
აციკლოვირი მიეკუთვნება ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ძირითადად კონკრეტულ ვირუსის და მისგან გამოწვეული ინფექციების დამარცხებაზე მუშაობს.
უშუალოდ აციკლოვირი აფერხებს ჰერპესის ვირუსის გავრცელებას და ეხმარება ადამიანის იმუნურ სისტემას, რომ გადაჭრას ჰერპესის ვირუსთან დაკავშირებული პრობლემები.
რადგან ჰერპესის სრულიად განკურნების საშუალება არ არსებობს, აციკლოვირი მხოლოდ მისგან გამოვლენილ დაზიანებებს კურნავს, შესაბამისად, პრეპარატით მკურნალობა იგივე სიმპტომების მომავალში გამოჩენას არ გამორიცხავს.
რა შემთხვევაში იყენებენ აციკლოვირს
აციკლოვირის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მისი დახმარებით თერაპია ინიშნება ჩუტყვავილას სიმპტომების, ჰერპეს ზოტერის, გენიტალიების, ტუჩებისა და პირის ან ახალშობილებში გავრელებული ჰერპესის და სხვა ჰეპერის ვირუსის სახეობებთან დაკავშირებული ინფექციებისთვის.
აციკლოვირი ამცირებს ტკივლს და აჩქარებს წყლულებისა და აქერცლილი კანის მოშუშებას. მისი გამოყენება შეიძლება აციკლოვირის ტაბლეტების, აციკლოვირის მალამოს ან ინიექციის, ინტრავენული თერაპიის სახით.
ასევე აციკლოვირი გვხვდება სხვადასხვა ბრენდის დასახელებებით მაგალითად: აციკლოვირი დენკი, აციკლოვირი დენკი მალამო, აციკლოვირი კრემი, აციკლოვირი ნორმონი 200მგ, აციკლოვირი 400, ზოვირაქსი, აციჰეპრინი და სხვა.
ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით, აციკლოვირი შეიძლება სხვა ვირუსების ინფექციებისთვისაც დაინიშნოს.
როგორია აციკლოვირის მოქმედების მექანიზმი
როდესაც აციკლოვირის მოლეკულა რომელიმე უჯრედში შეხვდება ვირუსს, მაშინ ვირუსული ფერმენტი მას გარდაქმნის. ამის შემდეგ თავად უჯრედის ფერმენტები კიდევ ერთხელ შეუცვლიან სახეს აციკლოვირს, რის შედეგადაც ის უფრო მძლავრდება და აქტურდება.
ვირუსი თავისი თავის რეპლიკაციისთვის/გამრავლებისთვის იყენებს შესაბამის ფერმენტს (დნმ-პოლიმერაზა), რომელიც აშენებს ვირუსის დნმ-ის ასლს. აქტიური აციკლოვირის მოლეკულა უერთდება ამ ფერმენტს და ახშობს მისი დნმ-ის ჯაჭვის მშენებლობას. მოკლედ რომ ვთქვათ, აციკლოვირი აფერხებს ვირუსული მოლეკულების გამრავლებას.
აციკლოვირის მალამო
აციკლოვირის მალამო ძირითადად ინიშნება ჰერპესის ვირუსისგან გამოწვეული კანის დაზიანებების სამკურნალოდ. ის გამოიყენება სახისა და ტუჩების წყლულების მოსაშუშებლად, ასევე გენიტალიური ჰერპესის სიმპტომებისთვის.
უმჯობესია, რომ აციკლოვირის მალამოს გამოყენება დაიწყოთ სიმპტომების გამოვლენიდან მოკლე ვადაში. ძირითადად, მალამო გამოიყენება დღეში 6-ჯერ, დაახლოებით 3-საათიანი შუალედებით, 7 დღის განმავლობაში.
გამოყენებასთან ერთად შემაწუხებელმა სიმპტომებმაც უნდა იკლონ. მალამოს გამოყენება შეიძლება მხოლოდ დაზიანებული კანის ზედაპირზე. წასმისას სიფრთხილე გვამართებს, რომ მალამო არ მოხვდეს თვალში, ცხვირში ან პირის ღრუში.
გამოყენებამდე რეკომენდებულია გააფრთხილოთ თქვენი ექიმი:
- თუ ხართ ალერგიული (მალამოში არსებული ინგრედიენტების სია შეგიძლიათ სთხოვოთ ექიმს, რომ გამორიცხოთ ალერგიული რეაქციის საშიშროება);
- თუ გაქვთ შესუსტებული იმუნური სისტემა, მაგალითად თუ გაქვთ ან გქონიათ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსები;
- თუ იღებთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა მედიკამენტებიც;
- თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა.
აციკლოვირის ტაბლეტები
აციკლოვირის ტაბლეტები შედარებით მძიმე სიმპტომებისას გამოიყენება, თუმცა მაინც იგივე თერაპიულ მიზანს ემსახურება, რასაც აციკლოვირის მალამო. მისი მიღება შეიძლება ორალური გზით, ძირითადად 2-5-ჯერ დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ სიმპტომები გახანგძლივდა ან გაუარსედა, მიმართეთ ექიმს შემდეგი მკურნალობისთვის.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ აციკლოვირის ტაბლეტებთან ერთად მალამოს გამოყენება არ მიანიშნებს უპირატეს შედეგებზე. ანუ პრეპარატის ორივე ფორმის ერთდოულად მიღება მკურნალობის ეფექტიანობას არ ზრდის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account