მზარდია პოსტკოვიდ პერიოდში გამოვლენინი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის რიცხვი.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ახალი კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდგომ, არა ნაკლებ კომპლექსური, სიმპტომურად დატვირთული პერიოდი - პოსტკოვიდი იწყება. მაშინ, როცა პაციენტი ფიქრობს, რომ თვითიზოლაციის ვადის გასვლა სრულ გამოჯანმრთელებას გულისხმობს, შესაძლოა ისეთმა სერიოზულმა დაავადებამ იჩინოს თავი, რომელსაც აქამდე არასდროს შეუწუხებიხართ.
სულ მეტად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც კოვიდ-19-ის გადატანის შემდგომ შაქრიანი დიაბეტი გამოუვლინდათ. ამის მიზეზი არა მხოლოდ ვირუსის თანმდევი პროცესები, არამედ ის ფაქტორიც შეიძლება იყოს, რომ პაციენტმა ინფიცირებამდე სულაც არ იცოდა, რომ შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.
წარმოიდგინეთ, პრედიაბეტის ეტაპზე მყოფი 88 მილიონი ადამიანიდან, 90-მა პროცენტმა არ იცის, რომ აღნიშნული რისკის ქვეშ არის.
აქვე განვსაზღვროთ, რომ პრედიაბეტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის ანუ შაქრის რაოდენობა ნორმას აღემატება, თუმცა არა იმდენად, რომ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაისვას. ლოგიკურია, რომ ვირუსით ინფიცირებისას მიმდინარე მწვავე ანთებით პროცესი კიდევ უფრო აჩქარებს დიაბეტი ტიპი 2-ის ჩამოყალიბებას.
გარდა ამისა, რისკ-ფაქტორს წარმოადგენს გენეტიკური განწყობა, რომელსაც ემატება ჭარბი წონა, ცხოვრების უმოძრაო წესი, შესაბამისად, პათოლოგიისკენ მიდრეკილი ორგანიზმისთვის გამშვებ მექანიზმს კოვიდ-19-ით ინფიცირება წარმოადგენს.
დაავადების აღმოჩენას ართულებს პოსტკოვიდ პერიოდში არსებული ჩივილები, როგორიცაა: ადვილად დაღლა, გახანგრძლივებული სისუსტე, დაბინდული მხედველობა, დაკარგული კილოგრამების მატება და სხვა.
პოტენციურ საფრთხეებზე, დაავადების სიმპტომატიკაზე პოსტკოვიდ პერიოდში და პრევენციულ ღონისძიებებზე ექიმი ენდოკრინოლოგი, ქეთევან ასათიანი მოგიყვებათ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account