ბრომჰექსინი

ბრომჰექსინი

 

ბრომჰექსინის გამოიყენება ბრონქებისა და ფილტვების ისეთი მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს ხდება, რომელთა თანმხლებიცაა წებოვანი სეკრეტი/ლორწო. ბრომჰექსინს (რომელსაც ხშირად არასწორად მოიხსენიებენ, როგორც ბრომგექსინის ტაბლეტი) სწორედ სეკრეტის გათხელების სამკურნალოდ ნიშნავენ. 

 

მედიკამენტი შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი დასახელებებით: ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემი, bromhexin berlin chemie, ბრომჰექსინის ტაბლეტი, bromhexine hydrochloride. ამ დასახელებებს აერთიანებს კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი და მედიკამენტის მიზნობრიობა. 

 

მედიკამენტი მიეკუთვნება მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებების, ასევე  მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებების ჯგუფს. 

 

ბრომჰექსინის აბები აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. რაც შეეხება შემადგენლობასა და გამოშვების ფორმას, ბრომჰექსინი აბების, ასევე დრაჟეს ფორმით არის ხელმისაწვდომი. უფრო კონკრეტულად კი, შეფუთვაშია ბრომჰექსინი 8მგ დრაჟე, 25 ცალი.

ბრომჰექსინის ტაბლეტი/ერთი დრაჟე შეიცავს: 8 მგ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდსა და სხვა კომპონენტებს: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, კაჟბადის მაღალდისპერსიული დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის კარბონატი მსუბუქი ძირითადი, ტალკი, საღებავები E 104 და E 107, მაკროგოლი 6000, პოვიდონი, გლუკოზის სიროფი, კარნაუბის ცვილი. სეკრეტის გამათხელებელი საშუალება (ათქ კოდი: R05C B02). 

 

ბრომჰექსინი სამკურნალო საშუალებაა, რომლის შემადგენლობაშიცაა ნატურალური ნივთიერება ვაზიცინა. 

 

ბრომჰექსინის მიღების წესი და დოზები 

6-14 წლის ბავშვებისთვის, ასევე პაციენტებისთვის სხეულის 50 კგ-ზე ნაკლები წონით პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ 1 დრაჟე. ხოლო მოზრდილებისათვის,  ასევე 14 წელზე უფროსი პაციენტებისთვის რეკომენდებულია ბრომჰექსინის მიღება  დღეში 3-ჯერ, 1-2 დრაჟე.

ბრომჰექსინის აბები მიიღება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. 

მითითება: აუცილებელია, რომ დალეული სითხის რაოდენობა საკმარისი იყოს, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მკურნალობისას მიღებული სითხის რაოდენობის გაზრდა ხელს უწყობს მკურნალობას და ბრონქებში სეკრეტის სასურველ გათხელებას. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე 4-5 დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ღვიძლის ან თირკმელების ფუქნციის მძიმე დარღვევის დროს, საჭიროა, დოზის შემცირება. შესაბამისი რეკომენდაციისთვის, აუცილებელია, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

რა გვერდითი მოვლენები აქვს ბრომჰექსინს? 


იშვიათია, თუმცა პრეპარატის მიღების დროს შეიძლება, წარმოიშვას ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ძალიან იშვიათად (10 000-დან 1 შემთხვევა) შეიძლება განმეორებით განვითარდეს კუჭის ან ნაწლავის ადრე არსებული წყლული. ზოგჯერ (1-ზე ნაკლები შემთხვევა 100-დან) ვლინდება თავბრუსხვევის შეგრძნება, თავის ტკივილი, სისხლში ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მომატება (ასპარტატამინოტრანსფერაზა ან მოკლედ ასატ), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ, სახის შეშუპება, ქოშინი, ასევე ტემპერატურის მომატება და კანკალი, ერთეულ შემთხვევებში მძიმე ანაფილაქსიური შოკის სახით).

ჰიპერმგრძნობელობის პირველი რეაქციების განვითარებისას პრეპარატის განმეორებით მიღება არ შეიძლება. აუცილებელია ექიმს დაუყონებლივ დაუკავშირდეთ. 

 

ბრომჰექსინის უკუჩვენებები 

  • პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ბრომჰექსინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს;
  • მოქმედი ნივთიერების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო პრეპარატის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არაა ნებადართული;
  • მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: წვრილი ნაწლავისა და კუჭის წყლული; ბრონქების ზოგიერთი იშვიათი დაავადება, რომლებსაც ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, წამწამების ავთვისებიანი სინდრომი), სეკრეტის შეგუბების საშიშროების გამო; თირკმელების ფუნქციის დაქვეითება ან ღვიძლის მძიმე დაავადება. ამ შემთხვევებში მცირდება ინტერვალები ბრომჰექსინის მიღებათა შორის ან მცირდება დოზა.

ბრომჰექსინის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს 


ვინაიდან ორსულებში ბრომჰექსინის გამოყენების გამოცდილება დღემდე არ არსებობს, ბრომჰექსინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ექიმი შეაფასებს პრეპარატის გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო რისკსა და სარგებელს. მოქმედი ნივთიერება გადადის დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები - ჭარბი დოზირება 

პრეპარატის ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე და ფოლგაზე. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებისას გასათვალისწინებელია ღვიძლში წარმოქმნილი ბრომჰექსინის დაშლის პროდუქტების დაგროვების შესაძლებლობა. კერძოდ, უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა ღვიძლის ფუქნციის პერიოდული კონტროლი.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, როგორც წესი, გვერდითი ეფექტები საშიში არ არის. მძიმე სიმპტომატიკის გამოვლინების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლის მიმოქცევის კონტროლი და, ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალობა სიმპტომატურია.

თუ პატარა ბავშვმა ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ჰემი დიდი რაოდენობით მიიღო, აუცილებელია ექიმს მიმართოთ. 

პრეპარატი ბრომჰექსინი ინახება ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას, 15-30°C ტემპერატურაზე.

 

 

როგორ ურთიერთქმედებს ბრომჰექსინი სხვა წამლებთან 

 

ბრომჰექსინის ერთდროულმა გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან, მათ მიერ ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო, შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის შეგუბება, ეს კი საშიშროებას წარმოადგენს. 

ამიტომ ასეთი კომბინირებული მკურნალობის ჩატარება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებისას შესაძლებელია კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. აღსანიშნავია, რომ ანტიბიოტიკებთან (ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან) ერთად ბრომჰექსინის მიღება რეკომენდებული არ არის.