Cinnabsin - ცინაბსინი A 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 23,13 GEL რეგულარული ფასი 32,12 GEL
მარაგშია
SKU
81522_2002

ჩვენება:მწვავე და ქრონიკული რინოსინუსიტი.

1.სამკურნალო საშუალების დასახელება

ცინაბსინი

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა 

1 ტაბლეტი (250 მგ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

Cinnabaris trit. D3    25 მგ
Hydrastis trit. D3      25 მგ
Kalium bichromicum trit. D3   25 მგ
Echinacea trit. D1    25 მგ
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა

ტაბლეტი

4. კლინიკური მონაცემები

4.1 თერაპიული ჩვენებები

მწვავე და ქრონიკული რინოსინუსიტი.

4.2 დოზა და მიღების წესი

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ბავშვები

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში, არა უმეტეს 6 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ქრონიკული მდგომარეობების დროს ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 4-6 კვირის განმავლობაში.

არ არის რეკომენდებული ცინაბსინის გამოყენება 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ბავშვებისთვის რეკომენდებულია ტაბლეტების მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.

 ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. 

4.3 უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი აქტიური ნივთიერების ან პუნქტში 6.1 ჩამოთვლილი პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ან გვირელების ოჯახის წარმომადგენელთა მიმართ (რთულყვავილოვანთა).

უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი არ არის რეკომენდებული პროგრესირებადი სისტემური დაავადებების დროს (მაგ., ტუბერკულოზი, სარკოიდოზი), სისხლის სისტემური დაავადებები (მაგ., ლეიკემია და ლეიკოზი), აუტოიმუნური დაავადებები (მაგ., კოლაგენური ქსოვილის ანთებითი დაავადებები (კოლაგენოზი), გაფანტული სკლეროზი), იმუნოდეფიციტი (შიდსი, აივ ინფექციები), დეპრესიული მდგომარეობები (მაგ., ორგანოს ან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, ქიმიოთერაპია).

ექინაცეას შემცველი მედიკამენტების მიღების შემდეგ აღინიშნებოდა გამონაყარი კანზე, ქავილი და, იშვიათად, სახის შეშუპება, ქოშინი, თავბრუსხვევა და არტერიული წნევის დაქვეითება.

ექინაცეას შემცველობის გამო ატოპიის მქონე პაციენტებში გაზრდილია ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი.

ცალკეულ შემთხვევებში ექინაცეას შემცველი სამკურნალო საშუალებების გამოყენება უკავშირდება აუტოიმუნური დაავადებების განვითარებას. ცალკეულ შემთხვევებში ექინაცეას შემცველი სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენებისას (8 კვირაზე მეტი) აღინიშნებოდა ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება.

პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას და ხორბლის სახამებელს. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში, ლაპას ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცის დროს. ხორბლის სახამებლი შეიძლება შეიცავდეს გლუტენს, თუმცა მხოლოდ კვალის სახით,  რის გამოც იგი უსაფრთხოა ცელიაკიის დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ხორბალზე ალერგიის მქონე პაციენტებმა (ცელიაკიასთან განსხვავებით) არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.

შემდეგი სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია ექიმითან კონსულტაცია:

-       სახის შეშუპება, სიმხურვალე ან ძლიერი თავის ტკივილი;

-       მწვავე მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება მკურნალობის პირველი 2 დღის განმავლობაში;

-       დამატებითი ჩივილების განვითარების შემთხვევაში.

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტები იყენებენ, ცოტა ხნის წინ გამოიყენებდნენ ან შეიძლება გამოიყენონ სხვა სამკურნალო საშუალებები.

შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ცხოვრების ჩვევების ნეგატიურმა ფაქტორებმა, მათ შორის მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება.

4.6 ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის შეფასების გათვალისწინებით.

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

4.7 ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

ცინაბსინი არ მოქმედებს არ მოქმედებს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.

4.8 არასასურველი ეფექტები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში (<1/10 000) ან უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

ცინაბსინის მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგ., გამონაყარი კანზე და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. 

ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა. 

ჭარბი ნერწყვდენის შემთხვევაში დოზირება უნდა შემცირდეს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შენიშვნა: ჰომეოპათიური პრეპარატების მიღების დროს შესაძლებელია არსებული ჩივილების გაუარესება  (საწყისი ჰომეოპათიური გამწვავება). ასეთ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ შეწყვიტონ პრეპარატების მიღება და გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

4.9 ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

ჰომეოპათიური თერაპია მკაფიოდ განსხვავდება ტრადიციული მედიცინისაგან დაავადების შეცნობის და სამკურნალო სუბსტანციების გამოყენების თვალსაზრისით. ჰომეოპათიური საშუალებები ასტიმულირებს სხეულის დაცვის მექანიზმებს და, ამრიგად, ააქტიურებს მისი თვითგანკურნების პოტენციალს. სხეულის პასუხი ჰომეოპათიურ საშუალებაზე მკაცრად ინდივიდუალურია. ამ მიზეზით დოზასპეციფიკური ფარმაკოლოგიური ეფექტების, ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.

5.1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

არ აღინიშნება.

5.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

არ აღინიშნება.

5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

არ აღინიშნება. პრეკლინიკური კვლევები ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება ცინაბსინის მონაწილეობით არ ჩატარებულა.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

6.2 შეუთავსებლობა

არ არსებობს.

6.3 ვარგისობის ვადა

5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

6.4  განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არა უმეტს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

6.5 შეფუთვა და კონტეინერის შიგთავსი

20 ტაბლეტი. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთვაში.

6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვა მანიპულაციების დროს 

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy