მაკმირორი — გინეკოლოგიური ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალება

მაკმირორი იტალიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც ვაგინალური კაფსულების, ტაბლეტებისა და მალამოს სახით არის წარმოდგენილი. მედიკამენტის სამივე ფორმა აქტიურ ნივთიერება ნიფურატელს შეიცავს, მაკმირორის სანთელსა და მალამოში კი მასთან ერთად ნისტატინიც შედის.

PSP-ის აფთიაქებში პრეპარატი სავაჭრო დასახელებით - მაკმირორი კომპლექსი ვაგინალური კაფსული 500 მგ - რეცეპტის გარეშე გაიცემა. რაც შეეხება მაკმირორი 200მგ-სა (ტაბლეტები) და მაკმირორი კომპლექსი კრემი 30გ-ს, მათი შეძენა ექიმის რეცეპტის საფუძველზეა შესაძლებელი.

რისთვის და როგორ გამოიყენება მაკმირორის ვაგინალური კაფსულები? 

ვაგინალური კაფსულების სახით წარმოდგენილი მაკმირორის სანთელი 500 მგ ნიფურატელსა და 200 000 ს.ე. ნისტატინს შეიცავს. პრეპარატში დამხმარე ნივთიერების სახით დიმეტიკონიც შედის.

მაკმირორის ვაგინალური კაფსულები გინეკოლოგიური ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება. მას ვულვოვაგინალური ინფექციების წინააღმდეგ კომპლექსური თერაპიის სახით მიმართავენ. ის პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: Candida ტრიქომონადებით და ბაქტერიებით არის გამოწვეული.

ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, 1 ვაგინალური სანთელი დღეში ერთხელ, საღამოს, ძილის წინ უნდა გამოიყენოთ. მკურნალობა 8 დღის განმავლობაში გრძელდება. მაქსიმალური ეფექტიანობისთვის სასურველია, კაფსული საშოს ზედა ნაწილში შეიყვანოთ.

მაკმირორის კაფსულების გამოყენების შემდეგ, ერთეულ შემთხვევაში, შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოვლინდეს, მათ შორის დერმატიტი ან ჭინჭრის ციება. ასევე იშვიათად აღინიშნება ქავილი და წვის შეგრძნება საშოში.

პრეპარატის ტაბლეტების დანიშნულება, მიღების წესი და დოზირება 

მაკმირორის ერთი ტაბლეტი 200 მგ ნიფურატელს და დანამატებს შეიცავს, მათ შორის ამიდონს, მაკროგოლ 6000-ს, მაგნიუმის სტეარატს, ჟელატინს, ტალკს, აკაციის ფისს, მაგნიუმის კარბონატს, შაქარსა და სხვ.

პრეპარატი ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებებით ხასიათდება. გამოიყენება ვულვოვაგინალური ინფექციების დროს, რომლებიც პათოგენური მიკროორგანიზმებით, მაგალითად, ბაქტერიით, ტრიქომინათი და სოკოთი არის გამოწვეული. მაკმირორის კრემი საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაშიც აქტიურად გამოიყენება.

პრეპარატით მკურნალობისას სქესობრივ კონტაქტს მოერიდეთ. რეკომენდებულია ალკოჰოლზე უარის თქმაც.

ვაგინალური ინფექციების დროს, მოზრდილებში, რეკომენდებული დოზა 200 მგ ნიფურატელს შეადგენს, რაც ერთი დრაჟეს ეკვივალენტურია. პრეპარატი დღეში 3-ჯერ, ერთი კვირის განმავლობაში, ორივე პარტნიორმა უნდა მიიღოს.

საშარდე გზების ინფექციების დროს, მოზრდილებში, რეკომენდებული დოზა 600-1200 მგ ნიფურატელს, ანუ 3-6 დრაჟეს შეადგენს. მკურნალობა, ჩვეულებრივ, 7 დღის განმავლობაში გრძელდება.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში მაკმირორის ტაბლეტები მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება, თუ სარგებელი რისკს აღემატება. პრეპარატით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

მაკმირორის აბების მიღების შემდეგ, გვერდითი მოვლენების სახით, ერთეულ შემთხვევებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები და კანზე გამონაყარი ვლინდება.

როგორ გამოვიყენოთ მაკმირორის მალამო?

მაკმირორი კომპლექსის კრემი მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი გამოყენების საშუალებაა. ის ეფექტიანია დაავადების ბაქტერიული, პროტოზოული და სოკოვანი გამომწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კრემის 100 გ აქტიური ნივთიერების სახით 10 გ ნიფურატელსა და 4000000 ერთეულ ნისტატინს შეიცავს. არააქტიური ნივთიერებების სახით მალამოში შედის ქსალიფინი 15, პროპილ-ჰიდროქსიბენზოატი, მეთილ-ჰიდროქსიბენზოატი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, სორბიტოლის ხსნარი 70%, ტრიეტაკოლამინი 30% და გასუფთავებული წყალი 100გ-მდე.

მაკმირორის 2,5 გ კრემი, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, დღეში ერთხელ ან ორჯერ, დილით ან საღამოს, 8 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. მალამოს განსაზღვრული დოზა საშოში გრადუირებული აპლიკატორის მეშვეობით უნდა იქნას შეყვანილი.

აპლიკატორი პრეპარატის ტუბიკზე უნდა დამაგრდეს და კრემის საჭირო რაოდენობით შეივსოს. ამის შემდეგ, ის ტუბიკისგან უნდა განვაცალკეოთ, აპლიკატორი საშოში შევიყვანოთ და დავცალოთ.

სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია კრემის ისე შეყვანა, რომ საქალწულე აპკი არ დაზიანდეს. ამისთვის საჭიროა, აპლიკატორის ღერძიდან ნემსის ძირი მოვხსნათ და შპრიცის თავზე, საპირისპირო მხარეს დავამაგროთ. კრემი საშოში მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შევიყვანოთ.

კრემის გამოყენების შემდეგ, იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოვლინდეს, მათ შორის აღინიშნოს კანზე გამონაყარი და ქავილი.