კილსი - 5 პროდუქტი, რომელიც ამ ზამთარს უნდა სცადო

 

თუ ზამთრის ცივი ამინდი და დაბალი ტემპერატურა შენს კანზე ისევე აისახება, როგორც ბუნებაზე - არ იდარდო, დღეს ამერიკული ბრენდ კილსის იმ 5 პროდუქტს გაგაცნობთ, რომელიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარება:

·         სხეულის გამოშრობა

·         დაბალი ელასტიურობა

·         დაჭიმულობის შეგრძნება

·         მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა

·         მარტივი დაზიანება (დახეთვა/აქერცვლა)

·         კანის გაუხეშება და სხვა

 

კილსი - 165 წლის წინ, ნიუ-იორკში დაარსდა, ბრენდი, რომელიც გადაწყვეტებს მცენარეულ ექსტრაქტებში, ტრადიციულ ფორმულებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებში ეძებს. 

 

1. ავოკადოს დამატენიანებელი ნიღაბი - Avocado nourishing face mask 

ბესტსელერი - გაყიდვების ლიდერი

ავოკადო, გაგიკვირდებათ და, კენკრაა და კიდევ უფრო გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ აცტეკებისთვისაც ცნობილი გახლდათ, ამიტომ მათი კვების თუ მკურნალობის რეჟიმში აღნიშნულ პროდუქტს მთავარი როლი ეკავა. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ავოკადო დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რაც კანის ერთგვაროვანი სტრუქტურის, კოლაგენისა თუ ელასტინის სინთეზისთვის მნიშვნელოვანი პარამეტრია. კილსის დამატენიანებელი ნიღაბი კანს უფრო ფაფუკს, ნაზსა და რბილს ხდის, რისთვისაც მისი კვირაში სამჯერ გამოყენებაა საჭირო. უბრალოდ დაიტანეთ პროდუქტი სუფთა კანზე, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ და დაივიწყეთ მკაცრი კლიმატური პირობებისგან გამომშრალი ეპიდერმისი. 

2. Ultra Facial Moisturizer ულტრა სპეციალური დამატენიანებელი

„მსუბუქი უნდა იყოს, ადვილად შეიწოვებოდეს, არ ტოვებდეს წებოვნების შეგრძნებას და რა თქმა უნდა, მთელი დღის განმავლობაში ატენიანებდეს კანს“- უთხრა ყველა გოგონამ კონსულტანტს სახის ყოველდღიური საცხის შერჩევისას. ყველაფერმა, რასაც ვეძებთ, კილსის ფორმულაში მოიყარა თავი. დამატებით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, ულტრა სპეციალური დამატენიანებელი არ შეიცავს პარაბენებსა და არომატიზატორებს, რაც ზამთრის პერიოდში შედარებით გათხელებული, დამცველობით ფუნქცია დაქვეითებული, გაღიზიანებადობისკენ მიდრეკილი კანისთვის მნიშვნელოვანი კომფორტია. ფორმულაში შეხვდებით ზეითუნის რაფინირებულ ზეთს, ასევე გლიცერინს და კანის დამარბილებელ სხვა კომპონენტებს. 

 

 

3. Ultra Facial Cleanser ულტრა სახის გამწმენდი 

გამოწვევაა ზამთარში ისეთი გამწმენდის შერჩევა, რომელიც სრულფასოვნად გაასუფთავებს კანს, არ მოაშრობეს ბუნებრივ ცხიმებს, შესაბამისად - არ დაარღვევს მის ბუნებრივ მჟავა-ტუტოვან ბალანსს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად კილსის სუპერპროდუქტი ულტრა სახის გამწმენდი, გაყიდვების ლიდერი, კანის ყველა ტიპთან თავსებადი, ნაზი დასაბანი საშუალებაა შექმნილი. ის პატივს სცემს ჩვენს ბუნებრივ დამცავ ბარიერს, აძლიერებს მას, გვეხმარება შევინარჩუნოთ ეპიდერმისის სისუფთავე და ელასტიურობა. რა თქმა უნდა, არ შეიცავს პარაბენებს, სინთეტიურ არომატიზატორებს და მინერალურ ზეთებს, რისადმიც ჩვენი ორგანიზმი დაბალი ტოლერანტობით გამოირჩევა. გლიცერინის, ზეითუნის და ავოკადოს ზეთების შემცველობით პროდუქტი ჯეროვნად ასუფთავებს და ატენიანებს კანს. რაც მთავარია, აქვს ეკომეგობრული შეფუთვა. 

 

 

4. Clearly Corrective Dark Spot Corrector მუქი ლაქების მაკორექტირებელი შრატი 

 

პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ მზის სხივების დაბალი კონცენტრაციის გამო, ზამთარი იდეალური პერიოდია. პოსტ-აკნე, გარუჯვის შემდგომი თუ სხვა ტიპის დეპიგმენტაცია Clearly Corrective Dark Spot Corrector-ის ყოველდღიური გამოყენების შემდგომ პრობლემას აღარ წარმოადგენს. აქტიური, თუმცა სტაბილიზირებული Vitamin C-სა და სალიცილის მჟავის შემცველობით, პროდუქტი ნაზად ქერცლავს პრობლემურ უბნებს და 43%-ით ათანაბრებს კანის ფერს. 40 ათასზე მეტი უკუკავშირის გათვალისწინებით, მომხმარებელი რეკომენდაციას უწევს შრატის გამოყენებას. პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებს და ტოლერანტულია გაღიზიანებადობისკენ მიდრეკილი კანისთვისაც კი. 

 

5. Vital Skin-Strengthening Hyaluronic Acid Super Serum კანის გამძლიერებელი ჰიალურონის შრატი 

ჰიალურონი, ზამთრის რუტინის განუყოფელი კომპონენტი. ინგრედიენტი, რომელიც ისედაც მოიპოვება ჩვენს ორგანიზმში და რომლის დონის განლევაც ნაოჭების, წვრილი ხაზებისა თუ სიმშრალის სახით ვლინდება. სწორედ ამიტომ, კილსის სუპერ-შრატის სახელშიც სიტყვა“გამაძლიერებელი“ დომინირებს. პროდუქტი ყოველდღიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი კანის ტიპის მქონე ადამიანმა, რადგან მასში მცირე მოლეკულური ზომის ჰიალურონის მჟავაა, რომელიც ადვილად გადალახავს კანის დამცავ ბარიერს და აღწევს მის ღრმა შრეებამდე. ასევე, ფორმულაში შეხვდებით დაპატენტებულ, ადაპტოგენის მცენარეულ კომპლექსს, რომელიც ტრადიციული ჩინური, კორეული და აივერდის მედიცინის პრინციპებზეა დაფუძნებული. ის აგლუვებს, აჯსანსაღებს და აძლიერებს კანს. 

 

ტემპერატურის კლებასთან ერთად, რუტინის სეზონური ცვლილებაა აუცილებელი, რათა თავიდან ავირიდოთ კანის სიმშრალე, დახეთქვა, აქერცვლა თუ სხვა დისკომფორტი, სწორედ ამიტომ, ზამთარი იდეალური დროა კილსის ნატურალური, ეთიკური ბრენდის შესაყვარებლად.