დეტრალექსი


პრეპარატი დეტრალექსი / detralex,  ქვედა კიდურების ფუნქციური და ორგანული, ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება. უფრო კონკრეტულად კი, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს: სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ტკივილი ან ღამის კრამპები (კრუნჩხვა, სპაზმი) ქვედა კიდურებში. 

 

პრეპარატის თერაპიულ ჩვენებებში ასევე მითითებულია, დეტრალექსის მიღება მწვავე ჰემოროიდულ (ბუასილის) შეტევასთან დაკავშირებული ფუნქციონალური სიმპტომების დროს, ანუ დეტრალექსი ბუასილის სამკურნალოდ გამოიყენება. 



როგორია დეტრალექსის მიღების წესი 

 

როცა ამ კონკრეტული პრეპარატის მიღების გზებზე ვსაუბრობთ, ინსტრუქცია შემდეგია: პრეპარატი მიიღება პერორალურად, ანუ პირის პირის ღრუს გავლით. 

 

პაციენტმა დეტრალექსი არ უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი მას აქვს ჰიპერმგრძნობელობა მოქმედ ნივთიერებაზე, ან ნებისმიერ სხვა დამხმარე ნივთიერებაზე. 

 

გაითვალისწინეთ, ყოველთვის მიიღეთ დეტრალექსი თქვენი ექიმის, ან ფარმაცევტის ზუსტი რეკომენდაციის შესაბამისად. თუკი გაქვთ კითხვები, ან არ ხართ დარწმუნებული, როგორ მიიღოთ პრერპარატი, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ან ფარმცევტთან, ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ დეტრალექსის ანოტაცია.

 

პრეპარატის მიღების დოზირება დამოკიდებულია სამკურნალო მიზნებზე. მაგალითად, ვენების ქრონიკული დაავადებისას ჩვეულებრივი დოზირება შესაძლოა იყოს ერთი ტაბლეტი დღეში. მისი მიღება უმჯობესია დილით, ჭამის დროს. 

 

ხოლო დეტრალექსის სქემა ბუასილის, ანუ მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს, შესაძლოა ამგვარი იყოს: 4 დღის განმავლობაში, 3 ტაბლეტი დღეში (1 დილას, 1 სადილის დროს და 1 საღამოს). შემდეგი 3 დღის განმავლობაში მხოლოდ 2 ტაბლეტი დღეში (1 დილას  და 1 საღამოს). 

 

თერაპიის ხანგრძლივობა, ანუ დეტრალექსის მიღების ხანგრძლივობა თქვენი ექიმის, ან ფარმაცევტის მიერ უნდა დადგინდეს. გახსოვდეთ, ექიმთან წინასწარი კონსულტაციის, ან ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე, მკურნალობის შეწყვეტა თვითნებურად არ შეიძლება. 

 

თუკი თქვენ მიიღეთ უფრო მეტი დეტრალექსი, ვიდრე დანიშნული გქონდათ, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

დეტრალექსის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. თუმცა გვხვდება ცნობები ისეთ სიმპტომებზე, როგორიც არის დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ქავილი და გამონაყარი. 

 

თუკი დაგავიწყდათ დეტრალექსის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. 

 

დეტრალექსის მიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე 

 

  • ჰოსპიტალიზირებული (კლინიკაში მყოფი) და იმობილიზებული (უმოძრაოდ მყოფი) პაციენტებისთვის ფლებიტის (ზედაპირული ნერვის ანთების)  განვითარების რისკის თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა, ეს პრეპარატი საკმარისი არ აღმოჩნდეს. 
  • თუკი თქვენ იღებთ პრეპარატს ვენური უკმარისობის სამკურნალოდ, შესაძლოა დაგჭირდეთ სპეციალური ზომების მიღება, მაგალითად როგორიც არის, ელასტიური წინდების გამოყენება.
  • ტკივილი, ან ანალური სისხლდენა, რაც გრძელდება მკურნალობის მიუხედავად, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ბუასილის გარდა, სხვა დაავადებით. ასეთ დროს, საჭროა, ექიმთან კონსულტაცია.
  • თუკი თქვენ ხართ 50 წელს გადაცილებული პაციენტი და გაქვთ უმიზეზო ანალური სისხლდენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
  • ამ პრეპარატის მიღება მწვავე ბუასილის სიმპტომური მკურნალობისთვის, არ გამორიცხავს ანორექტალური (ანუსი, სწორი ნაწლავი) ზონის სხვა დაავადებების მკურნალობას. 
  • თუ სიმპტომები სწრაფად არ ქრება, აუცილებელია პროქტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და მკურნალობის გადახედვა. 

რაც შეეხება დეტრალექსის სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღებას, თუკი ღებულობთ, ან ღებულობდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ურეცეპტოდ გამოწერილს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

შეიძლება თუ არა დეტრალექსის მიღება ორსულობის, ან ლაქტაციის დროს? 

თუკი ხართ ორსულად, ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ვარაუდობთ, ან გეგმავთ ორსულობას, დეტრალექსის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, ან ფარმაცევტთან. 

ორსულობის დროს, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დეტრალექსის მიღება სასურველი არ არის. ასევე, რადგანაც პრეპარატის ლაქტატაში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს, საჭიროა, ლაქტაციის პერიოდში დეტრალექსის მიღებისგან თავის შეკავება. 

რაც შეეხება დეტრალექსის მიღებას სატრანსპორტო საშუალებების  და მექანიზმის მართვისას, პრეპარატი არ ახდენს, ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანპორტო საშუალების მართვის უნარზე. 

 

დეტრალექსის უკუჩვენება / შესაძლო გვერდით მოვლენები: 

ისევე, როგორც ნებისმიერმა სამკურნალო საშუალებამ, პრეპარატმა, დეტრალექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს, რომელიც იღებს პრეპარატს. 

გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

  • ხშირი გვერდით მოვლენები (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში): დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება.  არახშირი: (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებშ, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში): კოლიტი - მსხვილი ნაწლავის ანთება. 
  • იაშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში): თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. 
  • განვითარების სიხშირე უცნობია: სახის, ტუჩების, ქუთუთოების, იზოლირებული შეშუპება; ტკივილი მუცლის არეში. ერთეულ შემთხვევაში კვინკეს შეშუპება. 

თუ შენიშნავთ რომელიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

რისგან შედგება დეტრალექსი?

პრეპარატი დეტრალექსი, მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავონოიდური ფრაქცია 1000მგ, შემადგენლობით: 900მგ დიოსმინი, 100მგ ფლავონოიდები, ჰესპერიდინის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, ტალკი, გლიცერინი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ჰიპრომელოზა, რკინის წითელი ოქსიდი (E 172), ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).

რაც შეეხება პრეპარატის გამოშვების ფორმასა და შეფუთვის შემცველობას, ესაა გარსით დაფარული, ნარინჯისფერ-ვარდისფერი, წაგრძელებული ფორმის ტაბლეტები.

შეფუთვაში შესაძლოა იყოს 18, 30 ან 60 ტაბლეტი — ბლისტერები, რომელთაგან თითოეული შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 10 ან 9 ტაბლეტს, პაციენტის ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

დეტრალექსის შენახვა რეკომენდებულია ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე. მისი ვარგისობის ვადა არის 4 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

 

როგორ მივიღოთ დეტრალექსი ბუასილის დროს? 

დეტრალექსის მიღება, დოზირება, ხანგრძლივობა თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებით, ან ფარმაცევტის რეკომენდაციით უნდა გადაწყვიტოთ. 

ზოგადად, დეტრალექსის სქემა ბუასილის დროს შემდეგია: 4 დღის განმავლობაში, 3 ტაბლეტი დღეში (1 დილას, 1 სადილის დროს და 1 საღამოს). შემდეგი 3 დღის განმავლობაში, მიიღეთ მხოლოდ 2 ტაბლეტი დღეში (1 დილას  და 1 საღამოს). 

დეტრალექსის მიღების ხანგრძლივობას თქვენი ექიმი, ან ფარმაცევტი გეტყვით. ექიმთან წინასწარი კონსულტაციის, ან ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე, მკურნალობის შეწყვეტა თვითნებურად არ შეიძლება.