სახის ნიღბების არჩევანი თანამედროვე კანის მოვლის ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა საინტერესოა, რომელი ტიპის საშუალებას საჭიროებს თქვენი კანი?
დაგვეთანხმებით, რომ სახის მოვლის ყოველდღიური რუტინის ჩატარება ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა კვირაში რამდენჯერმე საკუთარი თავის განებივრება და დამატებითი პროცედურების ჩატარება გვინდება. რა თქმა უნდა, მსგავსი მანიპულაციებისთვის კოსმეტოლოგის კაბინეტი საუკეთესო ადგილს წარმოადგენს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება იგივე შედეგი თუ სიამოვნება სახლის პირობებში მივიღოთ.
ნაჭრის ნიღაბი
კორეელების განსაკუთრებული სიყვარული კანის მოვლისადმი იმდენად ცნობილია, რომ დამატებით ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს. სწორედ მათი გამოგონილია ბოჭკოვანი სტრუქტურის ნაჭერი, გაჟღენთილი სერუმით/შრატით/ამპულით, რომელიც ანაცვლებს დატენიანების ამ საფეხურს და საჭირო ნივთიერებებით ამარაგებს დერმას.
შეაჩერეთ ფოტოდაბერება და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ამ მარტივი რჩევების მიხედვით.
კანი, ჩვენი ყველაზე დიდი და შეიძლება ითქვას - თავისებური ორგანო. ფარავს მთელ სხეულს და არეგულირებს მის სასიცოცხლო ფუნქციებს, მაგალითად, იცავს მას მექანიკური დაზიანებებისგან, ეხმარება სითბოს შენარჩუნებში და რაც მთავარია, ეხმარება მას - შეიგრძნოს. სწორედ კანში განლაგებული ნერვული დაბოლოებების, რეცეპტორების წყალობით აღვიქვამთ სიცივეს, სითბოს, დამწვრობას, მოყინვას, წვას და იმ ფაქტორებს, რომლებიც გარკვეულ რეფლექსებად კონვერტირდება. და მაინც, როგორია ორგანო, რომელზეც ამდენს ვსაუბრობთ, მაგრამ სიღრმისეულად ფაქტობრივად არ ვიცნობთ?
ანატომიურად კანის სამ შრეს განვასხვავებთ: ეპიდერმისი (გარე შრე)დერმა (საკუთრივ კანი) კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილები.
ეპიდერმისი ანუ ზედა შრე- მკვდარი უჯრედებით არის დაფარული და განახლების მთელ ციკლს გადის, რათა ცოცხალი უჯრედები ქვედა შრეებიდან ამოიყაროს. ამ პროცესისთვის დაახლოებით 3-4 კვირა მოიაზრება. სწორედ ამიტომ, მოვლის საშუალებების
განსაზღვრეთ საკუთარი კანის ტიპი და შეადგინეთ შესაბამისი რუტინა.
ათეული წლის წინ კორეელი ქალების მარმარილოსებრი კანის საიდუმლოდ მხოლოდ მათი ცხოვრების წესი და იდეალური კვების რეჟიმი მოიაზრებოდა. ძალიან მალე ყველაფერს ფარდა აეხადა, თავის ადგილას დალაგდა ან იქნებ კიდევ უფრო აირია, რადგან მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა კორეელების კანის მოვლის მრავალსაფეხუროვანი რუტინა. ის იცვლება კანის ტიპების, სეზონების და პირადი პრეფერენციების მიხედვით.
პირველ რიგში, როგორ განვსაზღვროთ ჩვენი კანის ტიპი?
თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ:
ხშირად ხუმრობენ, რომ ცხიმიანი კანი არის რთულად მოსარჯულებელი „საჩუქარი“ ბუნებისგან. ეს ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი დებულებები იდეალურად აღწერს რუტინას და თავისებურებებს, რომელიც მუდმივად მბზინვარე კანის პატრონებს ხვდათ წილად.
ნორმალურ პირობებში თქვენი ცხიმოვანი ჯირკვლები აქტიურად მუშაობას და გამოყოფს სებუმს, რომელიც ბრწყინავს სახის სხვადასხვა ზონაზე. ეს რომანტიკა
პირველ რიგში, როგორ განვსაზღვროთ ჩვენი კანის ტიპი?
რა თქმა უნდა, ყველაფერი მარტივადაა თუ დიაგნოსტიკურ აპარატთან, შესაბამისად კოსმეტოლოგის კაბინეტთან წვდომა შეზღუდული არ გაქვთ, მაგრამ იმ შემთხვევათი თუ სახლის პირობებში გსურთ დაადგინოთ საკუთარი კანის ტიპი და შეირჩიოთ სწორი პროდუქტები, ჩვენ შემდეგ დავალებას გისახავთ:
გაღვიძებისთანავე დაიბანეთ სახე ნელ-თბილი წყლით, ნუ დაიტანთ სპეციალურ საშუალებებს, შემშრალდით მსუბუქად და განაგრძეთ დილა ჩვეულ რეჟიმში: ისაუზმეთ, მიირთვით გემრიელი ყავა და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ დაუბრუნდით სააბაზანოს.
ექსპერიმენტის სრულყოფისთვის დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახოცი, რომელსაც მსუბუქად დაიდებთ სახის სხვადასხვა მონაკვეთზე.
· თუ ხელსახოცი მხოლოდ შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის ზონაზე დასველდა ცხიმით - თქვენ კომბინირებული კანი გაქვთ.
· თუ ხელსახოცი სრულიად მშრალია - ლოგიკურია, რომ თქვენ მშრალი კანის პატრონი ბრძანდებით.
ყველა, აბსოლუტურად ყველა მედიკოსი დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ულტრაიისფერი სხივები მავნე ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე და მისგან დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია! ვრცლად ვიდეოში მოგიყვებათ ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account