Spascupreel - სპასქუპრეელი 12 სუპოზიტორია
ჩვენება:გლუვი კუნთების სპაზმები და ტკივილი,თავის ტკივილი შაკიკი.
სპასკუპრელი S / Spascupreel S
გამოშვების ფორმა: 2,0 გ სანთლები - 12 ცალი, პოლივინილის შეფუთვაში.
შემადგენლობა:
1 სანთელი შეიცავს: Aconitum napellus D5 – 2,2 მგ, Agaricus D3 – 0,55 მგ, Ammonium bromatum D3 – 1,1 მგ, Atropinum sulfuricum D5 – 1,1მგ, Citrullus colocynthis D3 – 1,1 მგ, Cuprum sulfuricum D5 – 0,55მგ, Gelsemium sempervirens D5 – 1,1 მგ, Magnesium phosphoricum D6 – 1,1 მგ, Matricaria recutita D2 – 0,55 მგ, Passiflora incarnata D1 – 0,55 მგ, Veratrum album D5 – 1,1 მგ. ექსციპიენტები: მყარი ცხიმი.
ჩვენება:
1. გლუვი კუნთების სპაზმები და ტკივილი შემდეგი დაავადებების დროს:
• გასტრიტი, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები
• სანაღვლე გზების დისკინეზია, ქოლეცისტიტი, ნაღველ-და შარდკენჭოვანი დაავადება
• სპასტიური კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
• ცისტიტი
• დისმენორეა, პმს და სხვა
2. განივზოლიანი კუნთების სპასტიურობა (კუნთების რიგიდობა, კუნთების დაძაბვა, მიოგელოზი, კუნთების გამკვრივება)
3. ბრონქების სპაზმი ობსტრუქციული ბრონქიტისას, ბრონქული ასთმისას
4. თავის ტკივილები, შაკიკი.
უკუჩვენება:
ორსულობა, ძუძუთი კვება. მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტები:
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები კანის მხრიდან.
დოზირება და გამოყენება:
საინექციო ხსნარი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის და 12 წლის ზემოთ მოზარდებისთვის - 1 ამპულა (1,1მლ). შეყვანა ხდება კუნთში, ვენაში, კანში, კანქვეშ, სეგმენტურად (ბიოპუნქტურის მეთოდით) და აკუპუნქტურულ წერტილებში (ჰომეოსინიატრია) 1-3 ჯერ კვირაში, მწვავე შემთხვევებში - ყოველდღიურად, დრეში 3 ამპულამდე 4 საათიანი ინტერვალებით. თუ პარენტერალური შეყვანა შეუძლებელია, ამპულის მიღება შეიძლება „დასალევი ამპულის“ სახით.
აბები: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის და 12 წლის ზემოთ მოზარდებისთვის - 1 აბი სუბლინგვურად დღეში 3-ჯერ, კვებამდე 15 წუთით ადრე ან კვებიდან 1 საათის შემდეგ. მწვავე შემთხვევებში ერთჯერადი ასაკობრივი დოზა 15 წუთში ერთხელ პირველი 2 საათის განმავლობაში.
სანთლები: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის და 6 წლის ზემოთ მოზარდებისთვის - 1 სანტელი 3-ჯერ დღეში რექტალურად. მწვავე შემთხვევებში - 1 სანთელი ყოველ 1-2 საათში ერთხელ (დღეში 6 ცალი). ბავშვები 3-დან 6 წლამდე - 1 სანთელი რექტალურად 2-ჯერ დღეში. მწვავე შემთხვევებში - 1 სანთელი ყოველ 1-2 საათში (დღეში 4-ჯერ). მკურნალობის რეკომენდებული კურსია - 2 კვირამდე.
განსაკუთრებული მითითებანი:
თუ სიმპტომები გაგრძელდა ერთ დღეზე დიდხანს ან მდგომარეობა გაუარესდა, ან გაჩნდა სიყვითლე, აუცილებელია შეწყდეს მკურნალობა და კონსულტაციისთვის მიმართონ ექიმს. აბები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ლაქტოზის აუტანლობის იშვიათი გენეტიკური ფორმები, ლაქტაზის უკმარისობა ან გლუკოზა-ლაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა მიიღონ პრეპარატის ტაბლეტირებული ფორმა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: თავისებურებების გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
• სპაზმოლიზური
• ტკივილგამაყუჩებელი
• სედაციური
• კრუნჩხვის საწინააღმდეგო
სპასკუპრელის კომპლექსური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი მცენარეული და მინერალური წარმოშობის 11 კომპონენტით
მცენარეული:
Citrullus colocynthis D4, D3 (მწარე გოგრა) |
საჭმლის მომნელებელი, შარდსასქესო და სანაღვლე სისტემის მტკივნეული სპაზმები. ნევრალგიები, განსაკუთრებით სახის. წელის ტკივილები. |
Veratrum album D6, D5 (თეთრი შხამა) |
სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ნევრალგია. კუჭის აშლა. |
Gelsemium sempervirens D6, D5 (მარადმწანე ჯასმინი) |
თავის ტკივილები. ნერვული დარღვევები. კრუნჩხვები. |
Passiflora incarnate D2, D1 (პასიფლორა) |
სპაზმები. კრუნჩხვები. შფოთვა. უძილობა. |
|
აგზნება. ნაწლავების და შარდის ბუშტის დაცლის აქტის დარღვევა. მედიკამენტების და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების შედეგები. |
|
საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, ქალის სასქესო სისტემების ანთებები და სპაზმები. ძლიერი და ხშირი ტკივილები. აგზნება და დეპრესია. |
|
მწვავე ანთებითი დაავადებები. ტკივილიტ მომდინარე ნევროლოგიური დაავადებები, ნევრალგიები. გულის მწვავე დაავადებები, რასაც თან ახლავს შიშები. |
მინერალური: | |
Ammonium bromatum D4, D3 (ამონიუმის ბრომიდი) | სასუნთქი გზების ანთებები. გამაღიზიანებელი ხველა. სპასტიური ასთმური ბრონქიტი. |
Atropinum sulfuricum D6, D5 (ატროპინის სულფატი) |
ზედა სასუნთქი გზების კონგესტიური ანთებები. სადრენაჯო ორგანოების ანთებები, კანის ჩათვლით. გლუვკუნთოვანი ორგანოების სპაზმები. |
|
ნევრალგიები. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მტკივნეული სპაზმები. რეგულარული ტკივილები. მენსტრუალური ტკივილები. |
Cuprum sulfuricum D6, D5 (სპილენძის სულფატი) |
გლუვი და განივზოლიანი კუნთების სპაზმები. ღამის სპასტიური ხველა. |
სპასკუპრელს აქვს გამოხატული ბიორეგულაციური თერაპიული ეფექტი გლუვკუნთოვანი ორგანოების სპაზმების, ასევე განივზოლიანი კუნთების სპაზმების დროს. ის შემუშავებულია მტკივნეული კრუნჩხვების და სპაზმების ეფექტური თერაპიისთვის ( შეიცავს განსაკუთრების დაბალი განზავების კომპონენტებს, რომლებსაც აქვს სწრაფი ეფექტი). როგორც წესი, ალოპათიური პრეპარატებით სპაზმოლიზური თერაპია იძლევა სწრაფ ეფექტს. ამასთან აქვს სხვადასხვა გვერდითი ეფექტები. მაგალითად, სკოპოლამინის შემცველი პრეპარატები იწვევენ თვალშიდა წნევის მატებას და არითმიას, მიორელაქსანტები უკუნაჩვენებია მრავალი დაავადების დროს და ა.შ. სპასკუპრელი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ზემოთ აღწერილ ტრადიციულ პრეპარატებს (რაც დამტკიცებულია მულტიცენტრული კოგორტული კვლევებით), ამასთან მას არ გააჩნია ტოქსიური ეფექტები, უსაფრთხოა და შეიძლება გამოვიყენოთ ხანგრძლივად.
სპასკუპრელის მოქმედება მწვავე სპაზმებსა და კრუნჩხვებზე, ქრონიკული სპასტიური მდგომარეობების კუპირება, დამოკიდებულია მასში შემავალ ბუნებრივ კომპონენტებზე, რომლებიც მოქმედებენ ნერვული სისტემის სხვადასხვა რგოლზე (სიმპათიკურზე და პარასიმპათიკურზე): Veratrum album, Citrullus colocynthis – მოქმედებენ ნაწლავების ფუნქციის აღდგენაზე (სპაზმები, კრუნჩხვები, ნაწლავთა დისფუნქცია), აქვეითებენ დიარეისკენ ბდა შებერილობისკენ მიდრეკილებას, ამცირებს ლორწოს წარმოქმნას; Ammonium bromatum, Atropinum sulfuricum, Passiflora incarnate, Magnesium phosphoricum, Matricaria recutita, Gelsemium sempervirens – აყუჩებენ სპაზმებით და კრუნჩხვებით გამოწვეულ ტკივილს (გლუვი კუნთების რელაქსაცია); Aconitum napellus, Veratrum album, Agaricus, Gelsemium sempervirens, Cuprum sulfuricum, Magnesium phosphoricum, Matricaria recutita – მოქმედებენ ცნს-ზე, ამცირებენ ტკივილით გამოწვეულ სტრესს, აწესრიგებენ მოტორიკის სტრესით გამოწვეულ დარღვევებს. სპასკუპრელს გააჩნია ფუნქციური, ცენტრალური და პერიფერიული მოქმედება. ის არეგულირებს ის არეგულირებს კავშირს - „თავის ტვინი - საჭმლის მომნელებელი სისტემა“, ამცირებს კრუნჩხვების და სპაზმების სიხშირეს, უზრუნველყოფს მორეციდივე მდგომარეობების ეფექტურ მკურნალობას.
პრეპარატის გამოშვების 3 ფორმის არსებობა (ამპულა, აბები, სანთლები) საშუალებას იძლევა ინდივიდუალურად და ოპტიმალურად შეირჩეს მკურნალობა, დაავადების სიმძიმიდან და პაციენთის ასაკიდან გამომდინარე.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და მკურნალობის სქემები
გინეკოლოგია: სპასკუპრელი გამოიყენება ტკივილის დროს (ალგოდისმენორეა, ენდომეტრიოზი და სხვა) - მწვავე მიმდინარეობა 1 აბი ყოველ 15 წთ-ში ერთხელ, სულ 8ჯერ, შემდეგ დღეში 3-ჯერ, მეტრო-ადნექს-ინელთან (ამპულა), ექინაცეა კომპოზიტუმთან და სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
პედიატრია:
- ასთმური ბრონქიტისას სპასკუპრელი გამოიყენება, როგორც საბაზისო ანტისპასტიკური პრეპარატი ტრაუმელთან (აბი, ამპ.), ლიმფომიოზოტთან (წვეთები, ამპ.), მუკოზა კომპოზიტუმთან (ამპ.) კოენზიმ კომპოზიტუმთან (ამპ.) და უბიქინონ კომპოზიტუმთან (ამპ.) ერთად;
- ყივანახველისას სპასკუპრელი ხსნის სპაზმურ აპნოეს, გამოიყენება ბრონქალის-ჰეელთან (აბები), ვუბურკოლთან (სანთლები), ტრაუმელთან (ამპ., აბები), მუკოზა კომპოზიტუმთან (ამპ.) კომბინაციაში.
ნევროლოგია:
- ცეფალგიური სინდრომის, დაძაბვის თავის ტკივილის, არტერიული ჰიპერტენზიის კომპენსირებული ფორმისას არსებული ქრონიკული თავის ტკივილის დროს რეკომენდებულია სპასკუპრელის მიღება მაინიცირებელი თერაპიით 2 საათის განმავლობაში, შემდეგ გადადიან ჩვეულებრივ დოზირებაზე;
- დაძაბვის თავის ტკივილის კუპირებისთვის სპასკუპრელი (ამპ.) გამოიყენება ტრაუმელთან (ამპ.), ცერებრუმ კომპოზიტუმთან (ამპ.) ერთად;
- მიოგელოზის, ლუმბაგოს (შერწყმული კუნთების დაჭიმულობასთან) სამკურნალოდ - პრეპარატების ნარევი: 1 შპრიცში - ტრაუმელი + სპასკუპრელი. ნარევის შეყვანა შეიძლება უშუალოდ მტკივნეულ კუნთში, კანში ან კანქვეშ ბიოპუნქტურის მეთოდით ან აკუპუნქტურულ წერტილებში.
გასტროენტეროლოგია:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმების მოსახსნელად: სპასკუპრელი (ამპ.+აბი) გასტრიკუმელთან (აბები) ერთად - ეფექტურობით იდენტურია ალოპათიური თერაპიის, ამასთან არ გააჩნია ტოქსიური მოქმედება, უკუჩვენება, ასაკობრივი შეზღუდვა და შესაძლებელია თერაპიის ხანგრძლივი გამოყენება;
- დუოდენოსტაზის დროს - ნუქს ვომიკა-ჰომაკორდთან (წვეტები) ერთად;
- სანაღვლე გზების დისკინეზია, ოდის სფინქტერის უკმარისობა - ჰეპელი (ამპ.). ნუქს ვომიკა-ჰომაკორდი და ბერბერის ჰომაკორდი (წვეთი);
- ქოლანგიტის, ქოლეცესტიტი, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების დროს - სპასკუპრელი, კომპლექსურ თერაპიაში ჰეპელთან (აბი. ამპ.), ნუქს ვომიკა-ჰომაკორდი (წვეთები), ბერბერის ჰომაკორდი (წვეთები).
- პანკრეატიტისას - ლენტანდრა კომპოზიტუმტან (წვეთები) და მომრდიკა კომპოზიტუმთან (წვეთები) ერთად.
- სპასტიური ყაბზობისას - ნუქს ვომიკა- ჰომაკორდთან კომბინაციაში.
ინფექტოლოგიაში:
- ნაწლავების მწვავე დაავადებების დროს გასტროენტერიტის სახით სპასკუპრელი ინიშნება კომპლექსურად გასტრიკუმელთან, მუკოზა კომპოზიტუმთან და ექინაცეა კომპოზიტუმთან ერთად;
- ნაწლავების მწვავე დაავადებების დროს, კოლიტის გამოხატული მოვლენებით სპასკუპრელი მონაცვლეობს ნუქს ვომიკა-ჰომაკორდთან, კომბინაციაში მუკოზა კომპოზიტუმთან (ამპ.), ტრაუმელთან (ამპ.) ექინაცეა კომპოზიტუმთან ერთად.
ნეფროლოგია:
შარდგამომყოფი გზების უეცრად წარმოქმნილი სპაზმების და შარდის დაინფიცირების ნიშნების არ არსებობის დროს ინიშნება ლიმფომიოზოტთან (წვეთები, ამპ.), ნუქს ვომიკა-ჰომაკორდთან (წვეთები) და ტრაუმელთან ერთად.
რაოდენობა | 12 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account