მემოსმარტი - Memosmart New 30 კაფსული

განსაკუთრებული ფასი 48,83 GEL რეგულარული ფასი 67,82 GEL
მარაგშია
SKU
66713_2190

ჩვენება: ინტელექტუალური შესაძლებლობების და მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება.

MEMOSMART

მემორსმარტი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნეირომეტაბოლური, კოგნიტური ფუნქციების მარეგულირებელი, ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური საშუალება.

ფოსფატიდილქოლინი    

ფოსფატიდილსერინი 

L- გლიცინი          

ინოზიტოლი          

კალციუმის ფოსფატები,  მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფოსფატიდილსერინი- აუმჯობესებს თავის ტვინის, როგორც თეთრი ასევე რუხი ნივთიერების ტროფიკულ ფუნქციას, აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნებას და ყურადღების კონცენტრაციას, გუნება –განწყობას, აღადგენს ნერვული ქსოვილების სტრუქტურას და მეტაბოლიზმს.

ფოსფატიდილქოლინი- მონაწილეობს თავის ტვინის ერთ-ერთი უმთავრესი ნეირომედიატორის აცეტილქოლინის სინთეზში. აცქ- ააქტიურებს და აუმჯობესებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. ააცქ-ს ნაკლებობა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, გონებრივი აქტივობის და ფსიქიკური მოქმედების შეზღუდვას, რაც განსაკუთრებით ვლინდება  დეპრესიის დროს. მონაწილეობს ცხიმოვან ცვლაში და გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.

L გლიცინი – არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ცნს-ში. ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას. გააჩნია გლიცინ, გაბაერგული, ალფა 1ადენობლოკატორული, ანტიოქსიდანტური, ანტიტოქსიური მოქმედება. არეგულირებს გლუტამატურ (NMDA)რეცეპტორების ფუნქციას, ამცირებს ვეგეტოსისხლძარღვოვან დარღვევებს.

ინოზიტოლს-მნიშვნელოვანი როლი აკისრია ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, ნერვული სიგნალის გადაცემაში. აუმჯობესებს მნიშვნელოვანი ნეირომედიატორების აცეტილქოლინის, დოფამინის, ნორადრენალინის და სეროტონინის ფუნქციონირებას.  უზრუნველყოფს 5- НТ (სეროტონინს) აქტივაციას ნერვულ უჯრედებში, რაც ამცირებს შფოთვას და შფოთვით აშლილობებს. ხელს უწყობს კალციუმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. Aრის ერთერთი ზრდის ფაქტორი. ინოზიტოლი მონაწილეობს ჰეპატოციტების რეგენერაციაში.

ჩვენებები:

·        ინტელექტუალური შესაძლებლობების და მეხსიერების დაქვეითება;

·        ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

·        ფსიქოემოციური სტრესი, დეპრესია;

·        ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპატია), თავის ტვინის სისხლძართვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;

·        თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება.

·         თავის და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა;

·        სტრესულ სიტუაციებში ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სიტუაციებში), ყურადღების დეფიციტით განპირობებული დარღვევები

·        ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომელიც მიმდინარეობს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით;

·        გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი;

·        დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას;

·        პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;

·        ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);

·        ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია; 

·        დიაბეტური რეტინოპათია.

გამოყენების წესი და დოზირება:  

1 კაფსულა ორჯერ ან სამჯერ  დღეში

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ , ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათად დიაპეპსიური და ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა.

გამოშვების ფორმა:

N30 ვეგეტარიანული კაფსულა

შენახვის პირობები:  

შეინახეთ მშარალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის   მიუწვდომელ ადგილზე. Aარაუმეტეს   25 °C  ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy