ვიტაცინკი სიროფი 200მლ

25,37 GEL
მარაგშია
SKU
45216_1788

ჩვენებები:

 მიიღება ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის დროს.

 

ვიტაცინკი

სავაჭრო დასახელება

ვიტაცინკი

გენერიკულო დასახელება

-სამკურნალო ფორმა

სიროფი

შემადგენლობა

15 მლ სიროფის შემცველობა:     
ცილის ჰიდროლიზატი 20%    BP  1.0გ
 
ვიტამინი B2                                BP  0.5 მგ
 
ვიტამინი B6                               BP    0.5 მგ
 
ვიტამინი D3                             BP   200.0 სე
 
D-პანთენოლი                           USP   0.5 მგ
 
ნიკოტინამიდი                         BP  10.0 მგ
 
L-ლიზინის                               USP 15.0 მგ

მონოჰიდროქლორიდი           
 
მანგანუმის ქლორიდი              BP 0.1 მგ
 
რკინის ქოლინის ციტრატი     BP  20.0 მგ
 
კალციუმის გლუკონატი          BP 20.0 მგ
 
თუთიის სულფატი                    BP 16.5  მგ
 
მაგნიუმის ქლორიდი                BP 2.5 მგ
 
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი (ფარმაცევტული ხარისხის), სორბიტოლი 70%, ნატრიუმის ბენზოატი, ბრონოპოლი, შერეული ხილი, ნატრიუმის ედეტატი, კარამელის საღებავი.

 

ათქ კოდი

A11AA03

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მულტივიტამინები და მინერალები/მიკროელემენტები

ფარმაკოლოგიური თვისებები

გამოიყენება ვიტამინების დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით და ბავშვებში მცირე ასაკიდან ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის; მულტივიტამინები.

ჩვენებები

დამატებითი თერაპიის სახით:

·           ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის დროს, მაგ., ორგანული დაავადების არსებობისას, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნე და შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი (შიდსი).

·           ვიტამინების და მინერალების აბსორბციის დარღვევის დროს, მაგ., მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავების ანთებითი დაავადებები და ფისტულები, მოკლე ნაწლავის სინდრომი და კრონის დაავადება, ასევე მედიკამენტების კონკურენტული მიღება, რაც ამცირებს ვიტამინების და მინერალების შეწოვას.

·           დაავადების შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდში, მაგ., ანორექსიის ან კახექსიის დროს, ასევე ქიმიო- ან რადიოთერაპიის შემდეგ.

·           გამოჯანმრთელების პერიოდი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მაგ., საკვები ნივთიერებების ნაკლებობის დროს.

·           სპეციალურ ან შეზღუდულ დიეტაზე მყოფი პაციენტები, მაგ., დიეტა თირკმლის დაავადებების დროს, წონის შესამცირებლად სპეციალურ დიეტაზე მყოფი პაციენტები.

·           კვებითი აუტანლობა, რაც არ უკავშირდება დიეტას.

·           დიეტოთერაპია ფენილკეტონურიის, გალაქტოზემიის დროს და კეტოგენური დიეტები.

მიღების წესი და დოზირება

ვიტაცინკი მიიღება 2-ჯერ დღეში. დოზირება ასევე განისაზღვრება ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კატეგორიებით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არც ისე ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობია (გვერდითი რეაქციების სიხშირე დადგენილი არ არის).

პირიდოქსინის მაღალი დოზების გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი არასასურველი რეაქციები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაკარგვა და ტკივილი მკერდის არეში, იშვიათ შემთხვევებში - ფოტოსენსიბილიზაცია.

 ჰიპერკალცემიის ადრეული სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, სისუსტე, თავის ტკივილი, ძილიანობა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, პირში მეტალის გემო, კუნთების და ძვლების ტკივილი. ჰიპერკალცემიის გვიან სიმპტომებს მიეკუთვნება პოლიურია, პოლიდიფსია, ანორექსია, წონის დაკარგვა, ნიქტურია, კონიუნქტივიტი, პანკრეატიტი, ფოტოფობია, რინორეა, ქავილი, ჰიპერთერმია, ლიბიდოს დაქვეითება, სისხლში შარდოვანას აზოტის დონის მომატება, ალბუმინურია, ჰიპერქოლესტერინემია,  ALT-ს (SGPT) და AST-ს (SGOT) დონის მომატება, ექტოპიური კალციფიკაცია, ნეფროკალცინოზი, ჰიპერტონია და არითმია.

L-ლიზინის ძალიან მაღალი დოზების - 10-15 გ დღეში - გამოყენებისას აღინიშნება სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, მუცლის სპაზმები და დიარეა. არსებობს ფანკონის სინდრომის და ტუბულოინტესტინალური ნეფრიტის ერთი შემთხვევა 44 წლის ქალში L ლიზინის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ნიაცინამიდი არ იწვევს ჰიპერემიას და ძალიან იშვიათად ასოცირდება დიაბეტოგენურ ეფექტებთან. იშვიათადად აღინიშნება ღვიძლის ტესტების მომატება და ღვიძლის დაზიანება, მათ შორის სიყვითლე და ღვიძლის  პარენქიმული უჯრედების დაზიანება. ეს სიმპტომები აღინიშნება ნიკოტინამიდის ძალიან მაღალი დოზებით გამოყენებისას (დღეში 10 გრამი ან მეტი). ნიკოტინამიდის მაღალი დოზების გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი გვერდითი რეაქციები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

უკუჩვენებები

·           მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ვიტაცინკი არ გამოიყენება:

·           მომატებული მგრძნობელობა B6 ვიტამინის შემცველი პრეპარატის მიმართ.

·           D ვიტამინის გამოყენება უკუნაჩვენებია ჰიპერკალცემიის დროს და D ვიტამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში.

·           L-ლიზინის გამოყენება უკუნაჩვენებია იმ იშვიათი გენეტიკური დაავადებების დროს, რომელიც უკავშირდება ჰიპერლიზნემია/ჰიპერლიზინურიას.

·           ნიკოტინამიდი უკუნაჩვენებია მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

·           ნიკოტინამიდის მაღალი დოზების (500 მგ-ზე მეტი დღეში) გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადების და აქტიური წყლულოვანი დაავადების დროს.

 

ჭარბი დოზირება

ვიტაცინკის სიროფის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების ჭარბი დოზირების რისკი ძალიან მცირეა.

ჭარბი დოზირების სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა და მხედვვევები.

სიმპტომები და ნიშნები

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი)

დღეში 500 მგ-ზე ნაკლები დოზის გამოყენება უსაფრთხოა. ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში ფოლის მჟავას კონცენტრაციის შემცირება. დღეში 200 მგ-ის გამოყენება იწვევს სენსორულ ნეიროპათიის განვითარებას.

ნიკოტინამიდი

ნიკოტინამიდის მაღალი დოზით ერთჯერადი მიღება არ გამოიწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს, თუმცა შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის გარდამავალი დარღვევების განვითარება.

ვიტამინი D

D ვიტამინის ჭარბი დოზირება იწვევს ჰიპერკალცემიის განვითარებას, რომელსაც  ახასიათებს ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, ფსიქიკური დარღვევები, პოლიდიფსია, პოლიურია, ძვლების ტკივილი, ნეფროკალცინოზი, თირკმლებში კენჭების წარმოქმნა, ხოლო მძიმე შემთხვევებში არითმიები და კომა.

კალციუმი

ჭარბი დოზირება იწვევს ჰიპერკალცემიას. შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, წყურვილის  გრძნობა, პოლიურია, გონების დაბინდვა, ძვლების ტკივილი, თირკმლებში კენჭების წარმოქმნა, ხოლო მძიმე შემთხვევებში - არითმია, კომა და გულის გაჩერება. ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარებისას საჭიროა კალციუმის მიღების დაუყოვნებილი შეწყვეტა, შრატში ელექტროლიტების და თირკმლის ფუნქციის განსაზღვრა, ინტრავენურად ნატრიუმის ქლორიდის ინფუზია. ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს კალციტონინი, ბიფოსფონატები და კორტიკოსტეროიდები.

რკინა (რკინის ფუმარატი)

ჭარბი დოზირების სიმპტომებია: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, ღებინება. შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვოვანი კოლაფსი. ასევე მოსალოდნელია მეტაბოლური აციდოზი, კრუნჩხვები, კომა, ღვიძლის მწვავე ნეკროზი. კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე კოროზიულმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ნეკროზი და პერფორაცია, შემდგომში კი - სტრიქტურების განვითარება. რისკის ქვეშ არიან პაციენტები, რომლებშიც ინიშნება პრეპარატი, თუ მათ არ აქვთ რკინადეფიციტური ანემია, ისევე როგორც რკინის შენახვის ან შთანთქმის დარღვევის მქონე პაციენტები. რკინის ჭარბი დოზირებისას ინიშნება პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მწვავე მოწამვლის დროს ინიშნება დესფერიოქსამინი, რკინის ხელატები. თუ ღებინების შედეგად არ მოხდა კუჭის დაცლა ინიშნება კუჭის ამორეცხვა 300 მლ 1-5% ნატრიუმის ბიკარბონატის გამოყენებით. სხვა ღონისძიებები მოიცავს დაკარგული სითხეის კორექციას.

მაგნიუმი

სიმპტომები შეიცავს: კანის ჰიპერემია, წყურვილის გრძნობა, ჰიპოტენზია ვაზოდილატაციის გამო, ძილიანობა, ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გამო მყესთა რეფლექსების დაკარგვა, სისუსტე, სუნთქვის დათრგუნვა, არითმია, კომა და გულის გაჩერება. საჭიროა სითხის და ელექტროლიტების კორექცია.

თუთია

თუთიის ჭარბი დოზირება იწვევს გულისრევას და ღებინებას. კოროზიული მოქმედების გამო იგი იწვევს საყლაპავსა და კუჭში წვის შეგრძნებას. შესაძლებელია ნაწლავთა კოლიკა და სისხლიანი დიარეა, რასაც შეიძლება მოჰყვეს კრუნჩხვები, ჰიპოტენზია, კომა და სიკვდილი. მკურნალობა მოიცავს კუჭის ამორეცხვას, დემულგატორების გამოყენებას, როგორიცაა რძე და კვერცხის ცილა. ინიშნება ნატრიუმის კალციუმის ედეტატი. საჭიროა სითხის და ელექტროლიტების კორექცია.

მკურნალობა

მკურნალობა შემანარჩუნებელი და სიმპტომური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მონაცემები არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ნიკოტინმჟავა სიფრთხილით გამოიყენება ნაღვლის ბუშტის დაავადებების ან ანამნეზში სიყვითლის არსებობისას, ასევე ღვიძლის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების დროს. მკურნალობის დასაწყისში და პერიოდულად მკურნალობის დროს უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელი ტესტები.

ნიკოტინის მჟავამ და ნიაცინამიდმა შეიძლება ჰიპერგლიკემია გამოიწვიონ. პერიოდულად სჭიროა სისხლში გლუკოზის განსაზღვრა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

შესაძლებელია შარდმჟავას დონის მომატება, რის გამოც ნიკოტინმჟავა სიფრთხილით გამოიყენება პოდაგრის  მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრისას ბენედიქტის რეაგენტის გამოყენებით ნიკოტინმჟავამ შეიძლება ცრუდადებითი რეაქცია გამოიწვიოს. ნიკოტინმჟავას გამო ასევე შესაძლებელია ცრუდადებითი შედეგის მიღება სისხლში ბილირუბინის განსაზღვრისას.

ორსულობა და ლაქტაცია

ვიტაცინკის სიროფი შეიცავს ვიტამინებს და თუთიას.  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, დიეტოლოგთან ან ფარმაცევტთან.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

არ გააჩნია.

შეუთავსებლობა

არ გააჩნია.

შეფუთვა

200 მლ ქარვისფერ პოლიმერულ ფლაკონში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე,.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

ვარგისობის ვადა

36 თვე.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

 „ულტრა ლაბორატორის პვტ ლტდ“

102-B (P1) SEZ ფარმა, KIADB ინდასტრიალ ესტეიტ ჰასან-573201 კარნატაკა, ინდოეთი

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy