჯობესებს კანისა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.
  7. მოცვი (Bilberry): ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს და აუმჯობესებს სისხლძარღვთა მდგომარეობას.
  8. მაგნიუმის ციტრატი: ხელს უწყობს ენერგიის შენარჩუნებასა და თირკმლებში კენჭების წარმოქმნის პრევენციას.

ქართულ სააფთიაქო ქსელებში ნოვანეფრონი, ძირითადად, ტაბლეტის სახითაა წარმოდგენილი. 

როდის ნიშნავენ პრეპარატს — ჩვენებები და გამოყენების სფეროები

მედიკამენტი ნოვანეფრონი ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ თვითმკურნალობას უნდა მივმართოთ და სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე დავიწყოთ მისი მიღება. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია, შესაბამისმა ექიმმა დასვას დიაგნოზი და გაწეროს მკურნალობის გეგმა.

ნოვანეფრონის ანოტაცია კი გვეუბნება, რომ ის რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების მკურნალობისთვის:

  • შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები: როგორიცაა ურეთრიტი, ცისტიტი და პიელონეფრიტი.
  • თირკმელკენჭოვანი დაავადება: ნეფროლითიაზი და შარდის ბუშტის კენჭები.
  • "ნეფროზული სინდრომი": პრეპარატი ხელს უწყობს შარდმდენი და ანტიმიკრობული მოქმედებების გაძლიერებას.
  • არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა): შარდმდენი მოქმედებით ნოვანეფრონი ამცირებს არტერიულ წნევასაც.
  • ქოლეცისტიტი და ღვიძლის დაავადებები: ნაღველმდენი თვისებები პრეპარატს საშუალებას აძლევს, დადებითად იმოქმედოს ღვიძლის ფუნქციაზეც.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებულ დაავადებებსა თუ პრობლემებს გამოკვეთილი ნიშნები შეიძლება სდევდეს თან, არ დაუსვათ დიაგნოზი საკუთარ თავს და არ დაიწყოთ მედიკამენტის გამოყენება ექიმთან კონსულტაციამდე.

ნოვანეფრონის მიღების წესი და დოზირება 

როგორც სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, ნოვანეფრონიც თქვენი საჭიროების მიხედვით უნდა მიიღოთ. როგორია დაავადების სირთულე? - ამას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს და თავადვე გეტყვით, 

ზოგადი მიდგომით კი, ნოვანეფრონის ტაბლეტები რეკომენდებულია მიიღოთ დღეში 1-2 ტაბლეტი, დილასა და საღამოს, ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 2-8 კვირას, თუმცა ექიმის რეკომენდაციით ეს პერიოდი შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ რეგულარულად, რათა მიიღოთ მაქსიმალური შედეგი. ამავდროულად, მისი თვითნებურად შეწყვეტა თავდაპირველი შვებისა თუ შედეგისთანავე დაუშვებელია - მიიღეთ მედიკამენტი იმდენ ხანსაც, რა ხანგრძლივობითაც მას ექიმი გამოგიწერთ.

გამოიყენება თუ არა ნოვანეფრონი ორსულობისა და ლაქტაცის პერიოდში 

ნოვანეფრონი და ორსულობა განსაკუთრებით საინტერესო თემაა მომავალი დედებისთვის. როგორც მედიკამენტების უმრავლესობა, ისიც დაუშვებელია მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მისი საჭიროება სწორედ მედიკოსმა უნდა შეაფასოს.

როგორც წესი, პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ორსულობის II და III ტრიმესტრში, მაგრამ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით - მას შემდეგ, რაც ის აწონ-დაწონის ნოვანეფრონის სარგებელსა და მისი მიღების რისკებს. 

ლაქტაციის პერიოდში მისი მიღება ასევე შესაძლებელია, მაგრამ ექიმმა ამ შემთხვევაშიც უნდა შეაფასოს სარგებელი დედისთვის და რისკები ჩვილისთვის.

როგორია პრეპარატის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები 

ნებისმიერ მედიკამენტს აქვს გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები, რომელთა შესახებაც მიღებამდე უნდა გქონდეთ ინფორმაცია.

ნოვანეფრონი, როგორც წესი, კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ და იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. თუმცა ზოგ შემთხვევაში მაინც შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, სისუსტე ან სისხლის შედედების მომატება. 

მედიკამენტის უკუჩვენებები კი შეიძლება იყოს:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
  • ჰიპერაციდული გასტრიტი.
  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.

ნოვანეფრონის ფასი და ხელმისაწვდომობა 

ნოვანეფრონი ფასი პაციენტების მიერ დასმულ შეკითხვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირია. მედიკამენტი ითვლება ბიუჯეტურად, რაც მას შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების სამკურნალოდ ხელმისაწვდომს ხდის. 

საქართველოში ნოვანეფრონი პსპ-ს სააფთიქო ქსელში შეგვიძლია, შევიძინოთ. შეფუთვაში ნოვანეფრონის 30 ტაბლეტია განაწილებულ ორ ფირფიტაზე. ნოვანეფრონის ფასი პსპ-ში ცვალებადი შეიძლება იყოს - მისი გადამოწმება ყოველთვის შეგიძლიათ ქსელის ვებგვერდზე, PSP.ge.

ნოვანეფრონის უპირატესობები და მისი როლი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში 

ექიმები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ რა უპირატესობები აქვს ზემოხსენებული დაავადებების სამკურნალოდ თუ სამართავად ნოვანეფრონს. ისინი რამდენიმე კატეგორიად შეგვიძლია გავაერთიანოთ:

  • ბუნებრივი შედგენილობა: მცენარეული ინგრედიენტები პრეპარატს მეტად უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის, რის გამოც ის ხშირადაა ექიმების რჩეული.
  • მრავალმხრივი მოქმედება: მას ახასიათებს მრავალმხრივი მოქმედება, არის შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი - ამ თვისებებით კი  ნამდვილად გამოირჩევა ბაზარზე.
  • გრძელვადიანი გამოყენების შესაძლებლობა: ეს პრეპარატი ნაკლებად ტოქსიკურია და ხანგრძლივი გამოყენებისას გვერდითი მოვლენები იშვიათია.
  • ხელმისაწვდომობა: ნოვანეფრონი შეიძლება შეიძინოთ რეცეპტის გარეშე, რაც მომხმარებლისთვის კომფორტულია.

შარდ-სასქესო სისტემის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი კომპონენტია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ნოვანეფრონი ანოტაცია მოწმობს, რომ ეს წამალი არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ პრევენციასაც ემსახურება. რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს შარდ-სასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და აგვაცილებს ისეთ გართულებებს, როგორიცაა თირკმლის კენჭები და შარდის ინფექციები.