Nevroheel - ნერვოჰეელი 50 ტაბლეტი
ნერვოჰეელი / Nervoheel
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები - 50 ცალი. პლასტიკურ კონტეინერში.
შემადგენლობა: 1ტაბ. შეიცავს: Acidum phosphoricum D4, Strychnos ignatia D4, Sepia officinalis D4, Psorinum-Nosode D12 60მგ, Kalium bromatum D4, Zincum isovalerianicum D4 по 30მგ. ექსციპიენტები: მაგნიუმის სტეარატი 1,5მგ, ლაქტოზა q.s.
ჩვენებები:
- მომატებული ნერვული აგზნებადობა, ფსიქოსომატური დარღვევები, კლიმაქტერული ნევროზი, გაღიზიანება, უძილობა, დეპრესია, ვეგეტოდისტონია, ქორეა;
- განსხვავებული გენეზის ნევროზული და ნევროზის მსგავსი სინდრომები, ფსიქოპათია, ეგზოგენური დეპრესიები;
- აბსტინენციის მდგომარეობა;
- კომპლექსურ ტერაპიაში გონებრივი ჩამორჩენილობის დროს ბავშვებში.
გვერდითი ეფექტები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:ჰიპერმგრძნობელობა ბრომის, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ..
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებისათვის გალაქტოზის აუტანლობით, ლაქტაზას უკმარისობით, ან გლუკოზა -გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომით, აღნიშნული პრეპარატის მიღება დაუშვებელია..
დოზირება და მიღების წესები: ერთჯერადად მისაღები დოზა მოზრდილებსა და 6 წლის ზემოთ ბავშვებში- 1 ტაბ., 1-დან 3 წლამდე ბავშვებში - 1/2 ტაბ.,.,3-დან 6 წლამდე – ¾ ტაბ.. პრეპარატი მიიღება სუბლინგვალურად 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 15 წთ-ით ადრე , ან მიღებიდან 1სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევებში ასაკობრივი დოზა მიიღება ყოველ 15წთ-ში ერთხელ 2სთ-ის განმავლობაში, შემდეგ-ჩვეულებრივი წესით(3-ჯერ დღეში).
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: თავისებურებების გარეშე.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ იწვევს: ძილიანობას დღის საათებში, კოორდინაციის დარღვევას, ყურადღების კოორდინაციის დაქვეითებას, მოთენთილობას. ამიტომ ნაჩვენებია პაციენტებისათვის, დაძაბული შრომის რეჟიმით, მომატებული ყურადღებით, სწრაფი მოძრაობითი და ფსიქიკური რეაქციებით(სატრანსპორტო საშუალებების და რთული მექანიზმების მართვა).
ფარმაკოლოგიური თვისებები.
პრეპარატი ნერვოჰეელი ორგანიზმზე ახდენს კომპლექსურ თერაპიულ ზემოქმედებას:
- სედაციური,
- ანტიდეპრესიული,
- კრუნჩხვის საწინააღმდეგო,
- აწესრიგებს ღამის ძილს.
პრეპარატის კომპლექსური მოქმედება რეალიზდება 6 პოტენცირებული კომპონენტის ოპტიმალური შერწყმითა და ინდივიდუალური თვისებების ურთიერთგაძლიერებით:
მცენარეული: |
|
Strychnos ignatia D4 (მწარე იგნაცია ) |
ნერვული აშლილობები, დეპრესიები, ღრუ ორგანოებისა და კუნთების კრუნჩხვები. |
ცხოველური: |
|
Sepia officinalis D4 (მელანთევზას სამელნე ჩანთის შიგთავსი) |
თავის ტკივილი, უძილობა, გამოფიტვა, ფსიქიკური აშლილობა და დეპრესია – განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში. |
მინერალური: |
|
Acidum phosphoricum D4 (განზავებული ფოსფორმჟავა) |
ფსიქიკური და ფიზიკური დაუძლურება. |
Kalium bromatum D4 (კალიუმის ბრომიდი) |
ცნს-ის აზნების მდგომარეობა, ღამის კოშმარები, უძილობა, მეხსიერების მოშლა, ეპილეფსია. პაციენტი მოუსვენარია, მუდმივად რაიმეთია დაკავებული, ხელები უკანკალებს, ნერვიულობს. |
Zincum isovalerianicum D4 (კატაბალახა-თუთიის მარილი) |
უძილობა ნერვულ ფონზე, ნერვული ტკივილები. ფსიქოქონდრია, მოძრაობითი მოუსვენრობა ფეხებში, подергивание კუნთების, семенных канатиков ნევრალგია. |
ნოზოდი: |
|
Psorinum-Nosode D12 (მუნის ნოზოდი – из ) |
სისუსტე, თავის ტკივილი, დეპრესია. ფსიქასთენია, მელანქოლია, კატატონია, შიზოფრენია. შაკიკი და ქრონიკული ნევრალგიები. |
ნერვოჰეელი წარმოადგენს ეფექტურ ბიოლოგიურ სედაციურ საშუალებას, რომელსაც არ გააჩნია უკუჩვენება, ასაკობრივი და სხვა შეზღუდვები. არ იწვევს გვერდით ეფექტებს. კარგად ეხამება სხვა პრეპარატებს . ამიტომ, იგი ფართოდ გამოიყენება ბავშვებში ადრეული ასაკიდან, ორსულებსა და მეძუძურ დედებში. ხანდაზმულ პაციენტებში, დაძაბული შრომის რეჟიმის მქონე პირებში, რომელთა შრომა მოითხოვს ყურადღების აქტივობას, სწრაფ მოძრაობით და ფსიქიკურ რეაქციებს, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების მართვას. პრეპარატ ნერვოჰეელის გამოყენების მთელი დაგროვილი კლინიკური გამოცდილება ადასტურებს მის ეფექტურობას, კარგ ამტანობას და სარგებელი/რისკის მაქსიმალურად ოპტიმალურ შეფარდებას ალოპათიურ საშუალებებთან შედარებით.
ურთიერთქმედება სხვა ბრპ-თან და მკურნალობის ზოგიერთი სქემა.
მოზრდილთა ნევროლოგია:
- ქრონიკული ემოციური სტრესის დროს – მონოთერაპია პრეპარატ ნერვოჰეელით, დოზირება ჩვეულებრივი.
- ხანგრძლივი ემოციური გადაძაბვისა და გადაღლის დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ყოველდღიურად 1 ტაბ. საღამოს და ძილის წინ.
- ფსიქოსომატური დარღვევებისას - ბაზისური თერაპიის შემადგენლობაში, დოზირება ჩვეულებრივი.
- ძილის დარღვევის კომპლექსურ თერაპიაში - ნერვოჰეელი ჩვეულებრივი დოზირებით.
ბავშვთა ნევროლოგია:
- ძილის დარღვევის კომპლექსურ თერაპიაში -ნერვოჰეელი ჩვეულებრივი დოზირებით;
- ჰიპერკინეზებით მიმდინარე ნევროზის მსგავსი მდგომარეობების დროს კომპლექსურ თერაპიაში -ნერვოჰეელი ჩვეულებრივი დოზირებით.
მეანობა გინეკოლოგია:
- ორსულობის პირველ ტრიმესტრში ,როდესაც არის ნაყოფის მოშლის საშიშროება , ფსიქომარეგულირებელი სისტემის დარღვევების ფონზე კომპლექსურ თერაპიაში(სპაზმოლიტიკები, ვიტამინი E) ინიშნება ნერვოჰეელი 1ტაბ. 3-ჯერ დღეში კლინიკური ნიშნების გაქრობამდე და მომდევნო 7-10 დღე . შემდეგ აუცილებელია შემანარჩუნებელ დოზირებაზე გადასვლა: 1ტაბ. 7-10 დღის განმავლობაში . სპაზმოლიზური საშუალებებიდან ეფექტურია ვიბურკოლის სუპპოზიტორია.
- ნერვოჰეელის ჩართვა კომპლექსურ თერაპიაში რეკომენდებულია სხვა ეტიოლოგიის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის საშიშროების შემთხვევაში გაცილებით უკეთესი ფსიქოემოციური ფონის შექმნის მიზნით.
- ნერვულ-ფსიქიკური დარღვევების დროს ორსულებში(დეპრესია, ფსიქოპათია, უძილობა, ორგანული ნევროზები). მშობიარობისას აუცილებელი ანალგეტიკური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია პრეპარატ ნერვოჰეელით ფსიქიკური მდგომარეობის კორექციის წინა სამშობიარო თერაპია 1 ტაბ. 3 -ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე.
- კლიმაქტერული ნევროზის დროს – საუკეთესო თერაპიული ეფექტი მიიღწევა პრეპარატების ნერვოჰეელისა და კლიმაქტ-ჰეელის კომბინაციით.
ფსიქიატრია:
- ნევრასთენიული სინდრომის დროს გაღიზიანების მოსახსნელად; ამასთან პრეპარატი შეიძლება დაენიშნოთ პაციენტებს შრომის დაძაბული რეჟიმით, რადგან არ იწვევს მოთენთილობას, დაღლილობას, დღის ძილიანობას, კოორდინაციის დარღვევას, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას;
- დისფორიული სინდრომი ორგანული და სისხლძარღვთა უკმარისობის ფონზე, ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში – 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში : მნიშვნელოვნად ამცირებს დისფორიული აფეთქებებისადმი, გაღიზიანებისა და ბრუტალობისადმი მიდრეკილებას;
- ხასიათის ფაზობრივი აშლილობების დროს. აქცენტირებულად აგზნებადი და ფსიქოასთენიური ტიპის პირებში შეინიშნება პრეპარატის შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება;
- საგანგაშო-ფობიური აშლილობებისას - ბაზისური ბიოლოგიური თერაპიის შემადგენლობაში დოზირება ჩვეულებრივია;
- ნერვოჰეელი , როგორც სედაციური საშუალება , ეფექტურია უძილობის მკურნალობისათვის.
ყურადღება! ნერვოჰეელი არ წარმოადგენს საძილე საშუალებას!
კარდიოლოგია:
1.ნეირო-ცირკულაციური დისტონიის (ნცდ) პრაქტიკულად ყველა სახის მკურნალობის დროს მიზანშეწონილია პრეპარატ ნერვოჰეელის ჩართვა დაავადების ფსიქოსომატურ კომპონენტზე ზემოქმედების მიზნით:
ნცდ ჰიპერტენზიული და კარდიალური ტიპით:
-ანგიო-ინელი 1 ამპ. კუნთში 2 -ჯერ კვირაში, კურსი 3-6კვირა;
-კრალონინი 10 წვ. სუბლინგვალურად 2-3-ჯერ დღეში , კურსი 2-4-6 კვირა;
-ნერვოჰეელი 1 ტაბ. სუბლინგვალურად 2-3-ჯერ დღეში, კურსი 2-4 კვირა.
ნცდ ჰიპოტონიური ტიპით:
- კრალონინი 7-10 წვ. 2-3-ჯერ დღეში, კურსი 4 კვირა და მეტი;
-ნერვოჰეელი 1 ტაბ. 2-3-ჯერ დღეში , კურსი 4 კვირა.
ნცდ რითმის ფუნქციური დარღვევით:
- კრალონინი 10 წვ. 2-3 -ჯერ დღეში, კურსი 1-2 თვე, შესაძლებელია მონოთერაპიის სახით;
- ანგიო-ინელი 1 ამპ. 1-2-ჯერ კვირაში, № 5-10;
-ნერვოჰეელი 1 ტაბ. სუბლინგვალურად 2-3 -ჯერ დღეში, კურსი 2-3 კვირა;
ნცდ კლიმაქტერული პერიოდის ფონზე (პერიკლიმაქსი):
-კლიმაქტ-ჰეელი 1 ტაბ. სუბლინგვალურად 3-ჯერ დღეში 2 კვირა, შემდეგ 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში 2 კვირა, შემდეგ 1 ტაბ. დილით უზმოზე ყოველდღე ან დღეგამოშვებით, 2-3 თვე;
-ნერვოჰეელი 1 ტაბ. სუბლინგვალურად 2-3-ჯერ დღეში 2-3 კვირა, შემდეგ საკმარისია 1 ტაბ. დილით ხანგრძლივად (2-3თვე კლიმაქტ-ჰეელთან ერთად).
-გიდ ,სტენოკარდიის დროს პრეპარატ ნერვოჰეელის გამოყენება ხსნის განგაშს, შიშს სტენოკარდიის მომდევნო შეტევის მოლოდინით გამოწვეულ განგაშს, შიშს:
სტენოკარდია І-ІІ ФК:
-ანგიო-ინელი 1 ამპ კუნთებში 1-2-ჯერ კვირაში, 3-5 კვირა და/ან კრალონინი 10 წვ. 2-3-ჯერ დღეში,
1 თვე. ნერვოჰეელი 1 ტაბ. 2-3-ჯერ დღეში, 2-3 კვირა.
დაძაბვის სტენოკარდია ІІІ ФК (სტანდარტულ მკურნალობასთან კომპლექსში):
-ანგიო-ინელი 1 ამპ. კუნთებში ყოველდღე, ან დღეგამოშვებით 3-5 ამპულა, შემდეგ 1 ამპ. კუნთებში 2-ჯერ კვირაში, 10 ამპულა;
-კრალონინი 10წვ. 3 -ჯერ დღეში, 1-2 თვე;
- ნერვოჰეელი 1 ტაბ.. 2-3-ჯერ დღეში , 2-3 კვირა.
ნარკოლოგია:
- აბსტინენცია – მონოთერაპია პრეპარატ ნერვოჰეელით; გაცილებით სწრაფი თერაპიული ეფექტი აქვს მის გამოყენებას დეზინტოქსიკაციურ პრეპარატ ნუქს ვომიკა-ჰომაკორდთან კომბინაციაში.
მწარმოებელი: «ბიოლოგიშე ჰაილმითე ჰეელ გმბჰ» (ბადენ-ბადენი, გერმანია)
ინფორმაცია სამკურნალო საშუალების შესახებ განკუთვნილია ექიმებისა და ფარმაცევტებისათვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ინსტრუქციას.
შ.პ.ს. «ბიომედიკა»
ტელ.:032215-91-15 ელ.ფოსტა: info@heеl.ge
რაოდენობა | 50 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account