მყარი ძვლოვანი სისტემა

კალციუმის ციტრატი - უფრო მყარი ძვლოვანი სისტემისთვის

კალციუმი, რომელსაც ხშირად უწოდებენ "სამშენებლო ბლოკს" წარმოადგენს მინერალს, რომელიც ცნობილია თავისი გადამწყვეტი როლით ძლიერი ძვლებისა და კბილების შენარჩუნების პროცესში. რა თქმა უნდა, ამასთანავე ორგანიზმის გამართულად ფუნციონირების სხვადასხვა ეტაპზეც მნიშველოვან დატვირთვას ატარებს.  

 მიუხედავად იმისა, რომ კალციუმი ბუნებრივად გვხვდება სხვადასხვა საკვებში, რეკომენდებულია მისი მიღება საპროფილაქტიკო, ან ექიმის დანიშნულებით სამკურნალო კურსისას.

  ამ მოკლე ბლოგში ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ კალციუმის ციტრატს, მის სარგებელს და რატომ არის ის ღირებული დანამატი თქვენი ჯანმრთელობისთვის.

 ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ კალციუმის დანამატები, როგორც წესი, იყიდება კალციუმის კარბონატის ან ციტრატის სახით. კალციუმის ციტრატი უფრო ადვილად შეიწოვება, ვიდრე კარბონატი, რადგან ორგანიზმს არ სჭირდება კუჭის მჟავა მისი ათვისებისთვის, რაც მას განსაკუთრებით საუკეთესო არჩევანს ხდის იმ ადამიანებისთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აწუხებთ.

 მისი მიღების ჩვენებები შესაძლოა იყოს კალციუმის გამოხატული დეფიციტის მკურნალობა ან პროფილაქტიკა, ოსტეოპოროზის, კარიესის თუ ძვლის მინერალური სიმყიფის პროფილაქტიკა და მკურნალობა,  მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, ორსულობა და ლაქტაცია, მენოპაუზის და ხანდაზმული ასაკის პერიოდში კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა და სხვა. 

სარგებელზე საუბრისას, პირველ რიგში მისი აბსორბციის მაღალი სიჩქარე უნდა აღვნიშნოთ

 კალციუმის ციტრატის ხსნადობა საშუალებას აძლევს მას ეფექტურად შეიწოვოს, მაშინაც კი, როდესაც მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე ხდება. 

აღსანიშნავია საჭმლის მომნელებელი სისტემისადმი ტოლერანტობაც. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ კალციუმის კარბონატის დანამატები დაკავშირებულია ისეთ დისკომფორტთან, როგორიცაა შებერილობა ან ყაბზობა, თუმცა კალციუმის ციტრატი უფრო „რბილი მოქმედებისაა“ და ფაქტობრივად არ იწვევს აღნიშნულ გვერდით მოვლენებს. 

კალციუმი ძვლების სიჯანსაღეს  უწყობს ხელს და ასაკთან დაკავშირებულ სხვადასხვა დაავადებას აფერხებს, მათ შორის ოსტეოპორიზისა და ოსტეოპენიის განვითარებას, ზრდის ძვლის სიმკვრივეს და მინერალიზაციას. ის წარმოადგენს ენერგიის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან ერთ-ერთ ფაქტორს. მონაწილეობს სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, კუნთოვანი ქსოვილის შეკუმშვა - მოდუნებაში, გულის კუნთის მუშაობაში; კალციუმი მაგნიუმთან ერთად ამცირებს პრემენსტრუალური სინდრომის ჩივილებს; უნარჩუნებს ორგანიზმს ფიზიოლოგიურ PH-ს.

Pure - პიური CA ციტრატი  არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებსა და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებსა და კონსერვანტებს, თუმცა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დანამატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. 

https://go.psp.ge/4591rl6