
ქოშინი, სურდო, ცხვირის გაჭედვა, სინუსიტი, გაციება, თივის ცხელება და არასეზონური ალერგიული რინიტი — ეს ყველაფერი ძალიან ხშირი პრობლემებია, რომლებიც უამრავ ადამიანს აწუხებს.
სინუსიტი ცხვირის და სინუსების ანთებას გულისხმობს, რაც გამოწვეულია ინფექციით ან ალერგიული რეაქციებით და ხშირ შემთხვევაში, შეშუპებას, ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას იწვევს.
თივის ცხელება, იგივე სეზონური ალერგია, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში ძლიერდება და ბალახის, მცენარეების ან ყვავილების მტვრის გამო იწყება. არასეზონური ალერგიული რინიტი კი სეზონის გარეშე, მთელი წლის განმავლობაში ვლინდება და შესაძლოა ცხოვრების ხარისხზე სერიოზულად იმოქმედოს.
ყველა ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია და ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს ხვდება. სწორედ ამიტომ, ცხვირის სპრეი ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, რომელიც სწრაფად და კომფორტულად არბილებს სიმპტომებს და ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.
ამ პრობლემების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა ვიბროცილის წვეთები. ის შეიცავს მსუბუქი მოქმედების დეკონგესტანტს და ანტიჰისტამინურ ნივთიერებას. მედიკამენტი სწრაფად და ხანგრძლივად ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას (ცხვირის შეშუპება) და ხსნის სურდოს. ვიბროცილი სპრეის სახით ქართულ ბაზარზე არ გვხვდება - მხოლოდ მისი წვეთების შეძენაა შესაძლებელი.
ვინ (არ) შეიძლება გამოიყენოს ვიბროცილი?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ვიბროცილი ჩვილებში არ გამოიყენება - უფრო მეტიc, წვეთების გამოყენება 2 წლამდე ბავშვებში იზღუდება. ხშირად ისმის კითხვა, არსებობს თუ არა ვიბროცილის საბავშვო ვარიანტი. მართალია, პრეპარატი ხანდახან ამ ასაკობრივ გამოიყენება, თუმცა, 2-12 წლამდე ვიბროცილი ბავშვებში მხოლოდ უფროსების მეთვალყურეობითა და ექიმის დანიშნულებით მიიღება.
რადგანაც არსებობს გავრცელებული არასწორი ცნობა, თითქოს ეს პრეპარატი წვეთებისა და სპრეის სახითაც გვხვდება, მოისმენთ მოსაზრებასაც რომ რომელიმე მათგანი საბავშვოა. თუმცა, ეს ასე არ არის - ვიბროცილი წვეთები საბავშვო ისევე არ არსებობს, როგორც ცალკე სპრეი. ვიბროცილი ცხვირის სპრეი ბავშვებისთვის ცალკე არ იწარმოება - ეს წამალი მხოლოდ წვეთების სახით გვხვდება.
გარდა ამისა, ვიბროცილის ანოტაცია გვეუბნება, რომ პრეპარატი არ გამოიყენება ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებში, რადგანაც მისი შემადგენელი აქტიური ნივთიერებების მოქმედება ნაყოფსა და ჩვილებზე გამოკვლეული არ არის. თანაც, ეს ნივთიერებები დედის რძეში შეიძლება მოხვდნენ და ასე გადავიდნენ ჩვილზე.
პაციენტების კიდევ ერთი კატეგორია, ვისაც შეიძლება ვიბროცილის მიღება შეეზღუდოს, არიან პრეპარატში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიული ადამიანები. ასევე, ვიბროცილის წვეთების გამოყენებამდე ექიმთან ან ფარმაცევტთან მაინც გაიარეთ კონსულტაცია, თუკი აღგენიშნებათ/გაქვთ კლინიკურად დადასტურებული:
- მაღალი წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- ჰიპერთირეოზი;
- დიაბეტი;
- ეპილეფსია;
- შარდვის გაძნელება (მაგ., წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს);
- თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებს არტერიულ წნევას (როგორიცაა ბეტა-ბლოკერები), პრეპარატებს, რომლებიც აუმჯობესებს განწყობას (მაო-ს ინჰიბიტორები, ტრი- ან ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები) ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებს.
როგორ გამოიყენება წვეთები?
ვიბროცილის წვეთების ანოტაცია გვაფრთხილებს, რომ პრეპარატის გამოყენება მხოლოდ 3 დღის განმავლობაში შეიძლება. სწორედ ამიტომ არის უმჯობესი, მის შეძენამდე კონსულტაცია გაიაროთ და თქვენი სიმპტომების შესახებ პროფესიონალის აზრი მოისმინოთ. გამოუვალ ვითარებაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
ვიბროცილის ინსტრუქცია წვეთების გამოყენების შესახებ კი ასეთია:ვიბროცილის ჩაწვეთებამდე კარგად გამოისუფთავეთ ცხვირის ღრუ და ფრთხილად იყავით, რომ წვეთები არ მოგხვდეთ თვალში. თავი გქონდეთ ოდნავ უკან გადახრილი, რომ წვეთები უკეთ გადანაწილდეს.
6 წელს გადაცილებულ ბავშვებსა და მოზრდილებში რეკომენდებულია 3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში, 3-4-ჯერ დღეში. ხოლო 2-დან 6 წლამდე ბავშვებში - 1-2 წვეთი თითო ნესტოში, იმავე სიხშირით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2 წლამდე ბავშვებში ვიბროცილი არ გამოიყენება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account