Dentokind A - დენტოკინდი A 150 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 20,70 GEL რეგულარული ფასი 29,20 GEL
მარაგშია
SKU
79234_2002

ჩვენება:კბილების ამოჭრით გამოწვეული სიმპტომები, მათ შორის გაღიზიანება, ყურების ტკივილი, ღრძილების ტკივილი, მსუბუქი ცხელება.

1.      სამკურნალო საშუალების დასახელება

დენტოკინდი ა

2.      ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა 

1 ტაბლეტი (100 მგ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

Belladonna trit. D6
15 მგ
Chamomilla trit. D6
15 მგ
Ferrum phosphoricum trit. D6
15 მგ
Hepar sulphuris trit. D12
15 მგ
Pulsatilla D6 trit.
15 მგ
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი. 

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა

ტაბლეტი

4. კლინიკური მონაცემები

4.1 თერაპიული ჩვენებები

კბილების ამოჭრით გამოწვეული სიმპტომები, მათ შორის გაღიზიანება, ყურების ტკივილი, ღრძილების ტკივილი, მსუბუქი ცხელება და თხევადი განავალი ჩვილებსა და ბავშვებში.

4.2 დოზა და მიღების წესი

დოზირების რეჟიმი

1 წლამდე ასაკის ბავშვები: 

მწვავე სიმპტომების დროს ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არა უმეტეს 6 ტაბლეტი დღეში. სიმპტომების შემცირებისას ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 

მწვავე სიმპტომების დროს ინიშნება 2 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში. სიმპტომების შემცირებისას ინიშნება 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი

ტაბლეტები ნელა უნდა გაიწუწნოს პირში. პატარა ბავშვებისთვის შესაძლებელია ტაბლეტების მცირე რაოდენობის წყალში გახსნა. 

ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.

4.3 უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში, ლაპას ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცის დროს.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:

-         თუ ბავშვი ცუდად რეაგირებს დენტოკინდი ა-ზე;

-         დამატებითი ჩივილების განვითარების შემთხვევაში.

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება. 

ამ ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

მშობლებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, თუ ბავშვს აძლევენ, ცოტა ხნის წინ აძლევდნენ ან შეიძლება მისცენ სხვა სამკურნალო საშუალებები.

4.6 ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებისთვის.

4.7 ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებისთვის.

4.8 არასასურველი ეფექტები

გვერდითი ეფექტები ცნობილი არ არის.

გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში საჭიროა სათანადო ზომების მიღება.

შენიშვნა: ჰომეოპათიური პრეპარატების მიღების დროს დროებით შესაძლებელია არსებული ჩივილების გაუარესება (საწყისი ჰომეოპათიური გამწვავება). ასეთ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ შეწყვიტონ პრეპარატების მიღება და გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

4.9 ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

ჰომეოპათიური თერაპია მკაფიოდ განსხვავდება ტრადიციული მედიცინისაგან დაავადების შეცნობის და სამკურნალო სუბსტანციების გამოყენების თვალსაზრისით. ჰომეოპათიური საშუალებები ასტიმულირებს სხეულის დაცვის მექანიზმებს და, ამრიგად, ააქტიურებს მისი თვითგანკურნების პოტენციალს. სხეულის პასუხი ჰომეოპათიურ საშუალებაზე მკაცრად ინდივიდუალურია. ამ მიზეზით დოზასპეციფიკური ფარმაკოლოგიური ეფექტების, ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.

5.1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

არ აღინიშნება.

5.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

არ აღინიშნება.

5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

არ აღინიშნება. პრეკლინიკური კვლევები ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება დენტოკინდი ა-ს მონაწილეობით არ ჩატარებულა.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

6.2 შეუთავსებლობა

არ არსებობს.

6.3 ვარგისობის ვადა

5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

6.4  განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არა უმეტს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

6.5 შეფუთვა და კონტეინერის შიგთავსი

150 ტაბლეტი ბოთლში. 1 ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთვაში.

6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვა მანიპულაციების დროს 

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა150
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy