სხეულის მოვლის უმნიშვნელოვანესი ნაწილს ცელულიტისა თუ სტრიების საპრევენციო საშუალებების გამოყენება წარმოადგეს
დაგვეთანხმებით, რომ სხეულის მოვლა ის სასიამოვნო რიტუალია, რომელიც ნებისმიერ სეზონზე აქტუალურია, თუმცა ზაფხულში კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ხშირად, არ ვუფიქრდებით იმ ფაქტს, რომ ერთი შეხედვით მომაბეზრებელი და გამაღიზიაებელი ელემენტები ცელულიტისა თუ სტრიების სახით, შესაძლოა სერიოზულ გზავნილს წარმოადგენდეს ჩვენი გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ.
დავიწყოთ სულ თავიდან, რა არის ცელულიტი?
ცხიმოვანი ქსოვილის ანთებითი პროცესი, წარმოდგენილი ფორთოხლისებრი კანით - ცელულიტია. სტატისტიკურად, მსოფლიო ქალების 80%-ზე მეტს აღნიშნული მდგომარეობა ცხოვრების რომელიმე ეტაპზე გამოუცდია. აქვე, აუცილებლად უნდა დავამსხვრიოთ ის მითი, რომ ცელულიტი რაიმე კავშირშია წონასთან. ის თანაბრად შეიძლება აწუხებდეს როგორც გამხდარ, ასევე შედარებით ჭარბწონიან ადამიანებს.
მისი წარმოშობის ძირითად რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს:
· არააქტიური ცხოვრების რეჟიმი
· მოუწესრიგებელი, დაუბალანსებელი საკვები რაციონი
· სტრესი
· გენეტიკური მიდრეკილება
· ჰორმონალური დისბალანსი
· ალკოჰოლისა და თამბაქოს აქტიური მოხმარება
· შენელებული სისხლის მიმოქცევა
· სხვა
უფრო ზუსტად რომ განვსაზღვროთ, მოცულობაში და რაოდენობაში გაზრდილი ცხიმის უჯრედების დაკაფსულირებისას, ირღვევა აღნიშნული უბნების ჟანგნადითა და შესაბამისი ნივთიერებებით მომარაგება, რაც აისახება შენელებულ სისხლის მიმოქცევაში. სწორად ამ დაზიანებულ, კაფსულირებულ უბანს ვხედავთ არათანაბარი ზედაპირის სახით წარმოდგენილს.
იმის მიხედვით, თუ რამდენად ღრმად არის აღნიშნული პროცესი წასული, განარჩევენ ცელულიტის სტადიებს. პირველ ეტაპზე, შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი უჯრედების გამოსაკვეთად საკმარისია კონკრეტულ უბანზე ხელის მოჭერითი, დაჭიმვითი მოქმედება. მეორე ეტაპზე, აღნიშნული უსწორმასწორო ზედაპირი ზედმეტად ძლიერი დაწოლის გარეშეც ჩანს, ანთებითი პროცესის მესამე სტადიისას კი რელიეფი არათანაბარია მოდუნებულ, მოშვებულ მდგომარეობაშიც კი.
ცელულიტის პრევენციის და მკურნალობის გზები:
ვარჯიში და სწორი კვება ნამდვილად ყველაფერ დადებითთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ, ანთებითი უბნების მკურნალობის საუკეთესო გზა სწორედ ტოქსინების გამოდევნაა ორგანიზმიდან, რისთვისაც შესაბამისი რაოდენობის სითხის მიღება, აქტიური მოძრაობა და ნაკლებ-მარილიანი პროდუქტით კვებაა საჭირო;
ანტიცელულიტური პროდუქტების გამოყენება
რა თქმა უნდა, ისევე როგორც ვარჯიში და სწორი კვება ვერ იქნება პანაცეა, არ არსებობს პროდუქტი, რომელიც ერთი ხელის მოსმით აქრობს ცელულიტს, თუმცა მთელი რიგი საცხები და გელები გამახურებელი ეფექტის საშუალებით ააქტიურებენ სისხლის მიმოქცევას იმ უბანზე, სადაც ეს განსაკუთრებით აუცილებელია. ეხმარებიან ტოქსინებს გათავისუფლებაში და აქვთ დეტოქს ეფექტი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ცელულიტის ვიზუალურ გამოვლინებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გომაჟის, მკვდარი უჯრედების მოშორების პრაქტიკის რუტინად ქცევა, სკრაბის აქტიური გამოყენება, რათა რელიეფი გამოსწორდეს.
რას წარმოადგენს სტრიები?
სტრიები (striae) არის ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ზოლები, რომლებიც ჩნდება მუცელზე, მკერდზე, თეძოებზე, დუნდულებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე.
სტრიების გაჩენა გამოწვეულია შემაერთებელი ქსოვილის სწრაფი გაფართოებით/გაწელვით/ დაზიანებით, რაც იწვევს ქსოვილის ატროფიას და ეპიდერმისის გათხელებას. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰორმონალური ფაქტორი, რადგან სტრიები ვითარდება მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც ხდება ჰორმონალური ცვლილებები და იშვიათად იჩენს თავს უბრალო ფიზიკური სტრესისგან.
მისი საპრევენციო ინგრედიენტების ეფექტურობა მცირე კვლევებით არის დამტკიცებული, თუმცა არ აიძლევა სანდოობის უტყუარ გარანტიას. მაგალითად, მიჩნეულია, რომ ვიტამინი E-ს, ჰიალურონის მჟავის, ელასტინის შემცველი პროდუქტები მეტად დამყოლს ხდიან კანს.
მიუხედავად იმისა, რომ ვთანხმდებით, შეუძლებელია არსებობდეს ოქროს ინგრედიენტები, რომელთა გამოყენებითაც სამუდამოდ დავივიწყებთ სტრიასა თუ ცელულიტს, ფაქტია, რომ სწორად შერჩეული პროდუქტები ამარტივებენ მათი ვიზუალურად შემცირების ეფექტს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account